2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: შუამდგომელი
ივლისი 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: შუამდგომელი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ ამ მასალიდან სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

იესო ქრისტე არის ჩვენსა და მამაზეციერს შორის შუამდგომელი. სიტყვას შუამდგომელი აქვს ლათინური ფესვი და იგი ნიშნავს „ის, ვინც სხვებისთვის ევედრება“.1 მხსნელი ევედრება ჩვენთვის გაგებით, სამართლიანობითა და მოწყალებით. ამის ცოდნა გვავსებს სიყვარულითა და მადლიერებით მისი გამოსყიდვის გამო.

უსმინეთ [იესო ქრისტეს] რომელიც არის ჩვენი შუამდგომელი მამაზეციერთან, ის, რომელიც შეევედრება მამას თქვენთვის.

„და იტყვის: მამაო, აჰა, იხილე ტანჯვა და სიკვდილი იმისა, ვინც არ ცოდავდა, რომელიც მოიწონე; იხილე შენი ძის სისხლი, რომელიც დაიღვარა, სისხლი იმისა, ვინც მოგვეცი, რათა შენ განდიდდე;

„მაშასადამე, მამაო, გადაარჩინე ჩემი ძმები, რომლებსაც სწამთ ჩემი სახელი, რათა მოვიდნენ ჩემთან და ჰქონდეთ მარადიული ცხოვრება“ (მოძღვრება და აღთქმები 45:3–5).

აი რა თქვა ქრისტეზე, როგორც ჩვენს შუამდგომელზე, უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან: „ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში ლოცვის საშუალებით მე შემიძლია მივუახლოვდე მოწყალების ტახტს, რომ ჩემი ზეციერი მამა შეისმენს ჩემს თხოვნას, რომ ჩემი შუამდგომელი, რომელიც უცოდველია, რომლის სისხლიც დაიღვარა, შეევედრება ჩემთვის ღმერთს“.2

წმინდა წერილიდან

მოსია 15:8–9; მორონი 7:28; მოძღვრება და აღთქმები 29:5; 110:4

ჩვენი ისტორიიდან

უფლის ეკსლესიის ისტორიაში იესო ქრისტეს ქალი მოწაფეები მიჰყვნენ მის მაგალითს. ესთერი იყო ერთგული და მამაცი შუამდგომელი. მისმა ბიძაშვილმა, მორდექაიმა გაუგზავნა მას მეფის განკარგულება იუდეველების ამოწყვეტის შესახებ და უბრძანა ქალბატონს „შევედრებოდა მას [მეფეს] და წყალობა გამოეთხოვა ერისთვის“. მან დაამატა: „ ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ დედოფლობას?“ (ესთერი 4:8, 14.)

თავისი ხალხისათვის შუამავალის როლში ყოფნის საშიშროების მიუხედავად, ესთერი დათანხმდა ამას: „ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება; და, თუ დავიღუფები, დავიღუპო“! (ესთერი 4:16).

შემდეგ ესთერი თავმდაბლურად ესაუბრა მეფეს და „ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა, რომ … გაეუქმებინა წერილები … იუდეველთა მოსასპობად“. მან დაამატა: „როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვეს“? (იხ. ესთერი 8:3, 5–6). მეფეს გული მოულბა და მან დააკმაყოფილა მისი თხოვნა.3

შენიშვნები

  1. იხ. რასელ მ. ნელსონი, “Jesus Christ—Our Master and More” (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი, შეხვედრა ბუხართან, 2 თებერვალი, 1992), 4; speeches.byu.edu.

  2. დ. ტოდ კრისტოფერსონი, “I Know in Whom I Have Trusted,” Ensign, 1993წ. მაისი, გვ.83.

  3. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 180.

განიხილეთ შემდეგი

როგორ შთაგვაგონებს იესო ქრისტეს შუამდგომლობა სხვების მიმართ მოწყალებისა და მიტევების გაღებისთვის?