2013
მე შევძელი მწუხარების განდევნა
სექტემბერი 2013


ახალგაზრდები

მე შევძელი მწუხარების განდევნა

ავტორი ტაივანიდან გახლავთ.

როცა ჩემი მეგობრები, ძმა ჩენი და მისი მეუღლე ჩვენს მეურვეობაში მოინათლნენ, მე სიხარულით აღვივსე. ნათლობის ერთი წლის შემდეგ, ისინი ტაძარში ჩაიბეჭდნენ; მათი ვაჟი, რომელიც მათ ეკლესიაში გაწევრიანებამდე გარდაიცვალა, მათთან ერთად იქნა ჩაბეჭდილი. სასიამოვნო იყო ჩენების ოჯახის სახარებაში ზრდის ცქერა.

ერთი წლის შემდეგ ძმა ჩენი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, მის სიკვდილზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა და ხშირად სიზმარშიც კი მაწუხებდა. მე თვალცრემლიანი ვიღვიძებდი და ისევ და ისევ ვუსვამდი კითხვას საკუთარ თავს: „რატომ? რატომ დაუშვა უფალმა ეს ტრაგედია? რატომ უნდა დამართოდა ეს ამ მშვნიერ ოჯახს“? ერთხელ, როცა ამ შეკითხვებს ვებრძოდი, მე ხელში სახელმძღვანელო ავიღე და პრეზიდენტი სპენსერ ვ.კიმბალის (1895–1985) შემდეგი სიტყვები წავიკითხე:

„თუ ჩვენ განვიხილავთ მოკვდავ ცხოვრებას, როგორც ერთიან არსებობას, მაშინ ტკივილი, მწუხარება, მარცხი და ხანმოკლე სიცოცხლე იქნებოდა უბედურება. მაგრამ თუ ცხოვრებას შევხედავთ, როგორც მარადისობას, რომელიც დასაბამს იღებს წინამიწიერ ცხოვრებაში და გრძელდება სიკვდილის შემდეგ არსებულ მარადიულ უსასრულო მომავალში, მაშინ ყოველი შემთხვევა განიხილება შესაბამისი პერსპექტივით. …

„განა არ ვხდებით ცდუნების საგანი, ჩვენი სიმტკიცის შესამოწმებლად, არ ვხდებით ავად, რათა ვისწავლოთ მოთმინება და არ ვკვდებით, რათა გავხდეთ უკვდავნი და განდიდებულნი“?1

მაგ მომენტში მე გადავწყვიტე განმედევნა მწუხარება და დაპირებული შესაძლო მომავლისთვის შემეხედა. მე გონებაში წარმოვიდგინე ძმა ჩენის ოჯახთან გაერთიანების ბედნიერება. ამ სანახაობამ სიმშვიდე მომგვარა. მე ვიცი, რომ მამაზეციერი უბედურების გადასალახავად სიბრძნესა და სიმამაცეს მოგვცემს.

შენიშვნა

  1. Teachings of Presidents of the Church: Spencer W. Kimball (2006), 15.