2013
„მოდით ჩემთან‘
მაისი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, 2013 მაისი

„მოდით ჩემთან“

თავისი სიტყვებითა და საქციელით, ქრისტემ გვაჩვენა, როგორ მივუახლოვდეთ მას.

მე მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ვარ დღეს თქვენთან ამ უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის კონფერენციაზე. ეს მისი ეკლესიაა. ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე მის სახელს მაშინ, როცა შევდივართ მის სასუფეველში. იგი არის ღმერთი, შემქმნელი და არის სრულყოფილი. ჩვენ ვართ მიწიერი ადამიანები, ცოდვილნი და მომკვდავნი და მაინც, მის ჩვენსა და ჩვენი ოჯახისადმი სიყვარულში იგი გვიწვევს თავისთან ახლოს. მან თქვა, რომ თუ მას მივუახლოვდებით, იგიც ჩვენთან ახლოს მოვა; თუ მას ბეჯითად ვეძიებთ – ვიპოვით მას; თუ ვთხოვთ – მივიღებთ და თუ დავაკაკუნებთ – გაგვეღება კარი.1

ამ აღდგომის დროს გვახსენებენ იმას, თუ რატომ გვიყვარს ჩვენ იგი და იმ დაპირებას, რომლის მიხედვითაც მისი ერთგული მოწაფეები გადაიქცევიან მის საყვარელ მეგობრებად. მხსნელი დაგვპირდა ამას და გვითხრა, თუ როგორ მოდის იგი ჩვენთან მისადმი მსახურების პროცესში. ერთ-ერთი მაგალითი არის გამოცხადება ოლივერ კაუდერისთვის, იმ დროს, როცა იგი წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითთან ერთად ემსახურებოდა უფალს მორმონის წიგნის თარგმნისას. მას უთხრეს: აჰა, შენ ხარ ოლივერი, და მე დაგელაპარაკე შენი სურვილის გამო; ასე რომ, დაიუნჯე ეს სიტყვები გულში. იყავი ერთგული და ბეჯითი ღვთის მცნებების დაცვაში და მე მოგეხვევი სიყვარულის ხელებით.2

ყველაზე ხშირად მე მქონია უფალთან მიახლოვებისა და მისი ჩემთან ახლოს მოსვლის გამოცდილება, მისი მცნებების დაცვის მიმართ მორჩილების უბრალო ქმედებების დროს.

თვენ გქონიათ მსგავსი გამოცდილებები. ეს შეიძლება მომხდარიყო მაშინ, როცა თქვენ გააკეთეთ არჩევანი – დაესწროთ ზიარების შეკრებას. მე ეს გამოვცადე კვირა დღეს, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. იმ დღეებში ჩვენ ზიარებაზე საღამოობით მივდიოდით. ერთი დღის გამოცდილება, რომელიც 65 წლის წინ მოხდა და ახლაც მახსოვს, როცა დავიცავი მცნება – შევიკრიბო ოჯახთან და წმინდანებთან ერთად, ეხლაც მაახლოვებს მხსნელთან.

გარეთ ბნელოდა და ციოდა. მე მახსოვს სინათლისა და სითბოს გრძნობა იმ საღამოს სამლოცველოში, როცა მე იქ ჩემს მშობლებთან ერთად ვიმყოფებოდი. ჩვენ მივიღეთ აარონის სამღვდელოების მიერ დარიგებული ზიარება, იმავდროულად დავდეთ მამაზეციერთად აღთქმა, რომ ყოველთვის გვემახსოვრება მისი ძე და დავიცავთ მის მცნებებს.

შეკრების ბოლოს ჩვენ ვიმღერეთ ჰიმნი “Abide with Me; ’Tis Eventide,” სადაც არის ასეთი სიტყვები: „უფალო, დარჩი ამაღამ ჩემთან.“3

მე იმ ღამეს ვიგრძენი მხსნელის სიყვარული,სიახლოვე და სულიწმინდის ნუგეშიც ვიგრძენი.

მე მინდოდა კიდევ ერთხელ გამეღვივებინა მხსნელის სიყვარულისა და მის სიახლოვის ის გრძნობა, რომელიც მაშინ, ახალგაზრდობისას, იმ ზიარების შეკრებაზე მქონდა. ასე რომ, მე სხვა მცნებასაც ვიცავდი – წმინდა წერილებს ვიკვლევდი. მე ვიცოდი, რომ ამით სული წმინდა მაგრძნობინებდა იმას, რაც აღმდგარი უფლის ორმა მოწაფემ განიცადა, როცა მან მათი მოწვევა მიიღო – მისულიყო მათთან სახლში და დარჩენილიყო მათთან.

მე წავიკითხე მისი ჯვარცმისა და დაკრძალვის მესამე დღის მოვლენების შესახებ. ერთგულ ქალბატონებს და სხვა ადამიანებს, სამარხის ქვა გვერდზე მიგორებული დახვდათ და მისი სხეული იქ აღარ იმყოფებოდა. ისინი იქ მისადმი სიყვრულმა მიიყვანათ, რათა ზეთი ეცხოთ მისი სხეულისთვის.

ორი ანგელოზი იდგა მახლობლად და მათ ჰკითხეს მოსულებს, რატომ შეშინდნენ:

„რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

„არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო,

„რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელით უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“4

მარკოზის სახარებაში ერთ-ერთი ანგელოზი გვაძლევს მითითებას: „მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.“5

მოციქულები და მოწაფენი შეიკრიბნენ იერუსალიმში. ისევე, როგორც ჩვენ შეგვეშინდებოდა, მათაც ეშინოდათ და უკვირდათ მისი სიკვდილისა და აღდგომის ამბავი.

ორი მოწაფე იმ ღამეს იერუსალიმიდან ემაუსის გზაზე მიდიოდა. აღმდგარი ქრისტე მოევლინათ მათ გზაზე და მათ გვერდით მიდიოდა. უფალი მივიდა მათთან.

ლუკას სახარება მათ კვალზე გვატარებს:

„ამ ლაპარაკში და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.

„მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.

„უთხრა მათ: რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში? ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი.

„მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“6

მათ მოუთხრეს მას თავიანთი მწუხარების შესახებ, რომ იესო მოკვდა, მათ კი სჯეროდათ, რომ იგი ისრაელის გამომსყიდველი იქნებოდა.

ალბათ აღმდგარი უფლის ხმაში სიყვარული იგრძნობოდა, როცა იგი ამ ორ დამწუხრებულ და მგლოვიარე მოწაფეს ესაუბრებოდა:

„მან უთხრა მათ: ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!

„განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?

„და დაიწყო მოსედან და ყველა წინასარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.”7

მერე მოხდა ის, რაც ბავშვობიდან გულს მითბობს:

„მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გაგრძელებას აპირებდა.

„მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა. ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან“.8

მხსნელმა იმ ღამეს მიიღო მოწვევა– მივიდეს თავის მოწაფეების სახლში ემაუსის სოფელთან ახლოს.

იგი მათთან სატრაპეზოდ დაჯდა. აიღო პური, დალოცა, დაამტვრია და მათ მისცა. მათ თვალები აეხილათ, რათა ეცნოთ იგი. შემდეგ ის გაქრა. წმ. ლუკამ ჩაიწერა ჩვენთვის ამ დალოცვილი მოწაფეების გრძნობები: „და მათ უთხრეს ერთმანეთს: განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“9

იმავე დროს ორი მოწაფე საჩქაროდ დაბრუნდა უკან იერუსალიმში, რათა ეთქვათ თერთმეტი მოციქულისთვის, რაც მოხდა. მაგ დროს მათ ისევ უფალი მოევლინათ.

მან გაიმეორა თავის მისიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, რომ მას უნდა გამოესყიდა თავისი მამის ყოველი შვილის ცოდვები და გაეწყვიტა სიკვდილის კვანძი.

„და უთხრა მათ: ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;

„და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.

„თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.“10

მხსნელის სიტყვები ჩვენთვის ისევე ჭეშმარიტია დღეს, როგორც ისინი მაშინ, მისი მოწაფეებისთვის იყო. ჩვენ ამ ყველაფრის მოწმენი ვართ. და ის დიდებული დავალება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, როცა მოვინათლეთ უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად, საუკუნეების წინ გაგვიმარტა წინასწარმეტყველმა ალმამ მორმონის წყლებთან, როცა მან უთხრა მათ,

რომ ის მორმონის წყლები იყო და რადგან მათ სურდათ, მისულიყვნენ ღვთის ფარაში და დარქმეოდათ მისი ხალხი და მზად იყვნენ ეტარებინათ ერთმანეთის ტვირთი, რათა შეემსუბუქებინათ იგი.

და მზად იყვნენ ეგლოვათ მგლოვიარეებთან ერთად და ენუგეშათ ისინი, ვისაც ნუგეში ესაჭიროებოდა და იყვნენ ღმერთის მოწმენი ყოველ ჟამს და ყველაფერში, სადაც არ აღმოჩნდებოდნენ, სიკვდილამდეც კი, რათა შეძლოთ იყოთ გამოსყიდულნი ღმერთისგან და აღენუსხათ მათ რიცხვში, ვინც პირველად აღსდგება, რომ იქონიოთ მარადიული ცხოვრება.

და თუ ეს იყო მათი გულების სურვილი, მაშინ რა უნდა ჰქონოდათ უფლის სახელით ნათლობის საწინააღმდეგოდ, როგორც ნიშანი იმისა, რომ დადეს მასთან აღთქმა, რომ ემსახურებოდნენ მას და დაიცავდნენ მის მცნებებს, რომ მან შეძლოს უხვად გადმოეღვარა თავისი სული მათზედ.

და როცა ხალხმა გაიგო ეს სიტყვები, მათ სიხარულისგან ტაში დაუკრეს და წამოიძახეს, რომ ეს იყო მათი გულის წადილი.11

ჩვენ, ჩვენი აღთქმის თანახმად, გვევალება, როგორც გაჭირვებულების ამაღლება, ასევე ის, რომ ვიყოთ მხსნელის მოწმენი სიცოცხლის ბოლომდე.

ჩვენ შევძლებთ ამის კეთებას მხოლოდ მაშინ, როცა ვგრძნობთ მხსნელის მიმართ სიყვარულს და მის ჩვენდამი სიყვარულს. როცა ჩვენ ერთგულნი ვართ საკუთარი დაპირებებისა, ჩვენ ვიგრძნობთ მის მიმართ სიყვარულს, რომელიც გაიზრდება, რადგან ჩვენ ვიგრძნობთ მის ძალასა და ჩვენს მისადმი მსახურებისას, ჩვენთან დაახლოვებას.

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა ბევრჯერ შეგვახსენა უფლის დაპირება თავისი ერთგული მოწაფეებისადმი: ვინც შენ მიგიღებს, მეც იქ გავჩნდები, რადგან შენზე წინ ვივლი. მე ვიქნები შენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, და ჩემი სული იქნება თქვენს გულებში, ჩემი ანგელოზები იქნებიან შენს თავს გარშემორტყმულნი, რათა მხარში ამოგიდგნენ.12

არსებობს მეორე გზა იმისთვის, რომ მე და თქვენ ვიგრძენით, როგორ გვიახლოვდება იგი ჩვენ. როცა ჩვენ მას ერთგულად ვემსახურებით, იგი უახლოვდება ჩვენი ოჯახის საყვარელ წევრებს. ყოველთვის, როცა უფლის მიერ მსახურებაზე ვიყავი მოწვეული და საამისოდ ჩემი ოჯახი უნდა სხვა ადგილას გადასულიყო ან მე ისინი დროებით უნდა დამეტოვებინა, ვრწმუნდებოდი იმაში, რომ უფალი ლოცავდა ჩემს ცოლ-შვილს. მან მოამზადა თავისი მოსიყვარულე მსახურები და იმის საშუალებები, რომ ჩემი ოჯახი მიუახლოვდეს მას.

თქვენც გიგრძვნიათ მსგავსი კურთხევები თქვენს ცხოვრებაში. მრავალ თქვენთაგანს ჰყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც ჩამოსცილდნენ მარადიული ცხოვრების გზას. თქვენ ფიქრობთ იმაზე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ დააბრუნოთ ისინი. თქვენ შეგიძლიათ მიენდოთ უფალს, როცა ერთგულად ემსახურებით მას, იმისთვის, რომ დაუახლოვდეთ მათ.

თქვენ გახსოვთ უფლის დაპირება ჯოზეფ სმითისა და სიდნი რიგდონისთვის, როცა ისინი მისი დავალებების შესასრულებლად ოჯახებისგან შორს იყვნენ: „ჩემო მეგობრებო სიდნი და ჯოზეფ, თქვენი ოჯახები კარგად არიან; ისინი ჩემს ხელთ არიან და მე მათთვის მოვახდენ იმას, რაც ჩემს თვალში მათთვის სასიკეთოა; რადგან ჩემშია მთელი ძალა.“13

ისევე, როგორც ალმა და მეფე მოსია, ზოგი ერთგული მშობელიც დიდხანს და კარგად ემსახურებოდა უფალს, თუმცა ჰყავდა შვილები, რომლებიც დაეხეტებოდნენ მათი მშობლების უფლისადმი მსხვერპლის გაღების მიუხედავად. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, ერთგული და მოსიყვარულე მეგობრების დახმარებაც კი გამოიყენეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ალმა და მისი დროის წმინდანები ლოცულობდნენ მისი და მეფე მოსიას შვილებზე. ანგელოზი მოვიდა. თქვენი და მათი ლოცვები, ვინც ამჟღავნებენ თავიანთ რწმენას, მოიყვანენ უფლის მსახურებს თქვენი ოჯახის დასახმარებლად. ისინი დაეხმარებიან მათ, აირჩიონ ღმერთთან დასაბრუნებელი გზა, მაშინაც კი, როცა მათ სატანა და მისი მიმდევრები უტევენ, რამეთუ მათი მიზანია –ოჯახების დანგრევა ამ ქვეყნად და მარადისობაში.

თქვენ გახსოვთ ალმა უმცროსისა და მოსიას შვილებისათვის მათი ჯანყის დროს ანგელოზის მიერ ნათქვამი სიტყვები. ანგელოზმა უთხრა მათ, რომ უფალმა შეისმინა თავისი ხალხის და თავისი მსახურის, ალმას, ლოცვები; რადგან იგი ლოცულობდა დიდი რწმენით მისი გულისთვის, რათა შეძლებოდა მოსულიყო ჭეშმარიტების ცოდნამდე; ამ მიზნით მოვიდა ანგელოზი, რომ დაარწმუნოს იგი ღვთის ძალასა და უფლება-მოსილებაში, რომ მისმა მსახურებმა მიიღონ ლოცვებზე პასუხი მათსავე რწმენის შესაბამისად14

მათ, ვინც ლოცულობენ და ემსახურებიან უფალს, მე ვერ დავპირდები იმას, რომ თავისთვის და თავიანთი ოჯახისთვის მიიღებენ მათთვის ყოველ სასურველ დალოცვას. მაგრამ მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ მხსნელი მოგიახლოვდებათ და თქვენც და თქვენს ოჯახს დალოცავს იმით, რაც თქვენთვის საუკეთესოა. თქვენ გექნებათ მისი სიყვარულის ნუგეში და იგრძნობთ მასთან მიახლოვებას, როცა მსახურებაში სხვებს გაუწვდით ხელს. როცა გაჭირვებულებს ჭრილობებს შეუხვევთ და მათ, ვინც ცოდვის გამო იტანჯებიან, მხსნელის გამოსყიდვის განწმენდას შესთავაზებთ, თქვენ უფლის ძალა დაგეხმარებათ. მისი ხელები თქვენს ხელებთან ერთად გაწვდილია ჩვენი მამაზეციერის შვილების, ასევე თქვენი ოჯახის წევრებისთვის დახმარებისა და დალოცვისთვის.

ჩვენთვის დიდებული დახვედრაა მომზადებული. მაშინ დავინახავთ ჩვენთვის საყვარელი უფლის დაპირების შესრულებას. იგი არის ის, ვინც გვეგებება მარადიულ ცხოვრებაში მასთან და მამაზეციერთან ერთად. იესო ქრისტემ გვითხრა, რომ

უნდა გამოვავლინოთ და დავაარსოთ მისი სიონი და ყველაფერში დავიცვათ მისი მცნებები.

და თუ დავიცავთ მის მცნებებს და ბოლომდე გავძლებთ, ჩვენ მივიღებთ მარადიულ ცხოვრებას, რაც ღვთის ძღვენებს შორის ყველაზე დიდი ძღვენია.15

ისინი, ვინც ცხოვრობენ, დაიმკვიდრებენ დედამიწას, ისინი, ვინც მოკვდებიან– დაისვენებენ თავიანთი შრომისგან და მათი საქმენი მათ მიჰყვებათ და ისინი მიიღებენ მამის სასუფეველში გვირგვინს, რომელიც მან მოუმზადა მათ.16

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ სული წმინდის მეშვეობით შეგვიძლია მივყვეთ მამაზეციერის მოწვევას: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, უსმინე მას!“17

თავისი სიტყვებითა და მაგალითით ქრისტემ გვაჩვენა, თუ როგორ მივუახლოვდეთ მას. მამაზეციერის ყოველი შვილი, რომელმაც გააკეთა არჩევანი – შევიდეს ნათლობის კარით მის ეკლესიაში, ამ ცხოვრებაში მიიღებს იმის საშუალებას, რომ ისწავლოს მისი სახარება და მოისმინოს მის მიერ არჩეული მსახურებისგან მოწვევა: „მოდით ჩემთან.“18

ყოველი მისი მსახური, რომელსაც აღთქმა აქვს დადებული უფალთან აქაც, დედამიწაზე, მის სასუფეველში და სულიერ სამყაროშიც, სულიწმინდის მეშვეობით მიიღებს მის დარიგებას მაშინ, როცა სხვებს ლოცავს და მსახურებას უწევს მის გამო და ისინი იგრძნობენ მის სიყვარულს და იპოვიან სიხარულს მასთან მიახლოვების პროცესში.

მე ვარ უფლის აღდგომის მოწმე, თითქოს მე ვიყავი იქ იმ საღამოს ორ მოწაფესთან ერთად ემაუსის გზაზე. მე ვიცი, რომ იგი ცოცხლობს, ისევე, როგორც ეს იცოდა ჯოზეფ სმითმა, როცა მან იმ მშვენიერ დილას პალმირას ტყეში სინათლის სვეტში იხილა მამა და ძე.

ეს არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. მხოლოდ მღვდლობის გასაღებებში, რომლებსაც ფლობს პრეზიდენტი თომას ს. მონსონი, მოიპოვება ჩვენთვის ძალა– ჩავიბეჭდოთ ოჯახებთან ერთად მარადიული ცხოვრებისთვის, მამაზეციერთან და უფალ იესო ქრისტესთან ერთად. ჩვენ განკითხვის დღეს წარვდგებით უფლის წინაშე. ეს იქნება სიხარულის ჟამი მათთვის, ვინც ამ ცხოვრებაში დაუახლოვდა მას მსახურებით. რა სიხარული იქნება, მოისმინო მისი სიტყვები: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ.“19 მე ვმოწმობ, როგორც აღმდგარი მხსნელისა და გამომსყიდველის მოწმე, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.