2013
უფლის ხმა
იანვარი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, იანვარი 2013

უფლის ხმა

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

მოძღვრება და აღთქმები იწვევენ ადამიანებს, დედამიწის ყოველ კუთხეში, უსმინონ უფალ იესო ქრისტეს ხმას (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 1:2, 4, 11, 34; 25:16). ის სავსეა მისი გზავნილებით, გაფრთხილებებითა და შემაგულიანებელი მოწოდებებით, რომლებიც გამოცხადების სახით მიეცათ რჩეულ წინასწარმეტყველებს. ამ გამოცხადებებში შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ პასუხობს უფალი ჩვენს რწმენით აღსავსე ლოცვებს, განსწავლის, სიმშვიდისა და გაფრთხილების გზავნილებით.

ლოცვებში ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ გავიგოთ, თუ რა სურს ჩვენგან ღმერთს, ის, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება ამ ცხოვრებაში და იმ ქვეყნად და ის, თუ რა გველის წინ. მოძღვრება და აღთქმები სავსეა ასეთ კითხვებზე პასუხებით. მათ ჩვეულებრივი ადამიანები და წინასწარმეტყველები მორჩილი ლოცვით სვამდნენ. ეს შეიძლება გახდეს ჩვენთვის, ძვირფასი გზამკვლევი მიწიერი კეთილდღეობისა და მარადიული ხსნის შესახებ კითხვებზე პასუხის მისაღებად.

მორჩილება და უფალი იესო ქროსტეს რწმენა არის გასაღები. ოლივერ ქაუდერიმ, მისი მორმონის წიგნის თარგმნასთან დაკავშირებულ სურვილზე მიიღო ასეთი პასუხი უფლისგან: ‘გახსოვდეს, რომ რწმენის გარეში ვერაფერს ვერ გააკეთებ; ამიტომ შესთხოვე რწმენით. ნუ ეხუმრებით ამას; ნუ მოსთხოვთ იმას, რაც არ უნდა ითხოვოთ“ (D&C 8:10).

მოძღვრება და აღთქმებში ყველგან კვლავ და კვლავ მეორდება უფლის მოთხოვნა, ვიქონიოთ რწმენა და მორჩილება, სანამ ის გაგვიწევს დახმარებას. ამის ერთი მიზეზია ის, რომ მისი პასუხები შესაძლოა არ მოვიდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას ველით. არც მისაღებად არ იქნება ისინი ადვილი.

ეკლესიის ისტორია და ჩვენი წინაპრების გამოცდილება გვიჩვენებენ ამის რეალობას. ჩემმა დიდმა ბაბუამ, ჰენრი აირინგმა, მხურვალედ ილოცა იმისთვის, რომ გაეგო, რა უნდა ექნა, როდესაც მან 1855 წელს მოისმინა აღდგენილი სახარება. პასუხი სიზმარში მიიღო.

მას დაესიზმრა, რომ იჯდა მაგიდასთან უხუცეს ერასტუს სნოუსთან ერთად, თორმეტი მოციქულის ქვორუმიდან და კიდევ ერთ უხუცესთან ერთად, სახელად უილიამ ბრაუნი. უხუცესმა სნოუმ სახარების პრინციპების სწავლებას თითქმის ერთი საათი მოანდომა. მერე უხუცესმა სნოუმ თქვა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ მოინათლო და ამ ადამიანმა [უხუცესმა ბრაუნმა] … უნდა მოგნათლოს“.1 ჩემი ოჯახი მადლიერია იმისთვის, რომ ჰენრი აირინგს ჰქონდა რწმენა და მორჩილება მონათლულიყო დილის 7:30 წვიმის წყლით სავსე აუზში, ამერიკაში, მისურის შტატის სეინტ ლუისის ქალაქში, უხუცეს ბრაუნის მიერ.

პასუხი მის ლოცვაზე არ მოვიდა უფლისგან გაჟღერებული ხმით. იგი მოვიდა ღამით, ხილვაში და სიზმარში, ისე, როგორც ლეხის შემთხვევაში (იხილეთ 1 ნეფი 8:2).

უფალმა გვასწავლა, რომ პასუხები შეიძლება გრძნობების სახითაც მივიღოთ. მოძღვრება და აღთქმებში მან ასწავლა ოლივერ ქაუდერის: „აჰა, გეტყვი გონებაში და გულში, სული წმინდის მეშვეობით, რომელიც გადმოვა შენზე და დაბინავდება შენს გულში“ (D&C 8:2).

და მან წააქეზა ოლივერი სიტყვებით: „განა არ დაგიმშვიდე გონება იმის გამო, რაც მკითხე? განა შეიძლება იყოს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე ის, რაც ღმერთისგან მოდის“? (მოძღვრება და აღთქმები 6:23)

მოძღვრება და აღთქმებმა, ეკლესიის ისტორიამ და ჰენრი აირინგის ისტორიამ, რომელიც მან დაწერა თავის მისიის განმავლობაში საკუთარი ნათლობის შემდეგ, მასწავლეს ის, რომ პასუხი შეიძლება იგრძნო, როგორც გაფრთხილება ან როგორც სიმშვიდე.

1857 წ. აპრილში უხუცესი პარლი პ. პრატი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან დაესწრო კონფერენციას ამერიკაში, ამჟამინდელ ოკლაჰომას შტატში. ჰენრი აირინგმა ჩაწერა, რომ უხუცესი პრატის „გონება სავსე იყო ცუდი წინათგრძნობებით … , ის ვერც მომავალს წინასწარმეტყველებდა და ვერც თავის დაღწევის გზას ხედავდა“.2 ჰენრიმ, სამწუხარო ამბავი მოციქულის მკლელობისთანავე ჩაიწერა. უხუცესმა პრატმა, საფრთხის გრძნობის მიუხედავად, გააგრძელა მოგზაურობა, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა, როდესაც კართიჯში მიდიოდა.

ეს არის ჩემი მოწმობა იმისა, რომ უფალი ყოველთვის პასუხობს რწმენით გამოწვეულ მორჩილ ლოცვას. მოძღვრება და აღთქმები, ასევე ჩვენი პირადი გამოცდილება გვასწავლის, თუ როგორ ამოვიცნოთ მსგავსი პასუხები და რწმენით მივიღოთ ისინი, იქნება ეს მითითება, ჭეშმარიტების დამოწმება თუ გაფრთხილება. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ ყოველთვის ვუსმინოთ და ამოვიცნოთ უფლის სიყვარულით აღსავსე ხმა.

შენიშვნები

  1. “The Journal of Henry Eyring: 1835–1902” (ხელნაწერი, რომელიც არ გამოქვეყნებულა და წარმოადგენს ავტორის საკუთრებას).

  2. “The Journal of Henry Eyring: 1835–1902.”

ამ მოწოდების სწავლება

1. ერთად წაიკითხეთ ამ გზავნილის ის აბზაცები, რომლებიც ეხება ლოცვას. კითხვისას, სთხოვეთ ოჯახის წევრებს ყურადღებით მოისმინონ ის, თუ როგორ პასუხობს უფალი ლოცვებს. დაამოწმეთ ლოცვის მნიშვნელობა.

2. მოძღვრება და აღთქმებში მოიპოვება უამრავი პასუხი კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს ლოცვის დროს უჩნდებათ. რა მოხდება, ამ კითხვებზე პასუხები (გამოცხადებები) თუ არ ჩაიწერება? შეაგულიანეთ ოჯახის წევრები იმაზედ, რომ ისწავლონ, თუ როგორ ამოიცნონ სულიწმინდის კარნახი და იმოქმედონ ამ კარნახის შესაბამისად. მათ, შესაძლოა, გაუჩნდეთ სურვილი ჩაიწერონ დღიურში ლოცვასთან დაკავშირებული საკუთარი აზრები.