2012
სახარების გაზიარება გულიდან გულში
სექტემბერი 2012


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, სექტემბერი 2012

სახარების გაზიარება გულიდან გულში

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

ღმერთი მომზადებულ ადამიანებს შეახვედრებს თავის იმ მომზადებულ მსახურებს, რომლებსაც სახარების გაზიარების სურვილი გააჩნიათ. თქვენს ცხოვრებაშიც ხომ მომხდარა მსგავსი რამ. ის, თუ რამდენად ხშირად ხდება ეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულია ამისთვის თქვენი გული და გონება.

მე მყავს მეგობარი, რომელიც ყოველდღე ლოცულობს იმაზედ, რომ ისეთ ადამიანს შეხვდეს, რომელიც მზადაა მიიღოს სახარება. ის თან მორმონის წიგნს ატარებს. ერთხელ, როდესაც ის ხანმოკლე მოგზაურობისთვის ემზადებოდა, გადაწყვიტა წიგნის მაგივრად ბარათის წაღება. მაგრამ გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მას სულმა შთააგონა: „გაიყოლე მორმონის წიგნი“. ის ასეც მოიქცა.

როდესაც მგზავრობისას მის გვერდით ნაცნობი ქალბატონი დაჯდა, მან იფიქრა: „ნუთუ ეს ის არის“? ეს ქალბატონი უკანა გზაზედ მასთან ერთად დაბრუნდა. ჩემმა მეგობარმა იფიქრა: „როგორ უნდა მივაწოდო სახარება“?

ამის ნაცვლად ქალბატონმა ჰკითხა: „თქვენს ეკლესიაში მეათედს იხდიან, ხომ ასეა“? ჩემმა მეგობარმა დაუდასტურა. ქალბატონმა უთხრა, რომ მასაც მოეთხოვებოდა მეათედის გადახდა თავის ეკლესიაში, თუმცა ის არ იხდიდა. შემდეგ მან ჰკითხა: „მორმონის წიგნზე რას მეტყვით“?

ჩემმა მეგობარმა აუხსნა, რომ ეს წიგნი წარმოადგენს წმინდა წერილს და არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეზე და რომ ის წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მიერ არის ნათარგმნი. ქალბატონი ამით დაინტერესდა, ასე რომ ჩემმა მეგობარმა ჩანთიდან წიგნი ამოიღო და უთხრა: „მე შთაგონებით გამოვიყოლე ეს წიგნი და ვფიქრობ, რომ ის თქვენთვისაა განკუთვნილი“.

ქალბატონმა წიგნის კითხვა დაიწყო. დამშვიდობებისას მან უთხრა ჩემს მეგობარს: „ჩვენ ამის შესახებ კვლავ მოგვიწევს საუბარი“.

ჩემმა მეგობარმა არ იცოდა ის, რაც ღმერთმა იცოდა: ეს ქალბატონი ეკლესიას ეძებდა. ღმერთმა იცოდა, რომ ის უყურებდა ჩემს მეგობარს და სურდა გაეგო, თუ როგორ გააბედნიერა ასე ძალიან ჩემი მეგობარი ეკლესიამ. ღმერთმა იცოდა, რომ მას გაუჩნდებოდა კითხვა მორმონის წიგნზე და მოისურვებდა მისიონერებისგან გაკვეთილების მიღებას. ის მომზადებული იყო. ჩემი მეგობარიც იყო მზად. მეც და თქვენც ასევე შეგვიძლია მზად ვიყოთ.

მომზადება, რომელიც გვესაჭიროება, ეხება ჩვენს გულსა და გონებას. იმ ქალბატონმა მოისმინა და დაიმახსოვრა სიტყვები, რომლებიც ითქვა მორმონის წიგნზე, უფლის აღდგენილ ეკლესიასა და მცნებაზე-შეწირო მეათედი ღმერთს. ეს მის გულში ჭეშმარიტების დამოწმების დასაწყისის შეგრძნება იყო.

უფალმა გვითხრა, რომ ის გაგვიმხელს ჭეშმარიტებას გულში და გონებაში სული წმინდის მეშვეობით (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 8:2). ადამიანების უმეტესობას, რომლებსაც თქვენ შეხვდებით, უკვე გავლილი აქვთ მოსამზადებელი საფეხური. მათ სმენიათ ან წაუკითხავთ ღმერთისა და მისი სიტყვის შესახებ. თუ მათი გულები მშვიდია, მათ უგრძვნიათ, შესაძლოა ძალიან სუსტად, ჭეშმარიტების დასტური.

ის ქალბატონი მზად იყო. მზად იყო ასევე ჩემი მეგობარიც, უკანასკნელი დღეების წმინდანი, რომელმაც შეისწავლა მორმონის წიგნი. მან იგრძნო წიგნის ჭეშმარიტების დამოწმება და ამოიცნო სულიწმინდის კარნახი — თან წაეღო იგი. ის მზად იყო გულითაც და გონებითაც.

ღმერთი ამზადებს ადამიანებს თქვენი აღდგენილი ჭეშმარიტების დამოწმების მოსასმენად. ის მოითხოვს თქვენგან რწმენასა და შემდეგ მოქმედებას — უშიშრად გაუზიაროთ სხვებს ის, რაც გახდა ასე ძვირფასი თქვენთვის და ასევე მათთვის, ვინც თქვენ გიყვართ.

მოემზადეთ სახარების გაზიარებისთვის. ამისთვის ყოველდღიურად დატვირთეთ გონება სახარების ჭეშმარიტებით. როდესაც თქვენ იცავთ მცნებებს და პატივს მიაგებთ თქვენს მიერ დადებულ აღთქმებს, თქვენ იგრძნობთ სული წმინდის დამოწმებას და უფრო მეტად იგრძნობთ მხსნელის სიყვარულს როგორც საკუთარი თავის, ასევე მათ მიმართ, ვისაც შეხვდებით.

თუ თქვენ საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებთ, უფრო და უფრო მეტ სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებთ იმ ხალხის სახით, ვინც მზადაა მოისმინოს თქვენგან ჭეშმარიტების დამოწმება გულიდან გულში.

ამ მოწოდების სწავლება

წაიკითხეთ ეს მოწოდება ოჯახის წევრებთან ერთად და განიხილეთ ბოლოს წინა აბზაცი, სადაც პრეზიდენტი აირინგი საუბრობს ჩვენი დამოწმებების განმტკიცების ხერხებზე. განიხილეთ ოჯახთან ერთად სახარების გაზიარების დროს საკუთარი დამოწმების გაზიარების მნიშვნელობა. თუ გყავთ ოჯახში ბავშვები, კარგი იქნება, თუ გაითამაშებთ მეგობრებისთვის დამოწმების გაზიარების პროცესს.