2012
სადღეისო სწავლება
მაისი 2012


სადღეისო სწავლება

მეოთხე კვირის მელქიცედეკის მღვდლობისა და მოწყალების საზოგადოების გაკვეთილები უნდა მიეძღნას „სადღეისო სწავლებას.“ ყოველი გაკვეთილი შეიძლება მომზადდეს სულ ბოლოს ჩატარებული გენერალური კონფერენციის მასალების გამოყენებით (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი). პალოსა და ოლქის პრეზიდენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ გამოსვლა ან მისცენ ეს დავალება ეპისკოპოსებსა ან მრევლის პრეზიდენტებს. ხელმძღვანელებმა ხაზი უნდა გაუსვან თუ რამდენი მნიშვნელოვანია რომ მელქიცედეკის მღვდლობის ძმებმა და მოწყალების საზოგადოების დებმა შეისწავლონ იგივე გამოსვლები იმავე კვირებს.

მათ, ვინც მეოთხე კვირის გაკვეთილებს ესწრება, უნდა შეისწავლონ და გაკვეთილზე მოიტანონ ჟურნალებში გამოქვეყნებული ბოლო კონფერენციის მასალები.

რჩევები კონფერენციის მასალებით გაკვეთილების მოსამზადებლად

ილოცეთ მასზედ, რომ თქვენი კონფერენციების მასალების შესწავლისა და გადმოცემის დროს, სული წმინდა თქვენთან იმყოფებოდეს. შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება მოამზადოთ გაკვეთილი სხვა მასალების გამოყენებით, მაგრამ კონფერენციის გამოსვლები მოწონებულია სასწავლო პროგრამით. თქვენი დავალებაა დაეხმაროთ სხვებს ისწავლონ სახარება და იცხოვრონ მისი პრინციპების მიხედვით ისე, როგორც ეს გვასწავლეს ეკლესიის ბოლო გენერალურ კონფერენციაზე.

განიხილეთ გამოსვლები, ეძიეთ მათში ის პრინციპები და სწავლებანი, რომლებიც აკმაყოფილებენ მსმენელთა მოთხოვნილებებს. მოიძიეთ მოთხრობები, წმინდა წერილებზე მითითებანი და გამოსვლებიდან ის მტკიცებულებანი, რომლებიც დაგეხმარებათ ამ ჭეშმარიტებების სწავლებაში.

თქვენთვის შეადგინეთ გეგმა, თუ როგორ ასწავლოთ პრინციპები და მოძღვრება. ჩართეთ შეკითხვები, რომლებიც დაეხმარებიან მოწაფეებს:

  • გამოსვლებში ეძიონ პრინციპები და სწავლებანი.

  • იფიქრონ მათ მნიშვნელობაზე.

  • გაუზიარონ სხვებს იდეები, გამოცდილება და დამოწმებანი.

  • მოარგონ ეს პინციპები და სწავლებები მათ ცხოვრებას.

თვეები, რომლებშიც გაკვეთილები ტარდება

მეოთხე კვირის გაკვეთილის მასალა

აპრილი 2012–ოქტომბერი 2012

გამოსვლები 2012 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე*

ოქტომბერი 2012–აპრილი 2013

გამოსვლები 2012წ. გენერალურ კონფერენციაზე*

  • აპრილისი და ოქტომბრის მეოთხე კვირის გაკვეთილებისთვის გამოსვლები შესაძლოა შეირჩეს წინა ან სულ ბოლო კონფერენციიდან. ეს გამოსვლები ხელმისაწვდომია უამრავ ენაზე ვებ-გვერდზე conference.lds.org.