2011
წმინდა ქალთა საზოგადოება
აგვისტო 2011


შინა მასწავლებლის მოწოდება, აგვისტო 2011

წმინდა ქალთა საზოგადოება

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება.

მოწყალების საზოგადოების მეორე გენერალური პრეზიდენტი, ელიზა რ. სნოუ გვასწავლიდა: „მოციქული პავლე, ქადაგებდა წმინდა ქალზე. წმინდა ქალად ყოფნა, ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას თუ გვინდა ვიყოთ წმინდა ქალი. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვართ მოწოდებული მნიშვნელოვანი მოვალეობებისათვის, უკლებლივ ყველა. არ არის და რომელიც იყოს გამორჩეული და უნდა აკეთებდეს, რაც მას შეუძლია ყველაფერს, რათა აშენდეს ღმერთის სამეფო დედამიწაზე.”1

დებო, ჩვენ არ ვართ იზოლირებული და არც ჩვენი საქმიანობის სფეროა ვიწრო. როდესაც ჩვენ ვიღებთ მოწყალების საზოგადოების ღონისძიებების პასუხისმგებლობას, ჩვენ ვხდებით იმის ნაწილი, რაც წინასწარმეტყველმა იოსებმა აღწერა, როგორც საზოგადოება „გამოყოფილია ამქვეყნიური ყველანაირი ბოროტებისგან, უბიწოების და სიწმინდის არჩევანით.”2

ეს საზოგადოება გვეხმარება, რწმენის განმტკიცებაში და სულიერ ზრდაში, ხელმძღვანელობით მსახურობით და სწავლის შესაძლებლობით. ჩვენი მსახურობით ჩვენს ცხოვრებას ემატება ახალი განზომილებები, სულიერად ვითარდებით და ამით იზრდება ჩვენი ერთობის და თვითგამორკვევის შეგრძნება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სახარების გეგმის მთლიანი აზრი არის იმაში, რომ ჩვენ სრულიად მივაღწიოთ ჩვენს პოტენციალს.

მოწყალების საზოგადოება გვეხმარება მომზადებაში, რომ მივიღოთ ტაძრის კურთხევები, დავაფასოთ ჩვენს მიერ დადებული აღთქმები და რომ ვიშრომოთ სიონის გულისათვის. მოწყალების საზოგადოება გვეხმარება ჩვენი რწმენის ასევე პირადი ღირსების განმტკიცებაში, აძლიერებს ოჯახებს, ეძებს და ეხმარება გაჭირვებულებს.

მოწყალების საზოგადოების საქმე არის წმინდა და ამ წმინდა საქმის კეთებით ყალიბდება სიწმინდე ჩვენში.

სილვია ჰ. ალრედი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტის პირველი მრჩეველი.

წმინდა წერილებიდან

გამოსვლა 19:5; ფსალმუნები 23:3–4; 1 თესალონიკელთა 4:7; ტიტუსი 2:3–4; მოძღვრება და აღთქმები 38:24; 46:33; 82:14; 87:8; მოსე 7:18.

ჩვენი ისტორიიდან

ნავუში მოწყალების საზოგადოების წინ გამოსვლისას, წინასწარმეტყველმა იოსებმა, ხაზი გაუსვა სიწმინდის საკითხს და განმარტა, როდესაც დები ხდებიან წმინდები და უბიწონი, მათ აქვთ შესამჩნევი გავლენა მსოფლიოზე. მან ახსნა: „თვინიერება, სიყვარული, სიწმინდე, ეს არის ის თვისებები, რომლებიც თქვენ განგადიდებთ.… ამ საზოგადოებას … ექნება ძალა, რომ უბრძანოს დედოფლებს, დედამიწის მეფეები და დედოფლები მოვლენ სიონში პატივის საგებლად. მოწყალების საზოგადოების დები ცხოვრობენ თავიანთი აღთქმებით, პატივი მოიგეს არ მარტო პატივსაცემი ადამიანებისაგან, „თუ თქვენ იცხოვრებთ თქვენი ღირსების შესაბამისად იოსებმა აღუთქვა დებს, „ანგელოზებს ვერაფერი შეაყოვნებს რომ იყვნენ თქვენი დამხმარეები.”3

როდესაც დები მონაწილეობენ ადამიანებისათვის ხსნის და დახმარების სამსახურში, მათ ყველას დალოცავენ. ლუსი მაკ სმითმა, წინასწარმეტყველის დედამ გვითხრა, თუ რა შეუძლია კარგ მოწყალების საზოგადოებას: „ჩვენ უნდა სათუთად მოუაროთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავეხმაროთ ერთმანეთს ნუგეშით და რჩევით, რომ ყველამ ერთად შევსძლოთ ზეცაში ყოფნა.”4

შენიშვნები

  1. ელიზა რ. სნოუ, “An Address,” Woman’s Exponent, სექტემბერი 15, 1873, 62.

  2. იოსებ სმითი, History of the Church, 4:570.

  3. იოსებ სმითი, History of the Church, 4:65, 606.

  4. ლუსი მაკ სმითი, in Relief Society, Minute Book მარტი 1842–მარტი 1844, ჩანაწერი მარტი 24, 1842, Church History Library, 18–19.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ ვეხმარები დებს, რომლებზეც ვზრუნავ რომ დაისახონ უფრო „მაღალი მიზნები?”

  2. რას ვაკეთებ, იმისთვის,რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება „უბიწო და წმინდა?”