ახალგაზრდების გასაძლიერებლად
ამ ცხოვრების შემდეგ: ზოგიერთ კითხვაზე პასუხი
ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ივლისი, 2025 წელი.


ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან ახალგაზრდების გასაძლიერებლად ივლისი, 2025 წ.

ამ ცხოვრების შემდეგ

ზოგიერთ შეკითხვებზე პასუხები

მამაზეციერის გეგმას შეუძლია გვიბოძოს ხედვა და სიმშვიდე სიკვდილის შემდეგ ცხოვრების შესახებ.

კიბე ღრუბლებში

თომას არნაუდის ილუსტრაცია

რა ხდება ჩვენი გარდაცვალების შემდეგ?

ეს ალბათ არის შეკითხვა, რომელიც ყველა რელიგიაში არსებობს. პასუხები, რომლებიც იესო ქრისტესა და მისი სახარების მეშვეობით გვაქვს, ძლიერია. ეს ცხოვრება არ არის დასასრული. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გამო ჩვენი სული და სხეული გაერთიანდება და ჩვენ ერთ დღეს აღვდგებით.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვა დეტალებიც სიკვდილის შემდეგ ცხოვრების შესახებ, რომლებიც თანამედროვე გამოცხადების მეშვეობით მივიღეთ და რომლებიც პასუხობს სხვა შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება დაგვებადოს. აი რამდენიმე ასეთი შეკითხვა, შესაბამისი მოკლე პასუხებით.

როგორია სულის სხეული?

სული მატერიის სახეობაა, თუმცა „უფრო სუფთა და წმინდა“ (მოძღვრება და აღთქმები 131:7). სულის სხეული ზრდასრული ადამიანის სხეულის მსგავსია.

სად არის სულების სამყარო?

აქ, ყველგან, ჩვენ ირგვლივ.

რა ხდება სულების სამყაროში?

სხვა საქმიანობის გარდა, სულები, რომლებმაც მიიღეს სახარება, დაორგანიზებულები არიან სახარების საქადაგებლად იმ სულებისთვის, რომლებმაც არ მიიღეს სახარება. ამ სულებს შეუძლიათ მიიღონ ან უარყონ იგი.

როგორია მკვდრეთით აღმდგარი სულები?

მკვდრეთით აღმდგარი სხეულები არ კვდება, ისინი ძვლებისგან და ხორცისგან შედგება და სრულყოფილია. ისინი დიდებული და მშვენიერია. „არ არსებობს მკვდრეთით აღმდგარ ქალსა ან მამაკაცზე მშვენიერი სანახაობა“.

რა ხდება ცელესტიალურ სასუფეველში?

ცელესტიალური სასუფევლის ყველაზე მაღალ ხარისხში მყოფნი ჩვენს მამაზეციერს ემსგავსებიან და სიხარულის სისრულეს განიცდიან. ისინი იღებენ ყოველივეს, რაც მამას აქვს. ისინი მის საქმესა და დიდებაში მონაწილეობენ. ისინი სამარადისოდ ჩაიბეჭდნენ ქორწინებაში და ახლა ცხოვრობენ სამარადისო ოჯახებში, ჰყავთ რა საკუთარი მარადიული სულიერი შვილები.

რა ითქმის მათზე, ვინც არ დაქორწინებულა ამ ცხოვრებაში?

მამაზეციერი სრულყოფილად სამართლიანი და მოწყალეა. „უფალი დაგვპირდა, რომ მარადისობაში მის შვილებს არ ეტყვიან უარს არცერთ დალოცვაზე, თუკი ისინი იცავდნენ მცნებებს, იყვნენ აღთქმების ერთგულნი და იმსახურებენ იმას, რაც სწორია“.

ჩემი მშობლები ტაძარში ჩაიბეჭდნენ, მაგრამ ახლა განქორწინებულები არიან. ვისთან ვარ ჩაბეჭდილი?

შესაძლოა, შენ „დაიბადე აღთქმაში“ (რაც ნიშნავს დაბადებას მას შემდეგ, რაც მშობლები ტაზარში ჩაიბეჭდნენ) ან შენ ტაძარში ჩიბეჭდე მშობლებთან მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთთან ჩაიბეჭდნენ. ნებისიერ შემთხვევაში, შენი კურთხევები ძალაში რჩება მაშინაც კი, თუ შენი მშობლები გაიყრებიან და ჩაბეჭდვას გააუქმებენ.

შენი მშობლების არჩევანი არ აისახება შენს კურთხევებზე. შენთვის მნიშვნელოვანია, დარჩე ერთგული და თავად ეძიო ტაძრის კურთხევები. რაც შეეხება შენს ოჯახურ ურთიერთობებს - „ენდე უფალს და ეძიე მისი ნუგეში“ და გახსოვდეს: „მამაზეციერი უზრუნველყოფს, რომ ყოველმა ადამიანმა მიიღოს ყველა დალოცვა, რომლის საშუალებასაც მისი სურვილები და არჩევანი იძლევა.

რა ემართება მათ, ვინც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს?

ჩვენ არ ვიცით, რა ემართება თვითმკვლელობის შედეგად დაღუპულ ადამიანებს და ჩვენ ვერ განვსჯით მათ (ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს საბოლოო ჯამში). „საყვარელი ადამიანების, ხელმძღვანელებისა და პროფესიონალების ბეჯითი მცდელობების მიუხედავად, თვიმკვლელობის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. …

„არ არის სწორი, ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე მოისწრაფოს. თუმცა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია განსაჯოს ადამიანის აზრები, ქმედებები და პასუხისმგებლობის დონე (იხ. 1 მეფეთა 16:7; მოძღვრება და აღთქმები 137:9). …

„მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს თვითმკვლელობის გამო, შეუძლიათ იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში ჰპოვონ იმედი და განკურნება“.

შენიშვნები

  1. იხ. ეფერი 3:16; Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith (1998), 131–32.

  2. Teachings of Presidents of the Church: Brigham Young (1997), 279.

  3. იხ. მოძღვრება და აღთქმები 138.

  4. იხ. ალმა 11:45

  5. იხ. ლუკა 24:39.

  6. იხ. ალმა 11:43.

  7. Lorenzo Snow, The Teachings of Lorenzo Snow, ed. Clyde J. Williams (1996), 99.

  8. იხ. მოსე 1:39.

  9. იხ. ფსალმუნი 16:11; 3 ნეფი 28:10; მოძღვრება და აღთქმები 76:59, 62; 130:2; 132:19–23.

  10. Dallin H. Oaks, Oct. 1993 general conference (Ensign, Nov. 1993, 75).

  11. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 38.4.2.8 , სახარების ბიბლიოთეკა.

  12. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.4.2, სახარების ბიბლიოთეკა.

  13. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.6.20 , სახარების ბიბლიოთეკა.