2024
შობა
დეკემბერი, 2024


ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან ახალგაზრდების გასაძლიერებლად , დეკემბერი, 2024

შობა

შეიტყვეთ ამ ნაცნობი საშობაო სცენის შესახებ, რათა გაიგოთ, როგორ გვეხმარება ის მხსნელზე მივმართოთ ყურადღება.

ბეთლემი

ქეროლაინ ვიბერტის ილუსტრაციები

ბეთლემი

ბეთლემი ებრაულად ნიშნავს „პურის სახლს“. მას ხანდახან დავითის ქალაქსაც უწოდებენ, რომლის შთამომავლობიდანაც იწინასწარმეტყველეს მესიის მოსვლა (იხილეთ იერემია 23:5; იოანე 7:42). სამუელმა ზეთი სცხო დავითს ბეთლემში მეფედ კურთხევისას (იხილეთ 1 მეფეთა 16:1–13). იწინასწარმეტყველეს, რომ მესია იქ დაიბადებოდა (იხილეთ მიქა 5:2).

სასტუმრო

სასტუმრო

სიტყვა სასტუმროს ბერძნული შესატყვისი ნიშნავს ნებისმიერ დროებით საცხოვრებელს, მათ შორის სასტუმრო ოთახს. მარიამმა „მიაწვინა [ყრმა ქრისტე] ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის“ (ლუკა 2:7). (ჯოზეფ სმითის თარგმანში ნათქვამია „სასტუმროები [inns]“). „ადგილი არ იყო“ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი არსად მიიღეს ან რომ არცერთი ის ადგილი, სადაც მათ შეიძლებოდა, ღამე გაეთიათ, არ იყო ბავშვის გასაჩენად შესაფერისი. რაც არ უნდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი, ისინი მივიდნენ იქ, სადაც ბაგა იყო.

შობის სცენა

ბაგა

ბაგა არის ამაღლებული ყუთი ან ღარი, სადაც ცხოველების საკვები ინახება. ძველ იუდეაში ისინი ძირითადად ქვისგან იყო დამზადებული. სასტუმროებს ჰქონდათ ცენტრალური ეზოები ბაგებით და ბევრ სახლს ასევე ჰქონდა ბაგა დიდ, მთავარ ოთახში, რათა ცხოველები ღამით იქ გაეჩერებინათ.

ახალშობილის გასახვევი ტანსაცმელი

დედები ახალშობილებს (საბანში ან ქსოვილში) ათასობით წლის განმავლობაში ახვევდნენ. ეს მათ ამშვიდებს და უქმნის კომფორტულ გარემოს მუცლიდან გამოსვლით მიღებული შოკის შემდეგ. ქსოვილს, რომელსაც მარიამი იყენებდა, შესაძლოა, ჰქონოდა ნიშანი, რომელიც მათ ოჯახს გამოარჩევდა.

მარიამი და იოსები

ისინი იყვნენ კარგი და მართალი ხალხი და ორივე დავითის შთამომავალი იყო. თითოეულ მათგანს ეწვია ანგელოზი, რათა ისინი მხსნელის შობისთვის მოემზადებინა (იხილეთ მათე 1:18–25; ლუკა 1:26–38). მათ ბეთლემამდე 100–140 კმ (60–90 მილი) გაიარეს. მოგზაურობის დროს მარიამი ორსულად იყო.

მწყემსები

მწყემსები

ბეთლემის მახლობლად მწყემსები ფარას მწყემსდნენ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ქალაქთან ახლოს მხოლოდ ტაძრისთვის მსხვერპლშესაწირი ცხვრის ყოლა იყო ნებადართული. ასე რომ, ეს მწყემსები შესაძლოა, მწყემსდნენ ცხვრებს, რომლებიც წარმოადგენდნენ იესო ქრისტეს მსხვერპლს ჩვენთვის (იხილეთ მოსე 5:6–7). მათ დატოვეს თავიანთი ფარები მესიის სანახავად, რომლის გამომსყიდველი მსხვერპლი ცხოველთა მსხვერპლშეწირვის ტრადიციას დაასრულებდა.

ყრმა იესო

იესო ქრისტე არის შობის სცენისა და ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ფიგურა.

შენიშვნები

  1. Joseph Smith Translation, Luke 2:7 (ლუკა 2:7, სქოლიო b).

  2. იხილეთ ენდი მიქელსონი, „An Improbable Inn: Texts and Tradition Surrounding [წარმოუდგენელი სასტუმრო: ტექსტები და ტრადიციები] ლუკა 2:7“, სტუდია ანტიკა ტომი 14, # 1 (მაისი, 2015).

  3. იხილეთ ენდი მიქელსონი, „An Improbable Inn [წარმოუდგენელი სასტუმრო]“.

  4. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „The Peace and Joy of Knowing the Savior Lives [მხსნელის ცხოვრების შეცნობის მშვიდობა და სიხარული]“, „ლიახონა“, დეკემბერი, 2011, 19–20.

  5. იხილეთ ალფრედ ედერშეიმი, The Life and Times of Jesus the Messiah [მხსნელი იესოს ცხოვრება და დრო], მე-8 გამოცემა, (1907), 1:186.