2022
ღვთიური სიყვარული მამაზეციერის გეგმაში
მაისი 2022 წ.


„ღვთიური სიყვარული მამაზეციერის გეგმაში“, ლიახონა, მაისი, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მაისი, 2022 წ.

ღვთიური სიყვარული მამაზეციერის გეგმაში

ამონარიდები

გამოსახულება
ღრუბლებში აღმართული მთები

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიაში ჩვენ გვაქვს მამაზეციერის გეგმის უნიკალური წვდომა. ეს გვაძლევს საშუალებას, სხვანაირად შევხედოთ მიწიერ ცხოვრებას, ღვთიურ სამსჯავროს, რომელიც მას მოჰყვება და ღვთის ყოველი შვილის დიდებულ საბოლოო დანიშნულების ადგილს. …

… იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის გაცხადებული დოქტრინა გვასწავლის, რომ ღვთის ყოველი შვილი— იმდენად მცირე გამონაკლისის გარდა, რომ ამის აქ განხილვა არც ღირს, საბოლოოდ აღმოჩნდება დიდებისსასუფეველში. …

… მათ შორის ყველაზე მაღალია ცელესტიალურ სასუფეველში ამაღლება, სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავემსგავსოთ მამასა და მის ძეს, იესო ქრისტეს. …

… აღდგენილი ეკლესიის მისიაა, დაეხმაროს ღვთის ყოველ შვილს, გახდეს ღირსი იმისა, რაც ღმერთმა ჩაიფიქრა მათთვის, როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი. …

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღვთის გამოცხადება, რომ ამაღლების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის მარადიული ქორწინების აღთქმების ერთგულებით. ამ ღვთიური დოქტრინის გამო ჩვენ ვქადაგებთ, რომ „სქესი არის აუცილებელი თვისება პიროვნების წინამიწიერი, მიწიერი და მარადიული იდენტურობისთვისა და დანიშნულებისათვის.“ [„ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, ChurchofJesusChrist.org]. …

… ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოწოდება მსოფლიოს, რომელიც დაფუძნებულია შეუქცევად დოქტრინაზე, განსაზღვრავს ოჯახური ურთიერთობების ტიპს, სადაც შეიძლება მოხდეს ჩვენი მარადიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

… ჩვენ უნდა ვეძიოთ, გავუზიაროთ მარადისობის ეს ჭეშმარიტებანი სხვებს. მაგრამ იმ სიყვარულით, რომელიც გვმართებს ყველა ჩვენი მოყვასისადმი, ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით მათ გადაწყვეტილებებს. როგორც გვასწავლიდა წინასწარმეტყველი მორმონის წიგნიდან, ჩვენ უნდა წინ მივიწევდეთ, “ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“.[2 ნეფი 31:20].