2021
ეკლესიის არსებობის საჭიროება
ნოემბერი, 2021 წ.


„ეკლესიის არსებობის საჭიროება“ ლიახონა, ნოემბ. 2022.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ნოებერი, 2021 წ.

ეკლესიის არსებობის საჭიროება

ამონარიდები

გამოსახულება
ტაძარი

ჩემი დღევანდელი გზავნილი ეხება იმ კარგ რელიგიურად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებმაც შეწყვიტეს თავიანთ ეკლესიებში სიარული ან მონაწილეობის მიღება. როცა ვამბობ „ეკლესიებში“, ვგულისხმობ სინაგოგებს, მეჩეთებს ან სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს. ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ დასწრება ყველგან ძალზედ შემცირდა. …

ეკლესიაში სიარულითა და აქტიურობით ჩვენ უკეთესი პიროვნებები ვხდებით და უკეთეს გავლენას ვახდენთ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. …

… ეკლესიაში ჩვენ შეხება გვაქვს შესანიშნავ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ, ემსახურონ ღმერთს. ეს გვახსენებს, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ ჩვენს რელიგიურ ღონისძიებებში. ჩვენ ყველას გვჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობა და ეკლესიური ურთიერთობები ყველა მოსალოდნელ ურთიერთობათა შორის საუკეთესონია. …

… ის წევრები, რომლებიც ეკლესიაში სიარულზე თავს იკავებენ და ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ სულიერებას, რჩებიან ისეთი აუცილებელი სახარების პრინციპების მიღმა, როგორიცაა: მღვდლობის უფლებამოსილება და კურთხევა, აღდგენილი დოქტრინის სისრულე და ამ დოქტრინის გამოყენების მოტივაცია და შესაძლებლობები. …

გარდა იმისა, რომ ეკლესიაში მოსიარულე წევრები გრძნობენ სიმშვიდესა და სიხარულს სულიწმინდისგან, ისინი ასევე ტკბებიან სახარებით ცხოვრების ისეთი ნაყოფით, როგორიცაა სიბრძნის სიტყვის მიხედვით ცხოვრება და მეათედის კანონით ცხოვრებით დაპირებული სულიერი და მატერიალური კურთხევები.

… დოქტრინის სისრულე და მისი ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ აღდგენილ ეკლესიაში.