2021
თქვენი ჩამოყალიბება საუკეთესო პიროვნებად
სექტემბერი, 2021 წ.


„თქვენი ჩამოყალიბება საუკეთსო პიროვნებად“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. სექტემბერი, გვ. 6-7.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად სექტემბერი, 2021 წ.

თქვენი ჩამოყალიბება საუკეთესო პიროვნებად

ხუთი ხერხი იმისთვის, რომ ვიქონიოთ ბედნიერი და სიხარულით სავსე ცხოვრება.

მოძღვრება და აღთქმები 95:13-14.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი რენტგენზე, ტაძრის სამუშაო ნახაზი

ჯულიეტ პერსივალის ილუსტრაციები

როცა უფალმა უბრძანა ჯოზეფ სმითს კირტლანდის ტაძრის აშენება, მან იგი არ დატოვა მარტო, რომ თავად მოეგვარებინა მშენებლობის საკითხი. მან გაუმხილა ჯოზეფს გეგმა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანდა მას.

„დაე, აშენდეს სახლი, არა ამაქვეყნის წესით“ განაცხადა უფალმა. „დაე, ის აშენდეს იმ წესით, რომელსაც დავანახებ“ (მოძღვრება და აღთქმები 95:13-14.). შემდეგ უფალმა მისცა ტაძრის აშენებასთან დაკავშირებული მითითებები (იხ. მოძღვრება და აღთქმების 95:15-17).

კიდევ კარგი, რომ უფალმა გვაჩვენა გაცილებით მეტი, ვიდრე ტაძრის მშენებლობა. მან ასევე მოგვცა მითითებები იმის შესახებ, როგორ მივაღწიოთ ჩვენი პოტენციალის მწვერვალს. როცა ამ მითითებებს მივყვებით, ჩვენ ავაშენებთ ცხოვრებას „არა ამაქვეყნის წესით“, არამედ უფლის ჩანაფიქრისამებრ.

აი ხუთი ხერხი იმისთვის, რომ ვიქონიოთ ბედნიერი და სიხარულით სავსე ცხოვრება, რომლის ცენტრალური ნაწილი იესო ქრისტე იქნება.

ჩაყარეთ მყარი საძირკველი

ნებისმიერი მშენებელი ან არქიტექტორი გეტყვით, რომ საძირკველი აუცილებელია შენობისთვის. ჰელამანი გვასწავლიდა, რომ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო საძირკველი არის „ჩვენი გამომსყიდველის კლდე, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა“ (ჰელამანი 5:12). ჩვენ შეგვიძლია, ვაქციოთ ქრისტე ჩვენს საძირკველად, თუკი მივალთ მასთან და მივყვებით მის სწავლებას. როგორ ფიქრობთ, როგორ გამოგდით, გახადოთ ქრისტე თქვენი ცხოვრების საძირკველი?

სხვებისთვის მსახურება

გამოსახულება
ფეხზე დგომა

პრეზიდენტ დიტერ ფ. უხტდორფის, იმ დროს პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩევლის აზრით, ჩვენი ცხოვრების პოტენციალის მწვერვალის მიღწევის მეორე დიადი მეთოდია, „ფეხზე დგომით ემსახურო უფალს და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს“.1 როცა სხვებს ემსახურებით თქვენ აკეთებთ იმას, რასაც იესო აკეთებდა და სწავლობთ, როგორ დაემსგავსოთ მას. და თქვენ არა მხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრებას დალოცავთ, ვისაც ემსახურებით, არამედ თავადაც მიიღებთ დალოცვებს.

შეიმუშავეთ ლოცვისა და წმინდა წერილის შესწავლის რეგულარული განრიგი

გამოსახულება
მლოცველი ხელები

ბედნიერი ცხოვრების აწყობის სხვა ხერხია მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან ურთიერთობის დამყარება. ამის ძალიან კარგი მეთოდია ლოცვა და წმინდა წერილის შესწავლა.

პრეზიდენტმა უხტდორფმა თქვა: „ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად ჩვენ გვჭირდება, გავატაროთ მასთან მნიშვნელოვანი დრო. ყოველდღიური პირადი ლოცვა და წმინდა წერილის შესწავლა … არის ჩვენი დროისა და მცდელობების გონივრული ინვესტირება იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ჩვენს ზეციურ მამას“.2

ლოცვა არის მამაზეციერთან საუბრის საშუალება. იგი გვიცნობს, მას ვუყვარვართ და სურს, მოგვისმინოს! როცა გულწრფელად ვლოცულობთ, მადლობას ვწირავთ და ვთხოვთ იმას, რაც გვჭირდება, იგი გვისმენს და ყოველთვის გვპასუხობს თავისი ხერხით, თავის დროზე.

როცა საქმე ეხება წმინდა წერილის შესწავლას, არ არსებობს ამისთვის სწორი ხერხი. მთავარია ის, რომ თქვენ ამას აკეთებთ! პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა: „სულის გადასარჩენად ყოველდღიური ჩაძირვა ღვთის სიტყვაში გადამწყვეტია“.3 ყოველდღიური წმინდა წერილის შესწავლისთვის დათმობილი დრო უეჭველად დაგეხმარებათ, რწმენითა და ძალით სავსე ცხოვრების შექმნაში.

იყოლიეთ თქვენს ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაგულიანებენ სიკეთის კეთებას.

გამოსახულება
ბიჭუნა წინ გაწვდილი ხელებით

მამაზეციერს სურს, დავამყაროთ სხვებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ოჯახთან და მეგობრებთან. ჩვენს ჩამოყალიბებაზე ხშირად დიდ გავლენას ახდენენ ისინი, ვისთანაც დროს ვატარებთ. არიან ისინი ეკლესიის წევრები თუ რა, თქვენს ირგვლივ უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან სახარების მიხედვით ცხოვრებაში, უფლის სტანდარტების დაცვაში და იმაში, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოთ. თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ ამაში თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. რომელი მეგობარი გეხმარებათ სამართლიანობის საფუძველის ჩაყრაში?

იპოვეთ სიხარული თქვენი საძირკველის ჩაყრაში

არსებობს მრავალი სხვა ხერხი იმისთვის, რომ გააძლიეროთ თქვენი ცხოვრება სულიერად და იქონიოთ სიხარული. აქ მოიაზრება ეკლესიაში სიარულიც, ზიარების მიღებაც, აღთქმების დადება და დაცვა და ცოცხალი წინასწარმეტყველის რჩევის გათვალისწინება.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყოველივე ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ყოველთვის სამუშაოსა და სწავლასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სულაც არ არის საჭირო, რომ ამას მარტო აკეთებდეთ. უფალი დაეხმარება ყოველ თქვენგანს, როცა საუკეთესოდ ეცდებით, იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომლითაც თქვენც და უფალიც იამაყებს და რომელიც სიხარულს მოგგვრით.

შენიშვნები

  1. Dieter F. Uchtdorf, “Waiting on the Road to Damascus,” Apr. 2011 general conference (Ensign or Liahona, May 2011, 76).

  2. Dieter. F. Uchtdorf, “Of Things That Matter Most,” Oct. 2010 general conference (Ensign or Liahona, Nov. 2010, 21).

  3. President Russell M. Nelson, “Spiritual Treasures,” Oct. 2020 general conference (Ensign or Liahona, Nov. 2020, 89).