2021
ღვთის მღვდლობა
აგვისტო, 2021 წ.


„ღვთის მღვდლობა“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აგვისტო, 2021 წ, გვ.20–21.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , აგვისტო, 2021 წ

. ღვთის მღვდლობა

მოძღვრება და აღთქმები 84

რა უნდა იცოდეს ყოველმა ახალგაზრდამ მღვდლობის შესახებ და მასთან კავშირზე.

გამოსახულება
ახალგაზრდები

შეგიმჩნევიათ, როგორი დამაბნეველია, როცა ერთ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს? მაგალითად, ინგლისურ ენაში სიტყვა დედამიწა ნიშნავს პლანეტას, რომელზედაც ვცხოვრობთ და ნიადაგს. ორივე სწორია, მაგრამ ამ სიტყვის გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რას გულისხმობთ საუბრის დროს. კიდევ უფრო დამაბნეველია ის, რომ დედამიწა რომელიც ნიშნავს ჩვენს პლანეტას, ასევე მოიცავს ნიადაგს, რადგან ნიადაგი პლანეტის ნაწილია.

ტერმინი მღვდლობაგანმარტება

ერთ-ერთი ტერმინი, რომელსაც ეკლესიაში ორი მნიშვნელობით გამოვიყენებთ, არის მღვდლობა. ეს ტერმინი ნიშნავს ღვთის სრულ ძალასა და უფლებამოსილებას. თუმცა, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ სამღვდელოებას მართალია, უფრო შეზღუდულად, როცა ვგულისხმობთ „ძალასა და უფლებამოსილებას, რომელსაც ღმერთი აძლევს ხელდასხმულ მღვდლობის მატარებლებს, რათა იმოქმედონ ყოველივეში, რაც ეხება ღვთის შვილების ხსნას“.1

მამაკაცისთვის ბოძებული მღვდლობა არ არის ღვთის სრული ძალა. ამ აზრს გამოხატავს შემდეგი დიაგრამა.

ამ დიაგრამაზე იხილავთ ღვთის ძალის რამდენიმე მაგალითს, რომელიც უსასრულოა და არ აქვს საზღვრები. თქვენ იქ ასევე იხილავთ ღვთის მღვდლობისა და უფლებამოსილების მაგალითებს, რომელსაც იგი გადასცემს ანუ უბოძებს ღირსეულ მამაკაცებს, რათა მათ გამოიყენონ იგი ქრისტეს ეკლესიაში.

მღვდლობის უფლებამოსილების მაგალითები თქვენს ცხოვრებაში

მღვდლობის ყველა დალოცვა ხელმისაწვდომია მამაზეციერის ყოველი საყვარელი ძისა და ასულისთვის. მეორე ჩამონათვალი უბრალოდ ასახავს დალოცვებს, რომლებიც მოდის თქვენთან მღვდლობის გასაღებების მფლობელის მეშვეობით ანუ იმ პირისგან, რომელსაც ებოძა მღვდლობის უფლებამოსილება.

ეს წესი ღმერთმა დააწესა დედამიწაზე თავისი ეკლესიის შექმნისა და მართვის მიზნით. ღვთის მღვდლობის უფლებამოსილების სხვა მაგალითები მოიცავს დიაკვანთა ან მასწავლებელთა ქვორუმის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს ქვორუმის საქმიანობის მართვის, ოჯახში კურთხევის მიცემისა და სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების გასაღებები.

მამაკაცები, ქალები და მღვდლობა

მიუხედავად იმისა, რომ მღვდლობის წოდებაზე მხოლოდ მამაკაცებს ასხამენ ხელს, პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა აგვიხსნა მნიშვნელოვანი პრინციპი: „მღვდლობა არის ღვთიური პრინციპი და უფლებამოსილება, რომელიც გამოიყენება ღვთის საქმისთვის ყველა მისი შვილის საკეთილდღეოდ. მღვდლობა არ ნიშნავს ადამიანებს, რომლებსაც ხელი დაასხეს მღვდლობის წოდებაზე და არც მათ, ვინც გამოიყენებენ მის უფლებამოსილებას. მამაკცები, რომლებიც ატარებენ მღვდლობას არ არიან მღვდლობა.… ჩვენ არ უნდა მივმართავდეთ ხელდასხმულ მამაკაცებს მღვდლობა.2

მიუხედავად იმისა, რომ ქალებს არ ასხამენ ხელს მღვდლობაზე, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აგვიხსნა: „როცა მღვდლობის გასაღებების მქონე პირმა ხელდასხმით გაკურთხათ მოწოდებაზე მსახურებისთვის … თქვენ ამით მოგეცათ მღვდლობის უფლებამოსილება, იმოქმედოთ ამ მოწოდებაზე“.3 ამის რამდენიმე მაგალითი იქნება ახალგაზრდა ქალების კლასის პრეზიდენტი, მისიონერი დები, რომლებიც ქადაგებენ სახარებას, ხელმძღვანელები მეურვეობებსა და პალოებში, რომლებსაც ხელი დაასხეს სწავლაზე და ხელმძღვანელობაზე და ტაძარში წეს-ჩვეულებეზე მომუშავე ადამიანები.

მღვდლობის ძალა ლოცავს ყველას

დალოცვები, რომლებსაც იღებთ თქვენ, ახალგაზრდა ქალებო და მამაკაცებო, გეკუთვნით იმ აღთქმების წყალობით, რომლებსაც ნათლობისას და ტაძარში დებთ. გინდაც ოჯახში არ გყავდეთ მღვდლობის მატარებელი პირი, თქვენ მაინც შეგიძლიათ, მიიღოთ ცხოვრებაში დალოცვა ღვთის მღვდლობის ძალით, თუკი დაიცავთ აღთქმებს, რომლებიც მასთან დადეთ (იხ. 1 ნეფი 14:14).

როცა ვცხოვრობთ ჩვენი აღთქმების თანახმად, ჩვენ ვიღებთ დალოცვებს, რომლებიც გვაძლიერებს და გვლოცავს. გიწვევთ, დაფიქრდეთ მღვდლობის დალოცვებზე თქვენს ცხოვრებაში - იმ დალოცვებზე, რომლებიც მოდის ღვთის უსაზღვრო მღვდლობის ძალის მეშვეობით და იმ დალოცვებზეც, რომლებიც მოდის კონკრეტულად მღვდლობის უფლებამოსილებიდან, რომელიც გადაეცემა და ებოძება ღვთის ეკლესიაში.

შენიშვნები

  1. Dale G. Renlund and Ruth Lybbert Renlund, The Melchizedek Priesthood: Understanding the Doctrine, Living the Principles (2018), 11.

  2. Dallin H. Oaks, “The Melchizedek Priesthood and the Keys,” Apr. 2020 general conference (Ensign or Liahona, May 2020, 69).

  3. President Russell M. Nelson, “Spiritual Treasures,” Oct. 2019 general conference (Ensign or Liahona, Nov. 2019, 78).