2021
მიტევებისთვის საჭირო ძალის პოვნა
ივნისი, 2021 წ.


„მიტევებისთვის საჭირო ძალის პოვნა“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. ივნისი, გვ.10-11.

მოდი და გამომყევი

მიტევებისთვის საჭირო ძალისპოვნა

უფალმა გვიბრძანა, მივუტევოთ. იგი დაგვეხმარება, დავიცვათ მისი მცნებები, ამ მცნების ჩათვლით.

მოძღვრება და აღთქმები 64:10.

გამოსახულება
ქალი უყურებს პიროვნებას, რომელმაც გაუწოდა ხელი

ჯეიმს მედსენის ილუსტრაცია

ზოგი მცნების დაცვა სხვა მცნებაზე უფრო რთულია?

აი ერთ-ერთი, რომელიც უამრავ ადამიანს აშინებს: „მე, უფალი, შევუნდობ მას, ვისაც ვაპატიებ, მაგრამ თქვენ მოგეთხოვებათ, აპატიოთ ყოველ ადამიანს“ (მოძღვრება და აღთქმები 64:10).

მოიცადეთ. ჩვენ უნდა მივუტევოთ ყველას, ვინც ცუდად მოგვექცა? ეს საერთოდ შესაძლებელია?

ერთია მიუტევო ვინმეს, ვინც უხეში სიტყვა გითხრა ან მაგიდიდან სადილის დროს ბოლო ფუნთუშა აიღო. მაგრამ როცა საქმე ღრმა ჭრილობას ეხება? ის სერიოზული წყენა, რომელიც აფერხებს ან საერთოდ ცვლის ჩვენი ცხოვრების კურსს?

ზოგჯერ ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ შეუძლებელია მიუტევო მას, ვინც საშინლად გვაწყენინა.

თუმცა კარგი ამბავიც მაქვს თქვენთვის: იესო ქრისტეს დახმარებით ჩვენ არ ვართ შეზღუდულები იმაში, რისი კეთებაც შეგვიძლია დამოუკიდებლად.

დახმარება, რომელიც მას ესაჭიროებოდა

კორი ტენ ბუმი, ერთგული ქრისტიანი ნიდერლანდებიდან, თვალნათლად დარწმუნდა, რომ ღმერთმა მისცა ძალა, რათა მიეტევებინა ვიღაცისთვის.

იგი თავის დასთან, ბეტსისთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. კორი სხვებთან ერთად საშინელ შეურაცხყოფას იტანდა ნაცისტი დარაჯებისგან ციხეში. მისი და, ბეტსი, ამ ძალადობისგან გარდაიცვალა. კორი გადარჩა.

ომის შემდეგ კორიმ აღმოაჩინა სხვების მიტევების განმკურნებელი ძალა. იგი ხშირად უზიარებდა თავის გზავნილს სხვებს საჯარო შეხვედრებზე. თუმცა ერთხელ მას საკუთარი სიტყვების გამოცდა დასჭირდა.

საჯარო გამოსვლის შემდეგ კორის მიუახლოვდა ბანაკის ციხის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარაჯი.

მან უთხრა კორის, რომ ომის დასრულების შემდეგ იგი გაქრისტიანდა და მოინანია თავისი საშინელი საქციელი ციხეში.

მან მას ხელი გაუწოდა და უთხრა: „მომიტევებ“?

მიუხედავად ყველაფრისა, რაც კორიმ ისწავლა და გაუზიარა სხვებს მიტევების შესახებ, მან ვერ შეძლო ამ კაცისთვის ხელის გაწოდება და მისი მიტევება, ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლად მან ეს ვერ შეძლო.

მოგვიანებით მან დაწერა: „ბრაზიანი, შურის ძიების აზრები ბობოქრობდა ჩემში და ვხედავდი ამ ცოდვას. … უფალო იესო, - ვლოცულობდი მე, მომიტევე და დამეხმარე, მივუტევო.

„მე ვეცადე, გამეღიმა, [და] ვეცადე, ხელი ამეწია. არ შემეძლო. არაფერს არ ვგრძნობდი, სითბოს ან მოწყალების ნატამალი არ გამაჩნდა. ასე რომ ისევ გულში ვილოცე. იესო, ვერ ვპატიობ მას. მომეცი შენი მიტევება.

„როცა მას ხელი ჩამოვართვი, არაჩვეულებრივი რამ მოხდა. ჩემი მხრიდან მთელი ხელის სიგრძეზე თითქოს რაღაც ნაკადმა ჩაიარა, გულში კი ამ უცნობის მიმართ სიყვარულმა იფეთქა და შემავსო.

„ასე რომ მე აღმოვაჩინე, რომ სამყაროს განკურნება ჩვენს სიკეთეზე და მიტევებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მის მიტევაბასა და სიკეთეზე. როცა იგი გვეუბნება, გვიყვარდეს მტერი ჩვენი, იგი მცნებასთან ერთად უშუალოდ სიყვარულსაც გვაძლევს“.1

ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, რათა დაგვეხმაროს მცნებების დაცვაში, მიტევების მცნების ჩათვლით, მაშინაც კი, როცა ეს ასე ძნელია. მას შეუძლია, დაგეხმაროთ, ზუსტად ისე, როგორც იგი კორი ტენ ბუმს დაეხმარა.

განკურნება, რომელსაც იმსახურებთ.

ცხოვრება გამოცდაა. ის არეულია. და იგი სავსეა ადამიანებით, რომლებსაც ღმერთმა თავისუფალი არჩევანი უბოძა.

იმ მომენტში, როცა ვინმე აკეთებს არჩევანს, რომელმაც შესაძლოა, სერიოზული ტკივილი მოგვაყენოს ან შემთხვევით გვაყენებს კიდევაც მას, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ განმკურნებელი ძალა, როცა ვლოცულობთ დახმარებისთვის და ვცდილობთ, მივუტევოთ.

სხვების მიტევება თქვენს სულს კურნავს. ღმერთის დახმარებით, როცა მიუტევებ ვინმეს, ვინც ტკივილი მოგაყენა, შენ მხრებიდან საშინელ ტვირთს იცილებ, რომელიც უკან გხევს. მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტი გამოჯანმრთელების გზა ძნელი გეჩვენება, ღმერთთან ერთად არასდროს არ მოგიწევს მარტო სიარული.

შენიშვნები

  1. Corrie ten Boom, The Hiding Place (1971), 215.

  2. Jeffrey R. Holland, Oct. 2018 general conference (Ensign or Liahona, Nov. 2018, 79).