2021
მოუსმინეთ, ყური დაუგდეთ და შეისმინეთ
იანვარი, 2021 წ.


„მოუსმინეთ, ყური დაუგდეთ და შეისმინეთ ახალგაზრდების გასაძლიერებლად იანვარი, 2021, 32.

ყოველთვიური ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზავნილი, იანვარი 2021

მოუსმინეთ, ყური დაუგდეთ და შეისმინეთ

გამოსახულება
მოსმენა, კითხვა და კათედრასთან სიტყვით გამოსვლა

გუევ დიზაინის ილუსტრაციები

მოძღვრება და აღთქმებში პირველი სიტყვაა ყური დამიგდეთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:1.). ეს ნიშნავს, „მოუსმინო იმის განზრახვით, რომ დაემორჩილო“. ყურის დაგდება ნიშნავს „უსმინე მას“ - უსმინე, რას ამბობს მხსნელი და შემდეგ შეისმინე მისი რჩევა. ამ ორი სიტყვით - „უსმინე მას“, ღმერთი გვაძლევს წარმატების, ბედნიერებისა და სიხარულის ნიმუშს ამ ცხოვრებისთვის. ჩვენ უნდა მოვისმინოთ უფლის სიტყვები, ყური დავუგდოთ მათ და შევისმინოთ, რაც უფალმა გვითხრა!

სად შეიძლება წავიდეთ, რომ მოვუსმინოთ მას?

ჩვენ შეგვიძლია, წმინდა წერილს მივმართოთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია, მოვუსმინოთ მას ტაძარში. ჩვენ ასევე უკეთესად მოვუსმენთ მას, თუ დავხვეწავთ სულიწმინდის ჩურჩულის ამოცნობის უნარს. და ბოლოს, ჩვენ ვუსმენთ მას, როცა ყურს ვუგდებთ წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებსა და განმცხადებლებს.

რა მოხდება, როცა თქვენ უფრო გამიზნულად მოუსმენთ, ყურს დაუგდებთ და შეისმენთ მხსნელის ნათქვამს და იმას, რასაც იგი ახლა ამბობს თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით? მე გპირდებით, რომ თქვენ დამატებითი დალოცვის სახით მიიღებთ ცდუნებასთან, სირთულეებთან და სისუსტეებთან ბღძოლის უფრო დიდ ძალას. მე გპირდებით სასწაულებს თქვენს ქორწინებაში, ოჯახურ ურთიერთობებში და ყოველდღიურ საქმიანობაში. და გპირდებით, რომ გაიზრდება თქვენი სიხარულის აღქმის უნარი, მაშინაც კი, როცა თქვენს ცხოვრებაში მღელვარება მოიმატებს.