2021
იოანე ნათლისმცემლის მოსვლა
თებერვალი, 2021 წ.


„იოანე ნათლისმცემლის მოსვლა“, მეგობარი, თებერვალი 2021

ყოველთვიური მეგობარი გზავნილი, თებერვალი 2021

იოანე ნათლისმცემლის მოსვლა

ჯოზეფ სმითი და ოლივერ ქაუდერი ლოცულობენ

ეიფრილ სტოტის ილუსტრაციები

ერთხელ ჯოზეფ სმითს და ოლივერ ქაუდერის გაუჩნდათ შეკითხვა. როგორ უნდა ჩატარდეს სწორად ნათლობა? მათ ილოცეს, რათა პასუხი მიეღოთ.

იოანე ნათლისმცემელი

ანგელოზი მოევლინა. ეს იოანე ნათლისმცემელი იყო. მან იესო მონათლა. მან თქვა, რომ ადამიანების მოსანათლად საჭირო იყო მღვდლობა.

იოანე ნათლისმცემელმა მიანიჭა ჯოზეფ სმითს აარონის მღვდლობა

იოანემ აკურთხა ჯოზეფი და ოლივერი. მან მღვდლობა მიანიჭა მათ. ახლა მათ შეეძლოთ, მოენათლათ ადამიანები ისე, როგორც იესო ნათლავდა.

ოლივერ ქაუდერიმ მონათლა ჯოზეფ სმითი

ჯოზეფმა ოლივერი მდინარეში მონათლა. შემდეგ ოლივერმა მონათლა ჯოზეფი. მოგვიანებით მრავალი სხვა მოინათლა.

მამა ნათლავს თავის ქალიშვილს

იმის გამო, რომ მამაზეციერმა ჯოზეფ სმითს ლოცვაზე უპასუხა, მღვდლობა დაბრუნდა! მე შემიძლია, მოვინათლო ქრისტეს მსგავსად.

გასაფერადებელი გვერდი

ჩვენ შეგვიძლია, მოვინათლოთ

A pencil drawing of Joseph baptizing Oliver Cowdery.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ იესო ქრისტეს კვალზე იაროთ?