კარი ყველასთვის ღიაა. ეწვიეთ ეკლესიას თქვენ მახლობლად.
ხშირად დასმული კითხვები
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები ქრისტიანები არიან?
დიახ! ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს გვწამს, რომიესო ქრისტეარის ძე ღვთისა და სამყაროს მხსნელი. მას იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ იესოს ერთგული მიმდევრები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი შეხედულება განსხვავებულია, ჩვენ გვჯერა, რომ თავისი ცხოვრებით, მსახურებით, მსხვერპლითა და აღდგომით იესო ქრისტე გვიხსნის ცოდვისგან, ტანჯვისგან და სიკვდილისგან. შეიტყვეთ მეტი ჩვენს შესახებ.
შეიტყვეთ მეტი ჩვენი მრწამსის შესახებ.
როგორია საეკლესიო მსახურება?
საეკლესიო მსახურების დრო განსხვავდება სხვადასხვა სამრევლოებში. თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ ერთ ძირითად მსახურებას ყველასთვის, რომელსაც მოჰყვება გაკვეთილები ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მოზრდილებისთვის.
აღნიშნულ მსახურებას, რომელიც ყველასთვისაა, „ზიარების შეკრება“ ეწოდება. ეს შეხვედრა შედგება გალობებისგან, ლოცვებისგან და ქადაგებებისგან (ანუ „სიტყვით გამოსვლისგან“), რომლებსაც ყოველ კვირას მრევლის სხვადასხვა წევრები წარმოადგენენ. მაგრამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ზიარების მიღება (რომელიც მსგავსია უფლის სერობისა), რათა გავიხსენოთ მხსნელი.
შეიტყვეთ მეტი საკვირაო მსახურების ან იპოვეთ ეკლესია თქვენს მახლობლად.
რატომ აქვს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას ტაძრები?
უკანასკნელ დღეთა წმინდანებთანტაძარიდა ეკლესია ერთმანეთისგან განსხვავდება. ტაძარი არის ადგილი, სადაც უკანასკნელ დღეთა წმინდანდანები იღებენ განსაკუთრებულ მითითებებს ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ. ტაძარში წევრები დებენ მარადიულ აღთქმებს (ანუ დაპირებებს) ღმერთთან. ეს მოიცავს მცნებების დაცვის, იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრების, ქორწინებაში ერთგულების და ერთმანეთზე ზრუნვის დაპირებას.
აგრეთვე, რადგან გვწამს, რომ ოჯახები მარადიულია, ტაძარში შესრულებული სამუშაოს უმეტესი ნაწილია ოჯახური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება. ქორწინება ტაძარში სრულდება იმისთვის, რომ მარადიულად გაგრძელდეს და არა მხოლოდ „სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ“. მშობლები და შვილები ტაძარში მარადიული ოჯახი ხდებიან. წინაპრებსაც შეუძლიათ ტაძრის ყველა კურთხევის მიღება, თუ ვინმე შეასრულებს მათთვის წმინდა წეს-ჩვეულებებს და ისინი მიიღებენ მსახურების ამ აქტს. ტაძრებს უამრავი საქმე აქვს!
რა არის მორმონის წიგნი?
მორმონის წიგნი არის შთაგონებით დაწერილი წმინდა წერილი, რომელიც გვასწავლის ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ. ის გვეხმარება პირად ცხოვრებაში მითითებების მიღებაში და იესო ქრისტესთან უფრო მეტი სიახლოვის შეგრძნებაში. საიდან მოდის ეს სახელწოდება? ასობით წლის წინ, უძველემა წინასწამეტყველმა მორმონმა გააკეთა ჩანაწერი თავისი ხალხის შესახებ. მათაც, ჩვენს მსგავსად, უამრავი გამოწვევა ჰქონდათ. და, ისევე როგორც ჩვენ, მათაც იპოვეს ძალა, როცა იესო ქრისტეს მიმართეს. გაეცანით მორმონის წიგნს მისიონერებთან ერთად.
მორმონის წიგნი, ბიბლიასთან ერთად, არის იესო ქრისტეს და მისი ღვთიური მისიის, როგორც მსოფლიოს მხსნელისა და გამომსყიდველის, კიდევ ერთი დამოწმება. ბიბლია და მორმონის წიგნი ერთად გვაძლევს უფრო მეტ გააზრებას ღმერთის დიდი სიყვარულის შესახებ ყველა ჩვენგანის მიმართ და გვეხმარება მასთან მიახლოებაში.
შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუროგორ მუშაობს ერთობლივად მორმონის წიგნი და ბიბლია.
გწამთ ბიბლია?
დიახ. ბიბლია არის ღვთის სიტყვა, წმინდა წერილის წმინდა ტომი და მისი სწავლებების მიხედვით ცხოვრებას მოაქვს სიხარული ჩვენს ცხოვრებაში. ბიბლიასთან ერთად, ჩვენ აგრეთვე ვიღებთ შთაგონებას სხვა წმინდა წერილებიდან, რომლებიც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიისთვის განსაკუთრებულია. ისინი ერთად გვასწავლის მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ.
შეიტყვეთ მეტი ჩვენი მრწამსის შესახებ ბიბლიიდან.
დაუახლოვდით ღმერთს. გაიცანით მისიონერები.
შეხვდით პირადად ან ონლაინ რეჟიმში. ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს და გაგაცნობთ ადგილობრივი ეკლესიის მრევლს.
რწმენის თემი, რომელიც ორიენტირებულია იესო ქრისტეზე
იხილეთ ეკლესიის უახლესი ამბები.
მსოფლიოს მასშტაბით კარგი ამბები ხდება. მიიღეთ განახლებები ეკლესიის პროექტების, ღონისძიებების, სტიქიური უბედურებების შედეგებთან ბრძოლის შესახებ და სხვა.