Series of images of family spending time together and female child playing the guitar/ukelele

ვინ ვართ ჩვენ

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები წარმოადგენენ მრავალფეროვან საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან, რომელთაც აქვთ საერთო რწმენა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მიმართ.

აქტიური რწმენა

მეგობრები და მეზობლები

თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვზრდით ოჯახებს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის, ჩვენს თემში ჩართულობა არის ერთ-ერთი გზა, რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი, როგორც ამას იესო გვასწავლიდა.

ჩართული მრევლი

სრულ განაკვეთიანი ანაზღაურებადი სასულიერო პირების ნაცვლად, ჩვენ ყველა ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი მრევლის შეკრებებში ხელმძღვანელის როლში, სიტყვით გამოსვლის დავალებებისა და სხვა მოხალისეობრივი შესაძლებლობების საშუალებით.

მხარდაჭერა კვირა დღის მიღმა

ჩვენთვის ეკლესია უფრო მეტია, ვიდრე საკვირაო თაყვანისცემა — ის ასევე არის ადგილი, სადაც შესაძლებელია მხარდაჭერის პოვნა მეგობრობისა და გამოცდილებების საშუალებით, რომლებიც აძლიერებენ რწმენას და ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის პრაქტიკულ დახმარებას გვთავაზობენ.

We Work Together as Followers of Jesus Christ

Improving lives and building strong communities

ჩვენ ღმერთს თაყვანს ვცემთ ერთად

მთელ მსოფლიოში 30000-ზე მეტი ადგილობრივი მრევლიდან ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს თავიანთ თემში, რათა ერთად სცენ თაყვანი უფალს, ილოცონ, იგალობონ და იესო ქრისტეს სახარება ისწავლონ.

ჩვენ ვსწავლობთ ერთად

კვირის განმავლობაში ყველა ასაკის ადამიანები იკრიბებიან გაკვეთილებზე, მაგალითად, ახალგაზრდათა სემინარიაში ან ახალგაზრდა ზრდასრულების ინსტიტუტში, რათა იესოს სწავლებანი ერთად ისწავლონ.

ჩვენ ვემსახურებით სხვებს

მსახურების პროექტები არის ეკლესიის აქტივობების რეგულარული კომპონენტი და ძირითადი გზა, დავემორჩილოთ ღმერთის მცნებას - გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი.

ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს

ჩვენი მრევლი ნაწილია უბნებისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მონდომებით ვცდილობთ, ვიყოთ კარგი მეზობლები და მეგობრები. სოციალური ღონისძიებები სახალისო და მნიშვნელოვანი ნაწილია ეკლესიის თემის შესაქმნელად.

ჩვენ ვაძლიერებთ ოჯახებს

ძლიერი ოჯახური კავშირები ამ ცხოვრებას ხალისიანს ხდის და გვეხმარება ისეთი სამყაროს შექმნაში, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენი საეკლესიო გამოცდილება და მსახურებანი ხელს უწყობენ უფრო ღრმა და სიყვარულით აღსავსე ოჯახურ ურთიერთობებს.

ჩვენ ვხდებით უკეთესნი

ისეთ ადამიანად ჩამოყალიბება, როგორის იმედიც გვაქვს, რომ გავხდებით, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. საეკლესიო პროგრამები ეხმარება ადამიანებს ისწავლონ და გაიზარდონ როგორც სულიერად, ასევე პრაქტიკულად იესო ქრისტეს სახარების მეშვეობით.

Find Our Church Near You

Want to see how a supportive church community can benefit you? Come and see for yourself by visiting a local congregation of The Church of Jesus Christ of Latter-day Saints.
Find Our Church Near You

Church Leadership

“As every man hath received the gift, even so minister the same one to another as good stewards of the manifold grace of God.” –1 Peter 4:10.

ჩვენ გვჯერა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების

იმავე მოდელის მიყოლით, რომელიც იესო ქრისტემ ბიბლიურ დროს დააწესა თავისი ხალხის სახელმძღვანელოდ, დღესაც ეკლესია წინასწარმეტყველისა და მოციქულის მიერ იმართება. ეს ხელმძღვანელები მსახურობენ და მუშაობენ მისი შთაგონებული ხელმძღვანელობით. მათ შესახებ მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ აქ.

ხელმძღვანელები მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან

კაცები და ქალები საზოგადოების ყველა ფენიდან ეხმარებიან ეკლესიის მუშაობის წარმართვას მსოფლიო და რეგიონულ დონეზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალები, რომლებიც მოწყალების საზოგადოებას ხელმძღვანელობენ.

ადგილობრივი ხელმძღვანელები რიგითი ადამიანები არიან

სრულ განაკვეთიანი ანაზღაურებადი სასულიერო პირების ნაცვლად, ადგილობრივ მრევლს ეკლესიის მოხალისე წევრები უძღვებიან. მათ მხარს უჭერენ ეკლესიის სხვა რიგითი წევრები, რომლებიც ეხმარებიან ყველაფერში, საკვირაო სკოლაში სწავლებით დაწყებული ეკლესიის შენობის დალაგებით დამთავრებული.

ჩვენ ვასწავლით ერთმანეთს

როდესაც ჩვენს მრევლს ეწვევით, შეამჩნევთ, რომ ერთმანეთს ვასწავლით და ერთად ვსწავლობთ წმინდა წერილებიდან. ჩვენ გვჯერა, რომ ყველას შეუძლია რამე ღირებული წვლილის შეტანა და სწორედ ამიტომ ხელმძღვანელები მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, იქადაგონ კათედრიდან, ილოცონ და ჩაატარონ გაკვეთილები.

პირადი წარდგენა

თუ გაინტერესებთ თქვენი ადგილობრივი მრევლის მონახულება, ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეთ თავს. ადგილობრივ მისიონერებს შეუძლიათ თქვენთან შეხვედრა, რათა გაცნობონ, რას უნდა მოელოდეთ, უპასუხონ თქვენს შეკითხვებს და დაგიკავონ ადგილი, როცა მონახულებისთვის მზად იქნებით.
გაესაუბრეთ მისიონერებს ეკლესიის შესახებ
შთააგონეთ თქვენი ელფოსტა
მიიღეთ შთამაგონებელი ვიდეოები, სტატიები და მეტი ინფორმაცია ყოველკვირეული ელფოსტის საშუალებით.