მოწყალების საზოგადოება და უხუცესთა ქვორუმი
გენერალური კონფერენციის გზავნილების სწავლება, შესწავლა და გამოყენება.


მოდი და გამომყევი

გენერალური კონფერენციის გზავნილების სწავლება, შესწავლა და გამოყენება

უხუცესთა ქვორუმსა და მოწყალების საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ხსნის საქმეში და ამაღლებაში. საკვირაო შეხვედრების დროს ისინი განიხილავენ, როგორ გამოიყენონ ეს სწავლებები ბოლო გენერალური კონფერენციიდან ამ საქმეში. უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა, წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე და სულიწმინდის მითითებით, ირჩევს გამოსვლას კონფერენციიდან და სწავლობს მას ყოველ საკვირაო შეხვედრაზე. საჭიროებისას, ეპისოპოსს ან პალოს პრეზიდენტს ასევე შეუძლიათ, შემოგთავაზონ ესა თუ ის გზავნილი. ზოგადად, ხელმძღვანელებმა უნდა შეარჩიონ გზავნილები პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. თუმცა, შესაძლოა, განხილულ იქნეს ნებისმიერი გზავნილი ბოლო კონფერენციიდან.

მასწავლებლებს მთელი ყურადღება გადააქვთ იმაზე, როგორ დაეხმარონ წევრებს, გამოიყენონ ცხოვრებაში ეს გზავნილები ბოლო გენერალური კონფერენციიდან. ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა უნდა შეაგულიანონ წევრები, წინასწარ წაიკითხონ შერჩეული გზავნილები.

დამატებითი ინფორმაცია უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების შეკრებების შესახებ იხ. General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints 8.2.1.2, 9.2.1.2, ChurchofJesusChrist.org.

სწავლების დაგეგმარება

შემდეგი შეკითხვები დაეხმარება მასწავლებლებს, მოამზადონ გაკვეთილები გენერალური კონფერენციის გზავნილებიდან. საჭიროებისას, ამ საკითხების განხილვის დროს, მასწავლებლები თათბირობენ უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობასთან.

  • რატომ შეარჩიეს უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებმა ეს გზავნილი? რა სურთ, რომ წევრებმა შეიტყონ და მოიმოქმედონ ამ გზავნილების განხილვის შემდეგ?

  • რის გადმოცემას ცდილობს გამომსვლელი? სახარების რა პრინციპებს ასწავლის იგი? როგორ ეხება ეს პრინციპები ჩვენს ქვორუმს ან მოწყალების საზოგადოებას?

  • წმინდა წერილიდან რომელი ნაწყვეტები გამოიყენა გამომსვლელმა თავის გამოსვლაში? არის სხვა ნაწყვეტები წმინდა წერილიდან, რომლების წაკითხვაც გააღრმავებს წევრთა წვდომას? (შეგიძლიათ იპოვოთ ისინი გზავნილის სქოლიოში ან წმინდა წერილის სარჩევში) [scriptures.ChurchofJesusChrist.org]).

  • რა შეკითხვები უნდა დავსვა, რომ წევრები დაფიქრდნენ და გამოიყენონ გზავნილში გადმოცემული სწავლება? რა შეკითხვები დაეხმარება მათ, იხილონ ამ გზავნილის მნიშვნელობა თავიანთ ცხოვრებაში, ოჯახებსა და უფლის საქმეში?

  • რა შემიძლია გავაკეთო, რომ მოვიწვიო სულიწმინდა ჩვენს შეხვედრაზე? რა გამოვიყენო იმისთვის, რომ გავაღრმავო განხილვა ისტორიების, ანალოგიების, მუსიკისა და სურათების გამოყენებით? რა მოიმოქმედა გამომსვლელმა იმისთვის, რომ წევრებმა გაიგონ მისი გზავნილი?

  • გამომსვლელმა მოგვიწოდა რაიმესკენ? როგორ დავეხმარო წევრებს, გამოეხმაურონ ამ მოწვევას?

იდეები ღონისძიებებისთვის

არსებობს უამრავი ხერხი იმისთვის, რომ მასწავლებელი დაეხმაროს წევრებს, შეისწავლონ გზავნილი გენერალური კონფერენციიდან და გამოიყენონ იგი ცხოვრებაში. აი რამდენიმე მაგალითი: შესაძლებელია, მასწავლებლებს სხვა იდეები ჰქონდეთ, რომლებიც უფრო გამოგადგებათ ქვორუმებსა თუ მოწყალების საზოგადოებაში.

  • გამოიყენეთ ჭეშმარიტება ცხოვრებაში. მოიწვიეთ წევრები, გადაიკითხონ კონფერენციის გზავნილები იმ ჭეშმარიტების ძიებაში, რომელიც დაეხმარება მათ, როგორც ცალკეულ პირებს, ისე უხუცესთა ქვორუმს ან მოწყალების საზოგადოებას, ღვთის საქმის შესრულებაში. მაგალითად,რას ვსწავლობთ ისეთს, რაც გვეხმარება მზრუნველობაში? როგორც მშობლებს? როგორც წევრ-მისიონერებს? რა გავლენას ახდენს ეს გზავნილი ჩვენს აზრებზე, გრძნობებზე და მოქმედებებზე?

  • განიხილეთ ჯგუფურად. დაყავით წევრები ჯგუფებად და მიეცით ყოველ ჯგუფს გამოსვლის სხვადასხვა ნაწილები წასაკითხად და განსახილველად. შემდეგ სთხოვეთ ყოველ ჯგუფს, გაგიზიარონ ჭეშმარიტება, რომელიც მათ იპოვეს და რა კავშირშია იგი მათთან. ან შეგიძლიათ, შექმნათ ჯგუფები წევრებისგან, რომლებიც გზავნილის სხვადასხვა ნაწილებს სწავლობდნენ, რათა შემდეგ გაუზიარონ ერთმანეთს ის, რაც ისწავლეს.

  • ეძიეთ კითხვებზე პასუხები მოიწვიეთ წევრები, უპასუხონ შეკითხვებს: სახარების რომელ ჭეშმარიტებას ვპოულობთ ამ გზავნილში? როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს ჭეშმარიტებანი? რა მოწვევები და დაპირებები გაკეთდა? რას გვასწავლის ეს გზავნილი იმ სამუშაოს შესახებ, რომლის შესრულებაც სურს ჩვენგან ღმერთს? ან თავად მოიფიქრეთ რამდენიმე შეკითხვა, რაც დაეხმარება წევრებს, ღრმად გაიაზრონ გზავნილი და გამოიყენონ წეშმარიტება, რომელსაც იგი ასწავლის. ნება დართეთ წევრებს, აირჩიონ ერთ-ერთი შეკითხვა და იპოვონ მასზე პასუხი ამ გზავნილში.

  • გააზიარეთ მტკიცებულებები ამ გზავნილიდან. მოიწვიეთ წევრები, გააზიარონ მტკიცებულებები საკონფერენციო გამოსვლებიდან, რომლებიც შთააგონებენ მათ, შეასრულონ თავიანთ ვალდებულებები ხსნის საქმესა და ამაღლებაში. შეაგულიანეთ ისინი განიხილონ, როგორ გააზიარონ ეს მტკიცებულებები, რათა დალოცონ ადამიანები მათი ჩათვლით, ვინც უყვართ ან ემსახურებიან.

  • ჩაატარეთ გაკვეთილი თვალსაჩინო მასალების გამოყენებით. წინასწარ სთხოვეთ რამდენიმე წევრს, მოიტანონ სახლიდან თვალსაჩინოება, რომელსაც გამოიყენებენ საკონფერენციო მასალების სწავლებისას. შეკრების დროს სთხოვეთ წევრებს აგიხსნან, რა კავშირშია ეს თვალსაჩინოება გზავნილთან და მათ ცხოვრებასთან.

  • ჩასატარებელი გაკვეთილი მოამზადეთ სახლში. სთხოვეთ წევრებს, წყვილ-წყვილად იმუშაონ იმისთვის, რომ დაგეგმონ გაკვეთილი ოჯახური საღამოსთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება საკონფერენციო გამოსვლაზე. მათ შეუძლიათ, ასეთ შეკითხვებს გასცენ პასუხი: როგორ მოვარგოთ ეს გზავნილი ჩვენს ოჯახებს? როგორ გავუზიაროთ ეს გზავნილი მათ, ვისაც მზრუნველობას ვუწევთ?

  • გაუზიარეთ გამოცდილება. ერთად წაიკითხეთ რამდენიმე წინადადება საკონფერენციო გამოსვლიდან. სთხოვეთ წევრებს, გაგიზიარონ მაგალითები წმინდა წერილიდან და ცხოვრებიდან, რომლებიც კავშირშია ამ დოქტრინასთან ან განამტკიცებს მას.

  • იპოვეთ ფრაზა. მოიწვიეთ წევრები, იკვლიონ საკონფერენციო გზავნილი და იპოვონ მათთვის მნიშვნელოვანი ფრაზები. სთხოვეთ მათ, გაგიზიარონ ეს ფრაზები და ის, თუ რა ისწავლეს ამ ფრაზებიდან. სთხოვეთ მათ, გაგიზიარონ, როგორ ეხმარება ეს სწავლებები უფლის საქმის შესრულებაში.

გენერალური კონფერენციის გზავნილების შესწავლისა და სწავლების იდეები იხ. „Ideas for Learning and Teaching from General Conference“. (სახარების ბიბლიოთეკაში, განყოფილებაში „გენერალური კონფერენცია“, დააჭირეთ ღილაკს „იდეები სწავლებისთვის“).