ლიახონა
ლუსი იგებს სიმართლეს
აპრილი, 2025 წელი


„ლუსი იგებს სიმართლეს,“ მეგობარი, აპრილი, 2025 წელი, 26-28.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი აპრილი, 2025 წელი

ლუსი იგებს სიმართლეს

ახალგაზრდა გოგო უღებს კარს მამაკაცების ჯგუფს სახლში შესაშვებად, ამავდროულად ქალი საქსოვ დაზგასთან ზის

ერთ დღეს, 15 წლის ლუსი მორლი თავის მეზობელს, აბიგეილ დანიელს, ქსოვილის ქსოვაში ეხმარებოდა. როდესაც ისინი მუშაობდნენ, კარზე სამმა მისიონერმა დააკაკუნა. მათ თქვეს, რომ იესო ქრისტემ გამოგზავნა ისინი თავისი გზავნილის გასაზიარებლად.

საქსოვ დაზგასთან მჯდომმა ქალმა წარბები შეკრა, კაცებისა და პატარა გოგონას საუბრისას

კაცებმა აბიგეილს და ლუსის უთხრეს, რომ იესომ მოიხმო ჯოზეფ სმითი, რათა წინასწარმეტყველი გამხდარიყო. მათ ასევე უამბეს მორმონის წიგნის შესახებ.

გაბრაზებული ქალი თავისი სახლიდან განდევნის კაცებს.

ლუსის გაუკვირდა, რომ აბიგეილი გაბრაზდა. მან მისიონერებს წასვლა აიძულა.

კაცები უკან იხედებიან, როდესაც გოგონა მათ გაეკიდა.

ლუსიმ იცოდა, რომ მისიონერები ღვთის მსახურები იყვნენ. მან მათ უთხრა, რომ მის ოჯახთან მისულიყვნენ ქუჩის ჩაყოლებაზე.

კაცები სადილობენ მაგიდასთან გოგონასა და მის ოჯახთან ერთად

მისიონერები წავიდნენ მორლის სახლში. ლუსის მშობლებმა მისიონერები მოიწვიეს, რათა გაკვეთილი ჩაეტარებინათ მათთვის და თავიანთი მეგობრებისთვის.

გოგონა ქალს მხრებზე პირსახოცს აფარებს, იმავდროულად ვიღაც მდინარეში ინათლება უკან ფონზე

იმ დღეს 17 ადამიანი მოინათლა. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 50-მა ადამიანმა მოუსმინა მისიონერებს და მოინათლნენ. ლუსის მეზობელმა აბიგეილმაც კი შეიცვალა აზრი. მან და მისმა ქმარმა, ლუსისთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად, აირჩიეს მონათლულიყვნენ და იესო ქრისტეს გაჰყოლოდნენ.

გასაფერადებელი გვერდი

იესო ქრისტეს წყალობით, მე აღვდგები

ცარიელი სამარხის კონტური

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

როგორ იხსენებთ იესოს აღდგომის პერიოდში?