ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , აპრილი, 2025 წელი
დახმარება იესო ქრისტესგან: რატომ და როგორ
გაიგე, რატომ არის იესო ქრისტე პასუხი და როგორ გეხმარება ის.
დენ უილსონის ილუსტრაცია
„ვგრძნობ, რომ ვაგრძელებ შეცდომების დაშვებას. ძნელია მცდელობის გაგრძელება.“
„ჩემი სიტუაცია რთულია. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო წინსვლა.“
„მე ვღელავ მომავალზე. არ ვიცი, შემიძლია თუ არა წარმატების მიღწევა.“
„დაღლილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.“
გეცნობათ რომელიმე ზემოხსენებული პრობლემა? პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის თანახმად: „რა შეკითხვები და პრობლემებიც არ უნდა გქონდეთ, პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეს სწავლებაში და ცხოვრებაშია (“პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა,” 2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია [ლიახონა, მაისი, 2023 წ., 127]).
მარტივია თქვა, რომ „იესო ქრისტე არის პასუხი“. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ გავიგოთ რატომ და როგორ არის ის პასუხი.
რატომ არის ქრისტე პასუხი?
როდესაც მხსნელმა გაუძლო თავის გამომსყიდველ მსხვერპლს, მან სამი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა:
-
მან გადალახა სიკვდილი, რამაც ჩვენ აღდგომის საშუალება მოგვცა.
-
მან ყველა ცოდვების საფასური გადაიხადა, რის შედეგადაც ჩვენთვის მონანიება, ზრდა და ღმერთთან დაბრუნება შესაძლებელი გახდა. ეს ასევე გვეხმარება მივუტევოთ სხვებს, როდესაც ისინი სცოდავენ, ვინაიდავ ქრისტემ იტვირთა მათი ცოდვები.
-
მან განიცადა ყველა ტკივილი, გასაჭირი, ცდუნება, ავადმყოფობა და უძლურება (იხ. ალმა 7:11-13). ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის, როგორ დაგეხმაროს, განგკურნოს და გაგაძლიეროს, რომ გადალახო განსაცდელები და უკეთესობისკენ მიისწრაფოდე.
აირჩიე ნებისმიერი პრობლემა და გამოსავალი შეგიძლია ყოველთვის დაუკავშირო ზემოხსენებულ სამ ჭეშმარიტებას.
სიღარიბე? ვინაიდან იესო ქრისტემ გამოსცადა ყველაფერი, მან ზუსტად იცის ეს მდგომარეობა. იგი ყოველთვის არ გვაშორებს წინააღმდეგობას, მაგრამ მას შეუძლია ხალხის გაძლიერება, რომ მათ გადალახონ იგი (იხ. მოსია 24:15).
წარუმატებლობა? ვინაიდან ქრისტემ დაძლია ცოდვა, ჩვენი წარუმატებლობები მუდმივი არ არის. მონანიება მოიცავს გაუმჯობესებას და უფრო მეტად იმ ადამიანს დამსგავსებას, როგორიც მან იცის, რომ შეგვიძლია ვიყოთ.
ავადმყოფობა? ვინაიდან მან სძლია სიკვდილს, ჩვენ აღვდგებით სრულყოფილი სხეულებით და აღარ გვექნება დაავადები და ტკივილი. ქრისტემ ასევე „[აიღო] საკუთარ თავზე … დაავადებები“ (ალმა 7:11), რაც მას სრულყოფილ ადამიანს ხდის, რომელსაც შეუძლია ნუგეში და მხარდაჭერა.
როგორ შეუძლია ქრისტეს დახმარება?
მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რატომ არის მხსნელი პასუხი (იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის იგი და ჩვენთვის რა აქვს გაკეთებული), ჩვენ მაინც გვჭირდება ვიცოდეთ, როგორ შეგვიძლია მისგან მივიღოთ დახმარება და ძალა. აი, რამდენიმე გზა:
ლოცვა. იესო ქრისტეს სახელით ლოცვისას, ჩვენნაირი არასრულყოფილი ხალხსთვის სრულყოფილ ღმერთთან ლაპარაკი შესაძლებელი ხდება. შეგვიძლია ვილოცოთ მეტი ძალისთვის ნებისმიერ სიტუაციაში და ღმერთი გვიპასუხებს - შესაძლოა ყოველთვის იმ გზით არა, როგორც ჩვენ გვსურს ან ველით, მაგრამ ეს ჩვენთვის იქნება კურთხევა. მხსნელის მოწოდება ჭეშმარიტია: „ითხოვეთ და მიიღებთ“ (იხ. იოანე 16:24; 3 ნეფი 27:29; მოძღვრება და აღთქმები 4:7).
სულიწმინდის ძღვენი. მამაზეციერი, იესო ქრისტე და სულიწმინდა ერთიანნი არიან მიზანში. ისინი ერთად მოქმედებენ! ყოველთვის, როდესაც თქვენ გრძნობთ სულიწმინდისგან წინამძღოლობასა და ნუგეშს, ამ დროს ასევე ქრისტე გეხმარებათ.
აღთქმების დაცვა. უხუცესი დეილ გ. რენლანდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვასაწვლის: „ტერმინი აღთქმის გზა ნიშნავს მთელ რიგ აღთქმებს, რომლებსაც ქრისტემდე მივყავართ და გვაკავშირებენ მასთან. ამ აღთქმის კავშირის მეშვეობით ჩვენ მის მარადიულ ძალაზე მიგვიწვდება ხელი“ (2023 წ.აპრილის გენერალური კონფერენცია [ლიახონა, მაისი, 2023 წ., 36]).
მადლი. როდესაც გამოვავლენთ რწმენას იესო ქრისტეში და ვინანიებთ, ჩვენ შეგვიძლია დამატებითი დახმარებისა და ძალის მიღება (რასაც ასევე მადლი ეწოდება), რომ შევასრულოთ ის ყოველივე, რასაც მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ შევძლებდით (იხ. წმინდა წერილების გზამკვლევი, „მადლი“). ეს ძალა ან მადლი შესაძლოა მრავალი გზით მოვიდეს: სულიწმინდისგან, მეგობრის ან უცნობის სახით, გრძნობის ფორმით. მოკლედ, ყველაფერი კარგი მოდის ქრისტესგან (იხ. მორონი 7:22). როდესაც საკუთარ თავში შეამჩნევთ უფრო მეტ მოთმინებას, მეტ ენერგიას, მეტ ძალას გამძლეობისთვის, ამოიცანით ეს, როგორც ქრისტესგან მიღებული დახმარება.
გახსოვდეთ, რატომ და როგორ
ასე რომ შემდეგში, როდესაც შეკითხვაზე ან პრობლემის გადასაჭრელად პასუხი დაგჭირდებათ, მიმართეთ ქრისტეს. გახსოვდეთ, რომ მის მიერ ცოდვასა და მოკვდავთა ყველა სხვა გამოწვევაზე გამარჯვების შედეგად, არაფერია შეუძლებელი. ეძიეთ მისგან კურთხევის მიღების გზები და თქვენ დაინახავთ მის ზეგავლენას საკუთარ ცხოვრებაში. თქვენ მას ძლიერად უყვარხართ!
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აპრილი, 2025 წ.. Georgian. 19625 131