„იესო ქრისტე: იმედი და დაპირება აღდგომისა,“ ლიახონა, აპრ. 2025 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა, აპრილი, 2025 წ.
იესო ქრისტე: იმედი და დაპირება აღდგომისა
აღდგომის იმედისა და დაპირების საშუალებით, იესო ქრისტე ჩვენი გულების საწადელს უზრუნველყოფს და პასუხობს ჩვენი სულების შეკითხვებს.
ილუსტრაციები მიქაელ დანფორდის მიერ
ამ გზავნილის წასაკითხად გამოძებნეთ მშვიდი დრო და სივრცე სულიერი სიწმინდისთვის.
ძალიან ხშირად ჩვენი სამყარო ხმაურიანია, პრეტენზიითა და სიამაყით გადაჭედილი. მაგრამ როდესაც ვართ ღია, გულახდილები და დაუცველები საკუთარ თავთან და ღმერთთან, აღდგომის იმედი და დაპირება იესო ქრისტეში ნამდვილი ხდება. ასეთ მომენტებში ჩვენ შევჩივით:
„როგორ შემიძლია კვლავ ვნახო ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი მეგობარი, თუ საყვარელი ადამიანი?“
„ხშირად წარმავალი ‘საკუთარ თავს ვირჩევ’ ურთიერთობების სამყაროში, სად შემიძლია ვიპოვო და ვიგრძნო სიმშვიდე, იმედი და ერთობა ღმერთთან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:19), ჩემს გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან?“
„არსებობს ვინმე, ვინც შეიძლება მიყვარდეს - და ვისაც ნამდვილად ვეყვარები? შეუძლიათ თუ არა აღთქმის ურთიერთობებს ზრდა და ხანგრძლივი არსებობა, არა უბრალოდ ზღაპრად, არამედ სიკვდილზე ძლიერ კავშირში, ნამდვილ ბედნიერებაში და სამუდამოდ?“
„სადაც დიდი ტკივილი, გაჭირვება და უსამართლობაა, როგორ შემიძლია წვლილი შევიტანო მშვიდობაში, ჰარმონიასა და გაგებაში იესო ქრისტეში და მის აღდგენილ სახარებასა და ეკლესიაში?“
აღდგომის ამ პერიოდში, მე გიზიარებთ ჩემს დამოწმებას იესო ქრისტეს შესახებ და მის დაპირებასა და იმედზე.
აღთქმის კუთვნილებისა და მიზნის დაპირება
ღმერთი, ჩვენი მარადიული მამაზეციერი; იესო ქრისტე, მისი საყვარელი ძე; და სულიწმინდა ახლოს არიან პირადად ჩვენთან. მათი უსასრულო და მარადიული სინათლე, თანაგრძნობა და გამომსყიდველი სიყვარული ჩაქსოვილია ჩვენი შექმნის მიზანსა და არსებობის საფუძველში (იხ. ალმა 30:44; მოსე 6:62-63).
სამოთხის წინამიწიერ საბჭოში, „როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძენი [და ასულნი] ყიჟინებდნენ“ (იობი 38:7). ჩვენ ვირჩევთ არჩევანს. ახლა ჩვენ რწმენით ვცხოვრობთ. ჩვენი საკუთარი გამოცდილებით, ჩვენ აღმოვაჩენთ ღმერთის დაპირებულ მშვენიერებას, სიცხადეს, სიხარულსა და მიზანს მოკვდავი ცხოვრების გაურკვევლობების, იმედგაცრუებებისა და გამოწვევების გარემოცვაში.
ჩვენ არ ვართ გამიზნული ეგზისტენციალურ გაურკვევლობაში მარტო ვიხეტიალოთ. ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ზეცასთან, ჩამოვიყალიბოთ რწმენა და მივეკუთვნებოდეთ წმინდანთა ოჯახებსა და საზოგადოებას, და გავხდეთ საკუთარი თავების ყველაზე მართალი, თავისუფალი, ნამდვილი და სიხარულით სავსე გამოვლინებები, ღმერთის მცნებების ჩვენი ნებითა და სიხარულით დაცვით. გამოსყიდვა - გა-მო-სყი-დვა - იესო ქრისტეში და მისი მეშვეობით შესაძლებელია აღთქმას მიკუთვნება.
იესო ქრისტეს სიცოცხლისა და მისიის იმედი
ყოველდღე, აღდგომის იმედი და დაპირება მოიცავს კურთხევებსა და სწავლებებს, რომელიც იესო ქრისტემ გაგვიზიარა მისი სრულყოფილი მიწიერი მსახურებისას. დასაბამიდანვე ხელდასმული, იესო ქრისტე იყო მხოლოდშობილი ძე ღვთისა (იხ. იაკობი 4:5; ალმა 12:33-34; მოსე 5:7, 9). ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე (იხ. ლუკა 2:52). მხოლოდ მამის ნების შესრულების ძიებით, იესო ქრისტე მიუტევებდა ცოდვებს, კურნავდა უძლურებს, აღადგენდა მკვდრებს და ანუგეშებდა ავადმყოფებსა და მარტოსულებს.
ერთხელ, 40 დღიანი მარხვის შემდეგ, მან დაამოწმა, „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“ (ლუკა 4:18;; იხ. ასევე ესაია 61:).
ეს თითოეული ჩვენგანია.
საიდუმლო სერობისას, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა (იხ. იოანე 13:4–8). ახალ და ძველ სამყაროებში, ორივეში, „ცოცხალი წყალი“ და „პური სიცოცხლისა“ თავად ამკვიდრებს ზიარებას. ზიარების წმინდა წეს-ჩვეულებისას ჩვენ მივმართავთ მამაზეციერს და ვდებთ აღთქმას, რომ საკუთარ თავზე ავიღებთ იესო ქრისტეს სახელს, ყოველთვის გვემახსოვრება იგი და მის მცნებებს დავიცავთ, რათა მისი სული მუდამ იყოს ჩვენთან (იხ. ლუკა 22:19-20; 3 ნეფი 18:7, 10-11).
გეთსიმანიის ბაღში იესო ევნო იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანს შეუძლია გაუძლოს, რათა ჩვენ გამოვესყიდეთ. სისხლი სდიოდა ყოველი ფორიდან. მან ეს ტკივილი გადაიტანა ყველასათვის, რათა თუ მოვინანიებთ ჩვენ არ დავიტანჯოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:11; 19:16).
იესო ქრისტეს ჯერ უღალატეს და უსამართლოდ დასდეს ბრალი, შემდეგ დასცინეს და გაამათრახეს და ეკლის გვირგვინი დაადგეს მის თავმდაბალ თავს (იხ. მათე 27:26, 29; მარკოზი 15:15, 17, 20, 31; ლუკა 22:63; იოანე 19:1-2). „დაჭრილი ჩვენი დანაშაულების გამო … მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ“ ესაია 53:5). ის მოვიდა ამ სამყაროში მამის ნების შესასრულებლად (იხილეთ 3 ნეფი 27:14). მიუხედავად ამისა, ჯვარზეც კი, იესო ქრისტემ მიუტევა (იხ. ლუკა 23:34). მან იოანეს სთხოვა, რომ მის დედაზე ეზრუნა (იხ. იოანე 19:26-27). ის მიტოვებულად გრძნობდა თავს (იხ. მათე 27:46; მარკოზი 15:34). წმინდა წერილის შესასრულებლად, მან თქვა, რომ სწყუროდა (იხ. იოანე 19:28). როდესაც ყველაფერი შესრულდა, მან თავადვე „განუტევა სული“ (ლუკა 23:46; ასევე იხ. იოანე 10:17-18).
იესო ქრისტემ იცის, როგორ დაგვეხმაროს დაავადებისას, გაჭირვებისას, მარტოობისას, გარიყულობისას და სირთულეებისას (იხ. ალმა 7:12). ასეთი განსაცდელები ხშირად სხვების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგია. მან ასევე იცის, როგორ გაიხაროს ჩვენთან ერთად ჩვენი სიამოვნებითა და მადლიერებით, როგორ იტიროს ჩვენთან ერთად, როდესაც ჩვენი სიხარული სავსეა. სათუთად, ის მოგვიწოდებს თავისი სახელით, თავისი ხმით, თავის სამწყსოში. იგი ყოველ ადამიანს უხმობს ყველგან. იგი გვიწვევს, რომ დავინახოთ და გავიაზროთ მიწიერი ცხოვრება მარადიული გადმოსახედიდან. როცა ჩვენ პატიოსნად ვცხოვრობთ და ვიცავთ ჩვენს აღთქმებს, იგი გვპირდება, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 90:24; რომაელთა 8:28).
მისი დროით და გზით, მოდის აღდგენა - არამხოლოდ ისე, როგორც ყველაფერი იყო, არამედ ისე, თუ როგორი შეიძლება გახდეს. ჭეშმარიტად, იესო ქრისტეს შეუძლია ჩვენ გაგვათავისუფლოს ტყვეობისა და ცოდვისაგან, სიკვდილისა და ჯოჯოხეთისაგან, და შეუძლია ჩვენი ღვთიური იდენტობის მიღწევაში დაგვეხმაროს, როდესაც ჩვენს წარმოსახვაზე უკეთესები გავხდებით, რწმენისა და მონანიების მეშვეობით.
ხსნის დაპირება
იესო ქრისტეს წყალობით, სიკვდილი არ არის ჩვენი დასასრული. აღდგომისას ჩვენ ვაცხადებთ:
მამის ბრძანებულებითა და ძალაუფლებით, იესოს შეეძლო საკუთარი სიცოცხლის დათმობა და კვლავ დაუფლება (იხ. იოანე 10:17). სანამ მისი სხეული განისვენებდა სამარხში, იესო ქრისტე ემსახურებოდა და აწესრიგებდა სულების სამყაროს, და გამოაცხადა „მათი გამოსყიდვა სიკვდილის ბორკილებიდან“ (მოძღვრება და აღთქმები 138:16).
მესამე დღის დილას, იგი სამარხიდან აღდგა. იგი ესაუბრა მარიამს. იგი გამოეცხადა ემაუსისკენ გზაზე მიმავალ ორ მოწაფეს, საკუთარ მოციქულებსა და სხვებს. (იხ. მათე 28; მარკოზი 16; ლუკა 24; იოანე 20.)
ქიაზმატურ დამოწმებაში მან მოუხმო საკუთარ მოწაფეებს, რომ ბადეები გემის მეორე მხარეს ეტყორცნათ; ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ სავსე იყო თევზით, ბადე არ გაწყდა (იხ. იოანე 21:6-11; ლუკა 5:3-7). მან გამოკვება მოწაფეები და სამჯერ სთხოვა პეტრეს, რომ მისი ცხვრები და კრავები გამოეკვება (იხ. იოანე 21:12-17). ის ამაღლდა ზეცად, გამოაცხადა რა, რომ მისმა იმდროინდელმა მოწაფეებმა და ახლა ჩვენ ყველამ გავავრცელოთ აღდგომის ბრწყინვალე ამბავი და მისი სახარება ვიქადაგოთ ყველა ერში, ტომში და ხალხში. (იხ. მათე 28:19-20; მარკოზი 16:15).
იესო ქრისტე არის მწყემსი კეთილი და ღვთის კრავი. მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა თავისი ცხვრებისათვის და საკუთარ სიცოცხლეს უძღვნის მათ. ბაღში და ჯარზე, მან აიტანა აუტანელი და ევნო ჩვენთვის. დროსა თუ მარადისობაში, იგი საკუთარი მაგალითით გვიჩვენებს, როგორ „ხსნის სიკვდილი დერეფანს მარადისობისკენ“.
იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და აღდგომის ძალით, ჩვენი სხეულები და სულები კვლავ გაერთიანდებიან ფიზიკური აღდგომისას. ჩვენ ვიქნებით დიდებულნი, აღდგენილი ვიქნებით გარეგნულად და ფიზიკურად, კიდურიდან კიდურამდე. ჩვენს თავებზე თმებიც კი აღდგება. ჩვენ გავთავისუფლდებით ასაკოვანი სნეულებებისგან, დაავადებისგან, ფიზიკური დაზიანებებისგან და გონებრივი არასრულყოფილებისგან. ქრისტეს გამოსყიდვას შეუძლია გვაკურთხოს ყოველგვარი სულიერი განშორებისა და სულიერი სიკვდილის გადალახვით. მონანიების პირობით, ჩვენ გათავისუფლებულები ვართ ყოველგვარი ცოდვისგან და უბედურებისგან და ხსნილი გვაქვს გზა სიყვარულისა და სიხარულის მარადიული სისრულისაკენ. წმინდა, სუფთა, თავისუფლები, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს ყველაზე სანუკვარ ოჯახურ ურთიერთობებს ჩვენი მამა ღმერთის და იესო ქრისტეს დიდებულ, ცელესტიურ გარემოცვაში.
ჩვენს საყვარელ ადამიანებს კვლავ ვიხილავთ. როდესაც კვლავ შევხვდებით საყვარელ ადამიანებს, ჩვენ ერთმანეთს დავინახავთ მარადიული გადმოსახედიდან - უფრო დიდი სიყვარულით, გაცნობიერებითა და სიკეთით. იესო ქრისტეს გამოსყიდვას შეუძლია დაგვეხმაროს იმის გახსენებაში, რაც მნიშვნელოვანია და იმის დავიწყებაში, რაც - არ არის. ჩვენი მხსნელისა და ურთიერთობების მიმართ მეტ რწმენასა და მადლიერებას მოაქვს სიმშვიდე, გვაშორებს ტვირთს, შეარიგებს გულებს და აერთიანებს ოჯახებს დროსა და მარადისობაში.
სიუხვისა და სიხარულის იმედი
აღდგომა იესო ქრისტეში მოიცავს ზეცის სარკმელების გაღებას, ვაზის ნაყოფის გამრავლებას, და მიწები ხდება აღმაფრთოვანებელი. აღდგომა იესო ქრისტეში მოიცავს ქვრივთა და ობოლთა, დამშეულთა და უმწეოთა, შეშნებულთა, დაჩაგრულთა ან უდანაშაულო დაზარალებულთა ნუგეშსა და მათზე ზრუნვას. ყოველი მათგანის გათვალისწინებით, იესო ქრისტე გვიწვევს, რომ მოვინახულოთ და მოვემსახუროთ მათ სიყვარულითა და თანაგრძნობით, როგორც ეს მას ახასიათებს.
ყველა სიკეთეში იესო ქრისტე უხვად აღადგენს (იხ. იოანე 10:10; ალმა 40:20-24). ის გვპირდება, რომ „დედამიწა სავსეა და არის მასზე საკმარისზე მეტიც“ (მოძღვრება და აღთქმები 104–17). ყოველივეს აღდგენა მის მიერ მოიცავს უფლის სახარებას, მისი მღვდლობის უფლებამოსილებასა და ძალას, წმინდა წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს, რომელიც მის ეკლესიაში არსებობს, რომელსაც მისივე სახელი ეწოდება, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.
აღდგომა იესო ქრისტეში მოიცავს მეტი უფლის წმინდა სახლების მიახლოვებას ღმერთის შვილებთან, მრავალ ადგილას, რომლებსაც ჩვენს გულებთან მოაქვს მოძღვრება „გამარჯვებულნი სიონის მთაზე“ (იხ.აბადია 1:21). უფალი უზრუნველყოფს განწმენდილ, უანგარო გზას, რათა ჩვენ დედამიწაზე შევთავაზოთ ის, რაც გარდაცვლილ ახლობლებს სჭირდებათ და სურთ მარადისობაში, რასაც ისინი თავად ვერ მოიპოვებენ.
ასეთია ჩემი იმედი, დაპირება და დამოწმება. მე ვმოწმობ ჩვენი მამა ღმერთის, ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტესა და სულიწმინდის შესახებ. აღდგომისას და ყოველდღე, დაე, გვეპოვოს მარადიული იმედი და დაპირება ღმერთის ბედნიერების გეგმაში, მისი აღთქმების გზით ღვთიური გარდასახვისა მოკვდავობიდან უკვდავებაში და მარადიულ სიცოცხლეში. დაე, ყოველდღე იესო ქრისტეს გამოსყიდვის სიმტკიცემ მოგვაშოროს ტვირთი, დაგვეხმაროს სხვათა გაჭირვებისას ნუგეშში და გაათავისუფლოს ჩვენი სულები, რათა მივიღოთ მისი სიხარულის სისავსე.
აღდგომის იმედისა და დაპირების საშუალებით, იესო ქრისტე ჩვენი გულების საწადელს უზრუნველყოფს და პასუხობს ჩვენი სულების შეკითხვებს.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, April 2025. Georgian. 19612 131