ლიახონა
მღვდლობა აღდგენილია
მარტი 2025


„მღვდლობა აღდგენილია,“ მეგობარი, მარტი, 2025, 26–28.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , მარტი, 2025

მღვდლობა აღდგენილია

ამ ამბის წასაკითხად იხ. ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:66–73 და მოძღვრება და აღთქმები 27:12.

ჯოზეფ სმითი ესაუბრება ოლივერ ქაუდერის, წარმოსახვის ბუშტით ასახულია ნეფიელების მონახულება ქრისტეს მიერ

ოქროს ფირფიტების მიღების შემდეგ ჯოზეფ სმითმა მათი თარგმნა დაიწყო. ოლივერ ქაუდერი იწერდა მის სიტყვებს. თარგმანზე მუშაობისას მათ შეიტყვეს, რომ იესო ქრისტეს სურდა ყველა მონათლულიყო.

ჯოზეფ სმითი და ოლივერ ქაუდერი ტყეში ლოცულობენ

ჯოზეფს და ოლივერს აინტერესებდათ, ვის ჰქონდა ღვთის ძალა ხალხის მოსანათლად. ისინი წავიდნენ ტყეში სალოცავად და ღმერთისთვის საკითხავად.

ანგელოზი ჯოზეფ სმითს თავზე ხელებით ეხება

როდესაც ისინი ლოცულობდნენ, უცებ ანგელოზი გამოჩნდა. მან თქვა, რომ იგი იოანე ნათლისმცემელი იყო, რომელმაც ძველად იესო ქრისტე მონათლა. ჯოსეფს და ოლივერს აარონის მღვდლობა უბოძა, რათა მათ სხვების მონათვლა შეძლებოდათ. მღვდლობა არის ღვთის ძალა. იგი გამოიყენება ღვთის შვილების დალოცვისათვის.

ჯოზეფ სმითი ნათლავს ოლივერ ქაუდერის

იოანე ნათლისმცემელმა უთხრა ჯოზეფს და ოლივერს, რომ მონათლულიყვნენ. ისინი მდინარეში შევიდნენ და ერთმანეთი მონათლეს. წყლიდან ამოსვლისას ისინი აღივსნენ სულიწმინდით. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

სამი ანგელოზი ჯოზეფ სმითს თავზე ხელებით ეხება

მოგვიანებით სხვა ანგელოზებიც მოვიდნენ. იესო ქრისტეს სამმა მოციქულმა - პეტრემ, იაკობმა და იოანემ -მელქიცედეკის მღვდლობა მიანიჭეს ჯოზეფსა და ოლივერს. ამიერიდან ჯოზეფსა და ოლივერს შეუძლიათ, სულიწმინდის ძღვენი სხვებს უბოძონ.

გასაფერადებელი გვერდი

იესოს უყვარს გულის სიმღერა

გული მუსიკალური ნოტებით

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

როგორ გრძნობთ თავს იესო ქრისტეზე სიმღერისას?