ლიახონა
როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში და „გვერდზე გადავდოთ ამქვეყნიური საზრუნავი“?
მარტი 2025


ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, მარტი, 2025

როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში და „გვერდზე გადავდოთ ამქვეყნიური საზრუნავი“?

იესო ქრისტე აკურთხებს ნეფიელ მოწაფეებს

მოწაფეები, რომლებიც მან აირჩია, ქეისი ჩაილდსის მიერ

უფალმა თქვა, „გვერდზე გადადე ის, რაც არის ამაქვეყნისა და ეძიე ის, რაც არის უკეთესი.“ (მოძღვრება და აღთქმები 25:10). ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად უგულებელვყოთ მიწიერი და მატერიალური საჭიროებები, თუმცა იგულისხმება, რომ ჩვენი გულები მიმართული არ უნდა იყოს სიმდიდრეზე, ძალაუფლებაზე, პოზიციაზე ან მსოფლიო აღიარების მოპოვებაზე. აი, ზოგიერთი პრინციპი, რომელიც გვასწავლეს ამ სამყაროში ცხოვრებისათვის:

გაანთავსეღვთის საქმეებიპირველ ადგილზე „თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე“ (მათე :33). ჩვენს გულებსა და ცხოვრებაში ღმერთის მცნებები და ჩვენს მიერ მასთან დადებული აღთქმები არის ჩვენი პრიორიტეტი.

ეძიეთ სწავლა. „გარშემო სამყაროს შესწავლისას, ასევე ისწავლეთ მხსნელის შესახებ. … რაც უფრო მეტს ისწავლით, მით მეტად შეგეძლებათ ღმერთის სამეფოს აშენებაში დახმარება და სამყაროზე დადებითი გავლენის მოხდენა“ (ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევანის გაკეთების გზამკვლევი [2022], 31, 32).

მუშაობა. „მუშაობა სახარების მნიშვნელოვანი პრინციპია. ის ხელს უწყობს ზრდას და გვავითარებს ჩვენ. … უფალს არამხოლოდ სურს, რომ ჩვენს ოჯახებზე ვიზრუნოთ, არამედ ვიყოთ ‘მგზნებარედ ჩართული მართალ საქმეში’ [მოძღვრება და აღთქმები 58:27]“ („Employment,“ Topics and Questions, Gospel Library).