ლიახონა
პირველი ხილვა
იანვარი, 2025 წ.


„პირველი ხილვა“, მეგობარი, იანვარი 2025 წ, 26-28.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი, იანვარი, 2025 წ.

პირველი ხილვა

შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ამბავი ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:1–20-ში.

ჯოზეფ სმითი უყურებს ადამიანს, რომელიც შეკრებილი ხალხისთვის ქადაგებს

ჯოზეფ სმითი ახალგაზრდა რომ იყო, მრავალი ეკლესია სხვადასხვა რამეს ასწავლიდა იესო ქრისტეს შესახებ. ჯოზეფმა არ იცოდა, რომელ ეკლესიას შეერთებოდა.

ჯოზეფ სმითი კითხულობს ბიბლიას

ერთხელ, მან წაიკითხა იაკობი 1:5 ბიბლიაში. იქ ნათქვამი იყო, რომ თუ სიბრძნე გვჭირდება, შეგვიძლია ღმერთს ვთხოვოთ. ჯოზეფმა გადაწყვიტა, ასე მოქცეულიყო.

ჯოზეფ სმითი ტყეში მიდის

გაზაფხულის მშვენიერ დღეს ჯოზეფი წავიდა პატარა ტყეში, რათა მამაზეციერისადმი ელოცა.

ჯოზეფ სმითი ლოცულობს

ჯოზეფმა დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო. მაგრამ შემდეგ სიბნელე იგრძნო მის ირგვლივ. ჯოზეფს შეეშინდა. მან ღმერთს მიმართა დახმარებისთვის.

ზეციური მამისა და იესო ქრისტეს ჯოზეფ სმითისადმი გამოცხადება

უეცრად ჯოზეფმა იხილა ციდან ჩამომავალი კაშკაშა სინათლე. მან მამაზეციერი და იესო ქრისტე იხილა ჰაერში მდგომები. მამაზეციერმა ჯოზეფს სახელით მიმართა. შემდეგ იესო ქრისტეზე მიუთითა და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მოუსმინე მას!“

იესო ქრისტე

იესომ უთხრა ჯოზეფს, არ შეერთებოდა არცერთ ეკლესიას.

მუხლმოყრილი ჯოზეფ სმითი ზემოთ იყურება

ჯოზეფი დაეხმარებოდა დედამიწაზე სახარების აღდგენაში.

გაღიმებული ჯოზეფ სმითი ტყიდან გამოდის

ჯოზეფი აღარ იყო დაბნეული. იგი სიხარულით აღვსილი იყო! მან იცოდა, რომ ღმერთს უყვარს იგი. ზოგს არ სჯეროდა, რომ ჯოზეფმა მამაზეციერი და იესო ქრისტე იხილა, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს მართალი იყო.

გასაფერადებელი გვერდი

ზეციურ მამას ესმის ჩემი ლოცვები და მპასუხობს.

პირველი ხილვის გასაფერადებელი გვერდი

ქორი ეგბერტის ილუსტრაციები

მამაზეციერმა ჯოზეფ სმითის ლოცვას უპასუხა. ის შენს ლოცვასაც უპასუხებს!