ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, იანვარი, 2025 წ.
დაეყრდენით ქრისტეს
2025 წლის ახალგაზრდების თემა დაგეხმარებათ, ნდობა და რწმენა ეჭვსა და შიშზე ზემოთ დააყენოთ.
ჩვიდმეტი წლის კეილი გულშემატკივრების გუნდში იყო, სანამ უბედური შემთხვევის გამო ტვინის ტრავმა არ მიიღო. აღდგენის პროცესში ის სკოლაში ვერ დადიოდა და თავს მარტოდ და იზოლირებულად გრძნობდა. ის ემოციურად იტანჯებოდა და არ იცოდა, სად ეძება დახმარება. მეგობარმა ურჩია, მისიონერებისთვის მოესმინა. მათ იესო ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ ასწავლეს. ქრისტეს შესახებ მეტი რომ შეიტყო, მას იმედი მიეცა და ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თავად ღმერთი უწვდიდა მას დახმარების ხელს.
კეილიმ უთხრა დედას: „არასოდეს მიგრძვნია, რომ ღმერთს ვუყვარვარ. მაგრამ ახლა ვიცი, რომ მას ვუყვარვარ“.
დედამისი, მიშელი, ცოტათი გაოცებული იყო. სხვადასხვა კითხვების, ეჭვებისა და შეშფოთების გამო ის და მისი მეუღლე, ბროკი, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიიდან წამოვიდნენ, როცა კეილი შვიდი წლის იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ქალიშვილი უფრო ბედნიერი იქნებოდა ამ შეხვედრებისა და მცნებების გარეშე. მათ არ ეგონათ, რომ მათი არჩევანი კეილის ღმერთთან ახლო კავშირისგან დააშორებდა. როცა მიშელმა და ბროკმა დაინახეს, როგორ შეიცვალა კეილი ისინი მიხვდნენ, რომ დიდი ხანია, არ უგრძვნიათ ღმერთთან სიახლოვე და მათ სურდათ კვლავ ეგრძნოთ ეს ახლო ურთიერთობა.
ისინი თავიანთ ეპისკოპოსს შეხვდნენ და მალე ოჯახი, კეილის ძმის, ბრეიდენის ჩათვლით, ეკლესიაში დაბრუნდა. ღმერთთან სიახლოვის შეგრძნებამ და ხელახლა კავშირმა, განსაკუთრებით ლოცვის საშუალებით, მათი რწმენა აღადგინა. ეკლესიაში დაბრუნებამ არ მოაგვარა კითხვებთან თუ შეშფოთებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ ღმერთთან ძლიერი პირადი კავშირის დამყარება მათ ურწმუნობაზე მნიშვნელოვანი იყო.
და ყოველივე ეს დაიწყო, როცა მეგობარმა - თქვენმა მსგავსმა მოზარდმა, მოიწვია კეილი, ქრისტეს დაყრდნობოდა. და ისც ასე მოიქცა!
იესო ქრისტემ თქვა: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ“ (მოძღვრება და აღთქმები 6:36). ეს არის 2025 წლის ახალგაზრდების თემის შთაგონება. ნება მოგვეცით, გაგიზიაროთ, როგორ დააყენოთ ნდობა და რწმენა ეჭვსა და შიშზე ზემოთ, თუკი ქრისტეს დაეყრდნობით:
მარცხნიდან მარჯვნივ: და რუნია, პრეზიდენტი ფრიმენი, და სპანაუსი
თამარა ვ. რუნია
როცა მიჭირს, ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, რომ იესო ქრისტე დგას ჩემკენ გაწვდილი ხელებით და ეს მეხმარება. როცა მას ვეყრდნობი, ვიხსენებ სიტყვებს სიმღერიდან: „იესოს გვერდით ვივლი“, „ის არასოდეს მიმატოვებს, მაშინაც კი, თუ დავეცი“.
ემილი ბელ ფრიმენი
როცა ამ თემასთან დაკავშირებულ წმინდა წერილს ვკითხულობ, პეტრე მახსენდება გალილეის ზღვაზე. ქარიშხალზე ყურადღების გადატანამ მისი შიში და ეჭვი გააძლიერა, რის გამოც მან ტალღებში ჩაძირვა დაიწყო. მაგრამ მხსნელზე ფოკუსირებამ შეაძლებინა მას, გაეკეთებინა ის, რაც არასდროს არ შეეძლო: მან წყალზე გაიარა! ეს მართლაც თვალსაჩინოა. თქვენ რის მიღწევას შეძლებთ, მას თუ დაეყრდნობით?
ანდრეა მუნიოზ სპანაუსი
როცა შიშს ვგრძნობ, განურჩევლად იმისა, სად ვარ ან რა სიტუაციაში, იმწუთასვე ვიწყებ ფიქრს ჩემს ურთიერთობაზე მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან. გონებაში რამდენჯერმე ვიმეორებ: მე ღვთის ასული ვარ. მე ამას იქამდე ვაკეთებ, სანამ უკეთ არ ვიგრძნობ თავს. ეს ყოველთვის მუშაობს!
მარცხნიდან მარჯვნივ: ძმა ვილკოქსი, პრეზიდენტი ლუნდი, ძმა ნელსონი
ბრედლი რ. ვილკოქსი
ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ ზრუნავს თქვენზე და ვის უყვარხართ ყველაზე მეტად. თქვენი მშობლები და ეკლესიის ხელმძღვანელები? ადამიანები სოც.ქსელებიდან, რომლებისთვისაც თქვენ უბრალოდ ციფრი ხართ? დაეყრდენით მამაზეციერს და იესო ქრისტეს. ისინი მართლა ზრუნავენ თქვენზე!
სტივენ ჯ. ლუნდი
გახსოვდეთ, რასაც გახსენებენ, როცა აარონის მღვდლობის ქვორუმის და ახალგაზრდა ქალების თემებს იმეორებთ: თქვენ ხართ ღვთის საყვარელი ძე ან ასული. გჯეროდეთ, რომ მამაზეციერს აქვს თქვენთვის გეგმა. დაეყრდნო ქრისტეს ნიშნავს ხედავდე, რომ მისი გამოსყიდვა გეგმის შუაგულია.
მაიკლ ტ. ნელსონი
წმინდა წერილის კითხვა ქრისტეზე დაყრდნობაა! ეჭვი და შიში ბუნებრივად ქრება, როცა იესოს სასწაულებსა და სწავლებებს გვახსენებენ. ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რადგან მის სიტყვებზე მიგვიწვდება ხელი. ისინი ჩვენი ცხოვრების ყოველ სიტუაციას მიესადაგება.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly For the Strength of Youth Message, January 2025. Georgian. 19615 131