2020
მხსნელის ნათელის გაზიარება შობის დროს
დეკემბერი, 2020 წ.


„მხსნელის ნათელის გაზიარება შობის დროს“, ლიახონა, დეკემბერი, 2020 წ.

გამოსახულება
მზრუნველობა

საშობაო თემის ფოტო გადაღბულია ნიცა ბეატრის სანტილან კასტიოს მიერ; საჩუქრის ფოტო გეთი იმიჯიზ

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. დეკემბერი

მხსნელის ნათელის გაზიარება შობის დროს

გაითვალისწინეთ ისინი, ვისაც უწევთ მზრუნველობას. როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ მათ, უფრო ახლოს მივიდნენ ქრისტესთან?

მხსნელი იესო ქრისტე ჩვენ გვახსოვს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ შობა არის ის სეზონი, როცა ჩვენ ვზეიმობთ ყველაზე დიდი ძღვენის ბოძებას, რომელიც ოდესმე უბოძებიათ: ‘რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე“ (იოანე 3:16). ჩვენ, შობის დროს მზრუნველობით, ასევე შეგვიძლია, ვაჩუქოთ სხვებს საჩუქარი, რომელიც მათ უფრო ახლოს მიიყვანს მხსნელთან. შესანიშნავია, იფიქრო საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე, რომელიც სარკესავით ირეკლავს მამაზეციერის მიერ ნაბოძებ ძღვენს.

მე ახლაც ვაფასებ იმ საჩუქარს

სუზან ჰარდი, კალიფორნია, აშშ

როცა 11 წლის ვიყავი, ჩემი საკვირაო სკოლის მასწავლებელმა, ძმა დიტსმა, უთხრა ჩვენს კლასს, რომ თუ დავიზეპირებდით რწმენის სიმბოლოებს და ავუხსნიდით მას, რას ნიშნავდა ისინი, იგი გვიყიდიდა წმინდა წერილების პირად ნაკრებს.

და და ძმა დიტსები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ, რომლებსაც ახალი შექმნილი ოჯახი ჰქონდათ. მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ძმა დიტსს შეეძლო ყველასთვის საჩუქრის ყიდვა, მაგრამ გადავწყიტე, რომ თუ იგი ფიქრობდა, რომ რწმენის სიმბოლოები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ზეპირად უნდა გვცოდნოდა ისინი, მე ამ გამოწვევას მივიღებდი.

მას შემდეგ, რაც 13-ვე დავიზეპირე, დრო გავიდა და მე დაპირება დამავიწყდა.

შემდეგ, შობის დღეს, მივიღე ამანათი, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა. მე იგი გავხსენი და აღმოვაჩინე წმინდა წერილების ნაკრები, პირადად ჩემი და ბარათი, რომელშიც მაგულიანებდა, ყოველდღე წამეკითხა წმინდა წერილები. ეს იყო 1972 წ. და მე დღემდე მაქვს ეს წმინდა წერილები. ისინი უძვირფასესია ჩემთვის.

ფასის გამო კი არა, არამედ სიკეთის გამო, რომელიც მან გამოიჩინა ჩემ მიმართ და მსხვერპლი, რომლის გაღებაც მან მოისურვა, რამაც დამიტოვა დიდი სურვილი, ვისწავლო ღვთის სიტყვა. მე ვცდილობ, მივბაძო ძმა დიტსის მზრუნველობის მაგალითს იმით, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთ ვაჩუქო აზრიანი საჩუქრები იმედით, რომ შევძლებ სხვების ცხოვრების დალოცვას ისე, როგორც მან დალოცა ჩემი.

მოწვევა მონაწილეობის მისაღებად

რიჩარდ მ. რომნი, იუტა, აშშ

როცა მათ, ვინც გეგმავდნენ ჩვენი მეურვეობის წვეულებას, მთხოვეს, მომენახულებინა გარკვეული ნაკლებად აქტიური წევრები და მომეპატიჟებინა ისინი პროგრამაში მონაწილეობისთვის, გამოგიტყდებით, ვნერვიულობდი. მე დერენი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, როცა იგი მონაწილეობას იღებდა მეურვეობის წინა ღონისძიებაში. მას შუბლზე მოტოციკლეტისტის ბენდენა ჰქონდა გაკრული. გრძელი თეთრი თმა უკან ჰქონდა შეკრული, ჰქონდა სქელი თეთრი წვერი, ხელებზე კი სვირინგები.

ახლა, კომიტეტის წევრთან ერთად, მე დერენის კართან ვიდექი და ვფიქრობდი, რას იტყოდა იგი. მან შინ მიგვიპატიჟა და მე ვუთხარი, რატომ მოვედით მასთან. მან მიპასუხა: „კი, სიამოვნებით“!

მან საოცრად გაართვა დავალებას თავი და წვეულება მრავალი ხალხისთვის ძალიან დასამახსოვრებელი გახდა. ცოტა ხნის შემდეგ მე და ჩემ მზრუნველობის მეწყვილეს გვთხოვეს, რეგულარულად მოგვენახულებინა დერენი. მას ყოველთვის უხაროდა ჩვენი ნახვა და ჩვენ სასიამოვნოდ ვასაუბრობდით ხოლმე. მადლიერი ვარ, რომ შთაგონებამ - მოვიწვიოთ იგი მეურვეობის პროგრამაში მონაწილეობისთვის, მიგვიყვანა ასეთ ძვირფას ურთიერთობამდე.

შობის დროს სხვებისადმი მზრუნველობის გაწევა

აი რამდენიმე იდეა იმის თაობაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რათა ვისაც მზრუნველობას უწევთ იგრძნონ, რომ თქვენ მათზე ფიქრობთ, განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს.

  1. ზოგჯერ სატელეფონო ზარს ან მესიჯს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ზოგჯერ უბრალო ფრაზას „სალამი, როგორ ხარ“? შეუძლია ბევრი რამის შეცვლა.

  2. შემოუერთდით მათ ზეიმის დროს, როცა ეს მისაღები იქნება. შობა შეიძლება იყოს შესანიშნავი დრო იმისთვის, რომ შევიტყოთ ის, რაც საერთო გვაქვს მრწამსში. როცა უზიარებ სხვებს მრწამსს და უსმენ სხვებს, ამით უფრო ღრმა წვდომის კარი გეღება.

  3. ილოცეთ მათთვის სახელებით. სთხოვეთ მამაზეციერს, დაგეხმაროთ იმ გზების პოვნაში, რომლებითაც შეძლებთ, უფრო ახლოს მიიყვანოთ ისინი ღვთის ძესთან.

  4. უბრალო საჩუქრები ხშირად ყველაზე კარგად გამახსოვრდება. არ არის აუცილებელი, საჩუქარი იყოს დახვეწილი. დროის, მოსმენის, სურათის ან მოგონების გაზიარების ძღვენი - ყოველივე ეს შეიძლება იყოს გულით ბოძებული საჩუქარი.

  5. აჩუქეთ დამოწმების საჩუქარი. სთხოვეთ, გაგიზიარონ მხსნელის სიყვარული და ხშირად გაუზიარეთ მათ თქვენი სიყვარული უფლისადმი.

  6. მოიწვიეთ სხვები, ეწვიონ საშობაო მსახურებას. ზოგ ადამიანს სურს ღვთისმსახურების დასწრება, მაგრამ არ იცის, სად წავიდეს. მოიწვიეთ ისინი, თქვენთან ერთად მოვიდნენ ღვთის მსახურებაზე.

  7. აავსეთ მათი სახლი სიმშვიდით. უთხარით, რომ მისიონერებს აქვთ მათთვის განსაკუთრებული საშობაო გზავნილი, რომლის გაზიარებაც სურთ და იგი მათი გულებისთვის იმედისა და სიყვარულის მომტანია.

მრევლისთვის მზრუნველობის გაწევა

ყოველი მრევლის საჭიროებები განუმეორებელია. ზოგისთვის საჭიროა უფრო დიდი ღონისძიების მოწყობა. სხვა მრევლში შესაძლოა რაიმე პატარა და უბრალოა საჭირო. ისინი, ვინც მონაწილეობენ ღონისძიებების დაგეგმვაში, ლოცვით უნდა დაფიქრდნენ, როგორ უპასუხონ არსებულ საჭიროებებს.

  • პარიზის სამი პალოს წევრები საფრანგეთიდან, დაეხმარნენ „გაანათე სამყაროს“ soirée, რაც მოიცავდა შოუს „ნიჭიერი“ და მოდების შოუს. მათ მოამზადეს ნივთები, რომლებიც გადაეცა დევნილებს და უსახლკარო ადამიანებს.

  • ჩრდილოეთ ქეროლაინას შტატის შარლოტას პალომ ჩაატარა თემში „შობა მთელს მსოფლიოში“ წვეულებით, ქრისტეს შობის აღსანიშნავად, სადაც მოსულებს გაუმასპინძლდნენ სუფრით, საერთაშორისო საშობაო ტრადიციების ჩვენებით, მუსიკით, მსახურების პროექტებითა და საბავშვო საშობაო სპექტაკლით.

  • ვერო ბიჩის ფლორიდას პალოს წევრებიც შემოუერთდნენ თემის ზეიმს მიზნით, გაიხსენონ, რატომ აღვნიშნავთ შობას. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გადაეცათ სათამაშოები. დაწყებითი საზოგადოების ბავშვების გუნდმა იმღერა და მრავალ ეკლესიას ჰქონდა დადგმული საინფორმაციო ჯიხურები.

  • ფლორიდას ჯექსონვილის სამხრეთ პალომ წარადგინა სამყაროს მხსნელი თემისთვის.