2020
მზრუნველობა ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მეშვეობით
ოქტომბერი, 2020 წ.


„მზრუნველობა ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მეშვეობით“, Liahona, ოქტომბერი, 2020 წ

გამოსახულება
მზრუნველობის პრინციპები

ტომ გარნერის, ისააკ დარკო-აჩემპონგის, ალექსანდერ კ. ბოატენგისა და ჯონას რებიკის ფოტოები.

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. ოქტომბერი

მზრუნველობა ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მეშვეობით

მზრუნველობის არსია, მოიწვიო სხვები და დაეხმარო მათ ამ გზაზე.

ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მეშვეობით მზრუნველობის საშუალებები. იქნებ თქვენ ოჯახში გყავთ ბავშვები ან ახალგაზრდები? იქნებ ამ პროგრამის ხელმძღვანელი ხართ ან მზრუნველობას უწევთ ოჯახებს, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ან იქნებ იცნობთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს (ამით თითქმის ყოველი ჩვენგანი იქნება ჩართული). როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, არსებობს ამ პროგრამის ან მისი პრინციპების გამოყენების უამრავი გზა, რათა დალოცოთ სხვა ადამიანების სიცოცხლე.

ერთობლივი განვითარება

ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის შუაგული გახლავთ ფოკუსირება იმაზედ, რომ ყოველ დღე ეცადო უფრო მეტად დაემსგავსო მხსნელს, რომელიც სრულყოფილად უწევდა სხვებს მზრუნველობას. მრავალმა მათგანმა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ პროგრამაში ისწავლა, რომ რაც უფრო მეტად აღწევ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მით უკეთ ხარ აღჭურვილი იმისთვის, რომ დაეხმარო სხვებს ან გაუწიო მათ მზრუნველობა.

მაგრამ ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის დახმარებით, სხვების ცხოვრების დასალოცად არ არის საჭირო ლოდინი იქამდე, სანამ რამეს ისწავლი. სწავლას თავისთავად მოჰყვება მზრუნველობის საშუალებები.

ახალგაზრდა მამაკაცისთვის განიდან, სახელად პროფიტი, ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის ფარგლებში დასახული მიზანი - პიანინოზე დაკვრა, მხოლოდ დასაწყისი იყო. „ჩემი მიზანია, დავეხმარო სხვებს იცოდნენ, რას ვსწავლობ“, - ამბობს პროფიტი.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ ინსტრუქტორი არ არის, მისი მიზანი უკვე გადაიზარდა ისეთ რამეში, რაც მას თავიდან არც კი წარმოედგინა. ახლა პროფიტის გარდა 50 მოსწავლე დადის ფორტეპიანოს გაკვეთილებზე. და ვინ ასწავლის პროფიტსა და იმ 50 მოსწავლეს? ალექსანდერ მ. და კელვინ მ, 13 წლის ბიჭები. „ჩვენ გვინდა სხვების მიმართ სიკეთე გამოვხატოთ“ - ამბობს კელვინი.

კვირაში სამი დღე ორი ახალგაზრდა უტარებს ფორტეპიანოს საფუძვლების უფასო გაკვეთილებს ყველა მსურველს. ფორტეპიანოს გაკვეთილებს მოჰყვა დამატებითი სიკეთე. რამდენიმე მოწაფემ, რომელმაც ეკლესიის შესახებ გაკვეთილების მეშვეობით შეიტყო, შემდგომ სახარების შესწავლა დაიწყეს და გადაწყვიტეს, მონათლულიყვნენ.

როცა ვცდილობთ, უკეთესობისკენ შევიცვალოთ, ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ სხვებს მზრუნველობა იმით, რომ მოვიწვიოთ ისინი, შემოგვიერთდნენ.

მზრუნველობის გამარჯვების რეცეპტი

საბრინა სიმოეს დეს აუგუსტო, დაწყებითი საზოგადოების პალოს პრეზიდენტი კურიტიბადან (ბრაზილია) არაერთხელ გახდა მოწმე იმისა, როგორ ლოცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს მის პალოში ამ პროგრამის პირადი განვითარების ასპექტები. თუმცა მან ასევე იხილა უამრავი გზა იმისთვის, როგორ გამოიყენოს ცოდნა პირადი განვითარების შესახებ თავის მზრუნველი დის დავალებაში.

„როცა ვანვითარებ ნიჭს“ - ამბობს და აუგუსტო, „მე შემიძლია გამოვიყენო ეს ნიჭი იმისთვის, რომ დავლოცო ის, ვისაც მზრუნველობას ვუწევ“.

და აუგუსტომ ასწავლა ერთ-ერთ დას, რომელთანაც იგი მიმაგრებულია, შოკოლადის ტრიუფელების ცხობა. ახლა ეს და აცხობს და ყიდის ამ ტრიუფელებს, რათა ოჯახში დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეს. „თვეების შემდეგ მე მივიღე დალოცვა სხვა დის სახით, როცა მან მასწავლა თაფლიკვერის გამოცხობა, რომლის გაყიდვაც შევძელი“ - თქვა და აუგუსტომ. „ჩვენი ნიჭების განვითარებითა და გაზიარებით შეგვიძლია, დავლოცოთ ერთმანეთის ცხოვრება და გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა მზრუნველი დების როლში.