2020
მზრუნველობა „მოდი და გამომყევი“-ს მეშვეობით
სექტემბერი, 2020 წ


„მზრუნველობა მოდი და გამომყევი“-ს მეშვეობით, ლიახონა, სექტემბერი, 2020 წ

გამოსახულება
მზრუნველობა

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. სექტემბერი

მზრუნველობა მოდი და გამომყევი-ს მეშვეობით

როგორ შეიძლება მოდი და გამომყევი დაგეხმაროთ, შეცვალოთ სხვა ადამიანების ცხოვრება?

ხართ რა საკუთარ ოჯახში, საკვირაო სკოლის ოთახში მასწავლებლის თუ მოსწავლის როლში, სკოლაში, სამსახურში თუ კიდევ სადმე, წმინდა წერილების შესწავლა მოდი და გამომყევი -ს მეშვეობით გთავაზობთ სხვებისთვის მზრუნველობის გაწევის უხვ საშუალებებს. სწავლება, ბოლოს და ბოლოს, „კვირაობით დისკუსიის წაყვანაზე გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს; იგი მოითხოვს სიყვარულით მზრუნველობას და სახარების მეშვეობით სხვების დალოცვას“.1

მოსწავლეებთან კავშირი

როცა ოფელია ტრეჰო დე კარდენასს მოუწოდეს, ასწავლოს ახალგაზრდა ზრდასრულებს თავის მრევლში, მეხიკოს მეურვეობაში, მან იგრძნო, რომ ყოველ მის საკვირაო სკოლის მოწაფესთან ახლო ურთიერთობა გაზრდიდა მის სწავლების და მოსწავლეების გაძლიერების უნარს.

„თუ ჩემს მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობა არ მექნება და ისინი არ იგრძნობენ ჩემს სიყვარულს, ისინი არ დაიჯერებენ ჩემსას კლასში მათთვის გაკვეთილის ჩატარების დროს ან დამოწმების გაზიარებისას“ - მიპასუხა მან. „ისინი იგრძნობენ, რომ მე უბრალოდ საკვირაო სკოლის მასწავლებელი ვარ“.

მაგრამ როგორ შეძლებდა და კარდენასი ასეთი მეგობრობის ჩამოყალიბებას, თუკი ის მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ ხვდებოდა თავის მოსწავლეებს? მან პასუხი ტექნიკის მეშვეობით იპოვა. მობილური ტელეფონის აპლიკაციის, WhatsApp - ის გამოყენებით, მან მოსწავლეებთან ყოველდღიური კონტაქტი დაამყარა შეტყობინებებისა და ხმოვანი გზავნილების მეშვეობით. ახლა, ყოველ დღე, საკვირაო სკოლის გაკვეთილამდე, მოხალისე კლასიდან უგზავნის კლასის სხვა მონაწილეებს მუხლს წმინდა წერილიდან, რომელიც უკავშირდება შემდეგ გაკვეთილს და თან ერთვის პირადი აზრი. ამ აზრისა და მუხლის წაკითხვის შემდეგ მოსწავლე საკუთარ აზრს გამოხატავს წერილობით ფორმაში.

„როცა ისინი წაიკითხავენ გზავნილს, მიგზავნიან ღიმილებს, რათა მაცნობონ, რომ წაიკითხეს ან ისწავლეს ნაწყვეტი წმინდა წერილიდან და იფიქრეს მასზე“ - ამბობს და კარდენასი. როცა საკვირაო გაკვეთილის დრო დგება, მოსწავლეები მზად არიან მონაწილეობისთვის.

ამ ყოველდღიურმა კავშირმა ცოტა ხნის წინ დალოცა ერთი ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი, რომლის მშობლები არ არიან ეკლესიის აქტიური წევრები.

„ისე მიხარია, როცა მას ეკლესიაში ვხედავ, რადგან ვიცი, რომ იქ მისასვლელად მას რამდენიმე სირთულის გადალახვა სჭირდება“ - ამბობს და კარდენასი. „დარწმუნებული ვარ, რომ ნაწყვეტები წმინდა წერილიდან და აზრები, რომლებსაც მისი ჯგუფელები უგზავნიან და ამონარიდები წმინდა წერილიდან, რომლებსაც იგი პასუხად აგზავნის, მას დიდად აძლიერებენ.

და კარდენასი ამბობს, რომ მზრუნველობა წმინდა წერილის მეშვეობით არ მთავრდება მისი საკვირაო გაკვეთილებით და მისი ყოველდღიური საკლასო კავშირით წმინდა წერილთან.

„ჩემი მზადება მოიცავს ასევე ჩემი მოწაფეებისთვის ლოცვას“ - ამბობს იგი. „მე მათზე არა მხოლოდ კვირა დღეს, არამედ კვირის ყოველ დღეს ვფიქრობ. ყოველ მათგანს აქვს კონკრეტული, განსხვავებული საჭიროება. ყოველი მათგანი ღვთის შვილია. მე გაკვეთილის მზადებისას მათზე ვფიქრობ“.

და როცა იგი ასწავლის, იგი უსმენს - მოწაფეებსაც და სულიწმინდასაც.

„მასწავლებელი სულიწმინდაა“ - ხშირად ესმის მას თავისი მოწაფეების ხმებში. „ყურადღება უნდა მივაქციო, რადგან რასაც ისინი ამბობენ, სულიწმინდის გამოცხადებაა მათთვის“.

ჩვენი კლასი „საოჯახო საღამოს ჰგავს“.

კარლა გუტიერეს ორტეგა კორდობა თავს დალოცვილად გრძნობს, რადგან და კარდენასის საკვირაო სკოლის მოსწავლეა, იქ კი მზრუნველობისა და აღზრდის გარემოა. კარლა რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს ამ გარემოს, კერძოდ:

  • მომზადება: წმინდა წერილისა და აზრების გაზიარება ეხმარება სტუდენტებს, მოემზადონ მომავალი გაკვეთილისთვის. „ყოველდღიური წმინდა წერილის შესწავლა გვკვებავს და გვიღრმავებს ცოდნას“ - აგვიხსნა მან.

  • მომაწილეობა: „ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ. ეს მაძლევს იმის საშუალებას, უკეთ გავიცნო ჯგუფელები, როგორც მეგობრები, დები და ძმები“.

  • სიყვარული: „და კარდენასი ხელს გკიდებს. ჩვენს კლასში ოჯახური საღამოს შეგრძნებაა, სადაც რამდენიმე და და ძმაა. ეს განსაკუთრებული გრძნობაა“.

  • სულიწმინდა: „ჩვენს კლასში სასიამოვნო, ჰარმონიული განწყობაა, რადგან ჩვენ სულიწმინდასთან ერთ ტალღაზე ვართ“.

  • მოწმობა: „მოდი და გამომყევი დამეხმარა, მზად ვიყო მოწმობის გაზიარებისთვის. მე უფრო ღრმად მესმის მორმონის წიგნი და ბიბლია. ამიტომ თამამად ვუზიარებ იმას, რასაც ვსწავლობ, კლასელებს და თანამშრომლებს“.

სულიერი საჭიროებებისთვის მზრუნველობა.

როცა გრეგმა და ნიკი ქრისტიანსენებმა კენტუკიდან, აშშ, სამ შვილთან ერთად აბრაამის აღთქმის შესახებ წაიკითხეს წმინდა წერილში, მათ გაუჭირდათ ამის ახსნა შვილებისთვის. მათ გადაწყვიტეს, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებლად შეისწავლიდა ინფორმაციას აბრაამის აღთქმის თაობაზე და შემდეგ გაუზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნას.

„ჩვენ საინტერესო კომენტარები შეგვიგროვდა“ - ამბობს გრეგი. „ჩვენმა რვა წლის შვილმა აღმოაჩინა, რომ აბრაამს აბრამი ერქვა. მისი სახელი შეიცვალა აბრაამით, რადგან იგი დაპირდა უფალს, რომ ზურგს შეაქცევდა ცოდვას და იცხოვრებდა მართალი ცხოვრებით. მე გამიკვირდა, რომ მან ეს აღმოაჩინა“.

ყოველმა მათგანმა რაღაც ახალი იპოვა და მათ კარგი დისკუსია გამართეს იმის შესახებ, რა არის აბრაამის აღთქმა და რას ნიშნავს იგი უკანასკნელ დღეთა წმინდანებისთვის.

„ჩვენ ოთახში რიგრიგობით ვკითხულობდით წმინდა წერილს, როცა ოჯახური წმინდა წერილების შესწავლის დრო იყო“ - ამბობს ნიკი. „მოდი და გამომყევი უფრო გამოსადეგია მაშინ, როცა სულიწმინდით ვასწავლით. ახლა, ერთად სწავლებისას, ვგრძნობ, როგორ მიბიძგებს სულიწმინდა, ცოტათი შევცვალო ოჯახური დისკუსიების მიმართულება საჭიროებების მიხედვით.

მოდი და გამომყევი -ს გამოყენებამ არა მხოლოდ მეტად დააინტერესა მათი ოჯახი სახარებით და ჩართო ისინი მის შესწავლაში, არამედ დაეხმარა გრეგს და ნიკის მათი შვილების სულიერი საჭიროებების მზრუნველობაში.

მოდი და გამომყევი მეხმარება შვილების სწავლაში“ - ამბობს ნიკი. „ეს ასევე მეხმარება, გავუმკლავდე სხვადასხვა სირთულეებს, რომლებიც ზოგჯერ მიჩნდება შვილებთან მიმართებაში. მე უფრო ვეწყობი სულიწმინდის ტალღაზე, უფრო ყურადღებით ვუსმენ და მიმიღია კარნახი იმაზედ, როგორ დავეხმარო ყოველ შვილს.

გრეგი ტკბება იმ ხანგრძლივი დისკუსიებით, რომლებსაც იწვევს ოჯახში პროგრამა მოდი და გამომყევი . „ჩვენი შვილები სახარების ცოდნის სხვადასხვა საფეხურზე დგანან“ - ამბობს იგი.“მოდი და გამომყევი -მ მოგვცა იმის საშუალება, რომ ყოველ მათგანს დავეხმაროთ სწავლაში მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. არაჩვეულებრივი დალოცვაა, ხედავდე, როგორ იზრდება მათი სიყვარული სახარების მიმართ და როგორ ახერხებენ ისინი სახარების გამოყენებას თავიანთ ცხოვრებაში“.

შენიშვნა

  1. Come, Follow Me—for Sunday School: Book of Mormon 2020 (2019), 19.