2020
მზრუნველობა ზიარების შეკრების მეშვეობით
ივნისი, 2020 წ.


„მზრუნველობა ზიარების შეკრების მეშვეობით“, ლიახონა, 2020 წ. ივნისი

გამოსახულება
მზრუნველობა

ედვარდ მაკოვანის ილუსტრაციები

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. ივნისი

მზრუნველობა ზიარების შეკრების მეშვეობით

ზიარების შეკრება გვაძლევს სხვებთან ურთიერთობების დამყარებისა და მათზე მზრუნველობის საშუალებას.

ზიარების შეკრება არის სულიერი საზრდოსა და მხსნელზე და მის გამოსყიდვაზე დაფიქრების დრო. ყოველ კვირას ზიარების მიღებით ჩვენ ერთად განვისწავლებით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:110). მაგრამ ჩვენს მრევლში და მეურვეობაში არიან ისეთნი, ვინც მძიმე ტვირთს ატარებენ ან საერთოდ იქ არ იმყოფებიან.

აი რამდენიმე იდეა იმისვის, როგორ გამოვიყენოთ ეს წმინდა საათი სხვებისთვის მსახურებისთვის და ამით გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრება.

გაულამაზეთ ზიარების შეკრება მათ, ვისაც უწევთ მზრუნველობას

მზრუნველობის პროცესის შესწავლის პირველი საფეხურია - გავიცნოთ ისინი, ვისაც ვუწევთ მზრუნველობას, ასევე მათი ოჯახები და საჭიროებები. შესაძლოა არსებობდეს ხერხები, რომლების გამოყენებითაც მათი ზიარებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუმჯობესდება მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთ გაიცნობთ მათ.

ორი ტყუპი ბავშვის ახალგაზრდა დედისთვის სახელად მინდი მისი მზრუნველი დის უბრალო მცდელობამ ყოველკვირეულ ზიარების შეკრებასთან გამოცდილებაში ძალიან დიდი ცვლილება შეიტანა.

„ჩემი მეუღლის სამუშაო გრაფიკის გამო მე ყოველ კვირას ტყუპი გოგონების წაყვანა ეკლესიაში მარტოს მიწევს“ - გვეუბნება მინდი. „მართლაც ძალიან ძნელია, გაუძლო ზიარების შეკრებას ორ ენერგიულ ბავშვთან ერთად. მაგრამ ჩემმა მზრუნველობის დამ საკუთარ თავზე აიღო ჩემი დახმარება.

„იგი ჩემს გვერდით ჯდება და ყოველ კვირას მეხმარება ბავშვებთან გამკლავებაში. უბრალოდ ის ფაქტი, რომ იგი ჩემს გვერდით ჯდება, იმდენს ნიშნავს ჩემთვის და სტრესს მიმსუბუქებს, როცა ბავშვები ჯიუტობენ ან ცელქობენ. არ მგონია, მან იცოდეს, რამხელა გავლენა მოახდინა მისმა დახმარებამ ჩემზე ცხოვრების ამ ეტაპზე. მან იხილა ჩემი, ახალგაზრდა, განერვიულებული დედის საჭიროება და იგი გვეხმარება, გახადოს ჩვენთვის ეკლესია მშვიდ და ბედნიერ ადგილად.

როგორ დავეხმაროთ ადამიანებს სპეცსაჭიროებებით

  • მოახსენეთ უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების ხელმძღვანელებს წევრების საჭიროებების შესახებ.

  • ხელმძღვანელები გეგმავენ ზიარების შეკრების გამოსვლებს ისე, რომ დაეხმარონ წევრთა საჭიროებებს. თუ ისინი, ვისაც მზრუნველობას უწევთ, საჭიროებენ გარკვეული გზავნილის მოსმენას, გაუზიარეთ ეს თქვენს ხელმძღვანელებს.

  • თუ იცით, რომ ვინმეს აქვს შეზღუდული უნარები ან ალერგია საკვებზე, რაც ხელს უშლის მათ ზიარების მიღების კურთხევით ტკბობაში, გაერკვიეთ დეტალებში, რათა გადაწყვიტოთ, რისი მორგება არის შესაძლებელი მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა გაუმჯობესდეს მათი ღვთის თაყვანისცემის პირობები. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ხელმძღვანელებს.

  • თუ რომელიმე მათგანი, ვისაც მზრუნველობას უწევთ, დროებით ან სამუდამოდ ვერ გამოდის სახლიდან, სთხოვეთ თქვენს ეპისკოპოსს, სახლში მიუტანონ მათ ზიარება. თქვენ შეგიძლიათ, ზიარების შეკრებაზე გააკეთოთ ჩანაწერები და გაუზიაროთ ისინი სხვებს ტელეფონით, ელფოსტით ან პირადად.

  • თუ ვინმე, ვისაც მზრუნველობას უწევთ, პატარა ბავშვების პატრონია, შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ დახმარება ზიარების შეკრების დროს.

  • თუ ისინი, ვისაც მზრუნველობას უწევთ, ხშირად არ ესწრებიან ზიარებას, ეცადეთ გაიგოთ მიზეზი და იპოვოთ დახმარების გზები. თუ ტრანსპორტირება სჭირდებათ, შეგიძლიათ თქვენი მანქანით წაიყვანოთ. თუ ოჯახისგან მხარდაჭერას არ გრძნობენ, შეგიძლიათ მოიწვიოთ, თქვენთან დასხდნენ. შეგიძლიათ მოუმზადოთ სპეციალური მოსაწვევები, რათა თავი დაპატიჟებულად და სასურველ სტუმრად იგრძნონ.

გახსოვდეთ: უბრალო ქმედებას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს

მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, და ჯინ ბინგამი, გვასწავლიდა მზრუნველობის შესახებ: „ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ რაიმე დიდებული და გმირული უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოყვასის მსახურებაში ჩაგვეთვალოს. ამ დროს კი უბრალო მსახურებას შეუძლია მოახდინოს სხვებზე და ასევე ჩვენზეც დიადი გავლენა.1

ბელგიაში, მცირერიცხოვან მრევლში, ევიტა ხშირად უთარგმნის ესპანურენოვან სტუმრებს საეკლესიო მსახურებების დროს. ერთხელ ევიტას გააცნეს ვიღაც დომინიკის რესპუბლიკიდან, რომელიც ეკლესიით დაინტერესდა. მან ცოტა ინგლისური იცოდა, თუმცა ესპანური მისი მშობლიური ენა იყო. ასე რომ ევიტამ შესთავაზა, ეთარგმნა მისთვის ზიარების შეკრებაზე, რათა მას უფრო კომფორტულად ეგრძნო თავი.

„ზოგჯერ თარგმნა ჩემს კვირა დღეს ცოტათი უფრო დაძაბულს ხდის“, - ამბობს ევიტა. „მაგრამ როცა შთაგონებით ვეკითხები სხვებს, სურთ თუ არა თარგმანი, მე ეს სიხარულისა და სითბოს გრძნობას მგვგვრის, რადგან ვიცი, რომ შემიძლია დავეხმარო, იგრძნონ სული წმინდა და დატკბნენ შეკრებით“.

როგორ დავეხმაროთ ადამიანებს უბრალო ქმედებებით

  • გაესაუბრეთ ხელმძღვანელებს, რათა გაიგოთ, ვის სჭირდება ცოტათი მეტი დახმარება ზიარების შეკრების დროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იცით ასეთი ადამიანების შესახებ, შეატყობინეთ ეს ხელმძღვანელებს.

  • წყნარად ელოდეთ შეკრების დაწყებას. ეს დაეხმარება „ჩვენს ირგვლივ მყოფ სხვა მოდრეკილ გულს და მომნანიებელ სულს“2 რომელსაც სჭირდება სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ წმინდა ადგილში მოწიწებით ყოფნისას მოიპოვება.

  • მარხვის კვირას მიუძღვენით თქვენი მარხვა და ლოცვები მათ, ვისაც უწევთ მზრუნველობას და ვისაც დამატებითი ნუგეში ესაჭიროება.

  • ილოცეთ, რათა გაიგოთ, არის თუ არა ვინმე, ვისაც სჭირდება გვერდით ჯდომა ზიარების შეკრებაზე ან რაიმე სხვა სახის დახმარება.

ზიარების შეკრება შეიძლება ყველასთვის მისასალმებელი ადგილი იყოს

პრეზიდენტი ჯოზეფ ფილდინგ სმითი (1876-1972) გვასწავლიდა: „ზიარების შეკრება ყველა საეკლესიო შეკრებათა შორის ყველაზე წმინდაა“.3 ამიტომაც მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც ესწრება ზიარების შეკრებას, იგრძნოს თავი სასურველ სტუმრად და მიიღოს სულიერი საზრდო განსაკუთრებით ახალი წევრები ან ისინი, რომელნიც დიდი ხანია არ ესწრებოდნენ შეკრებებს.

ავსტრალიელი მერანია ახალი სამხრეთი ვესტიდან დაუმეგობრდა ქალს, რომელიც მის მეურვეობაში ეკლესიას ეცნობოდა. „იგი ახლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია“ - ამბობს მერანია. „მიყვარს ყოველ კვირას მის გვერდით ზიარების შეკრებაზე ჯდომა და ყოველთვის ვეკითხები, როგორ არის იგი და თუ შემიძლია მისი დახმარება“. ცოტა ხნის შემდეგ მერანიას მეგობარი მოინათლა. მეურვეობის წევრთა ძალისხმევამ, ასევე ზიარების შეკრებაზე მეგობრულმა ატმოსფერომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.

მზრუნველობის იდეები ახალ ან დაბრუნებულ წევრებთან მიმართებაში

  • როცა ზიარების შეკრებაზე სიტყვით აპირებთ გამოსვლას, შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობრები, ოჯახი და სხვები თქვენი გზავნილის მოსასმენად.

  • შეგიძლიათ ეძიოთ და მოიპატიჟოთ ისინი, ვინც მარტონი არიან ან საჭიროებენ დახმარებას. თუ ოჯახისგან მხარდაჭერას არ გრძნობენ, შეგიძლიათ მოიწვიოთ, თქვენთან დასხდნენ.

  • შეკრების შემდეგ შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინი, ვისაც უწევთ მზრუნველობას, ასევე სხვებიც, მომავალ საეკლესიო ღონისძიებებზე, ტაძარში ან რომელიმე წვეულებაზე.

  • თუ ის, ვისაც მზრუნველობას უწევთ, დიდი ხანია არ გამოჩენილა ზიარების შეკრებაზე, შეგიძლიათ ჰკითხოთ მას, შეკითხვა ხომ არ აქვს იმის შესახებ, რაც ასწავლეს. უთხარით მათ, რომ ყოველთვის შეუძლიათ, მოგმართონ თქვენ, თუ დასჭირდათ რომელიმე ტერმინის, ისტორიის ან სწავლების პრინციპის ახსნა. შეგიძლიათ, ერთად მოძებნოთ პასუხები, თუ საჭირო იქნება.

შენიშვნები

  1. ჯინ ბ. ბინგამი, „მხსნელის მსგავსად მზრუნველობა“, Liahona, May 2018, 104.

  2. Jeffrey R. Holland, “The Ministry of Reconciliation,” Liahona, Nov. 2019, 46.

  3. ჯოზეფ ფილდინგ სმითი, კონფერენციის მოხსენება, ოქტომბერი, 1929 წ, 60-61.