2020
მზრუნველობა ოჯახური ისტორიის მეშვეობით
თებერვალი, 2020 წ.


მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. თებერვალი

მზრუნველობა ოჯახური ისტორიის მეშვეობით

გამოსახულება
ministering

ჯოშუა დენისის ილუსტრაციები; უკანა ფონზე გამოსახულება და ფოტო გეთი იმიჯებიდან

დაეხმარო ვინმეს მის ოჯახურ ისტორიაში - მზრუნველობის ძლიერი ხერხია. როცა ვინმეს აკავშირებთ მათ წინაპრებთან ოჯახური ისტორიისა და დეტალების დახმარებით, თქვენ ავსებთ მათ გულებში ცარიელ ადგილებს, რომლების შესახებ ისინი ზოგჯერ ვერც კი ხვდებოდნენ (იხ. მალაქია 4:5-6).

ღვთის ყოველ შვილს აქვს ძლიერი სურვილი გაიგოს, საიდან მოდის იგი, იქნება ეს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო ეკლესიის წევრი თუ ის, რომელსაც არასოდეს არ სმენია იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების შესახებ.

ხშირად დიდი დრო არც არის საჭირო იმისთვის,რომ დატოვო ღრმა, ხანგრძლივი შთაბეჭდილება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ მონათხრობში.

ოჯახის პოვნა 30 000 ფუტის სიმაღლეზე

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სახლში მოვფრინავდი და აღმოვჩნდი სტივის გვერდით, რომელმაც თავისი პირადი ამბავი გამიზიარა. მან დაამთავრა უმაღლესი, 18 წლის ასაკში შევიდა აშშ-ს ჯარში როგორც კომუნიკაციების სპეციალისტი და მალე დაიწყო მუშაობა თეთრ სახლში, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის საკომუნიკაციო საკითხს უზრუნველყოფდა. 18-დან 26 წლის ასაკამდე იგი ორ აშშ-ს პრეზიდენტს ემსახურებოდა. მისი ისტორიები მომხიბვლელია!

მე ვუთხარი: „სტივ, შენ ეს ისტორიები შთამომავლობისთვის უნდა ჩაწერო“! მათ ეს ისტორიები პირადად შენგან უნდა შეიტყონ, შენი თვალით დანახული“. იგი დამეთანხმა.

შემდეგ სულიწმინდამ მიკარნახა, მეკითხა, რა იცოდა თავისი წინაპრების შესახებ. სტივმა ბევრი რამ იცოდა დედის მხარეზე, იმის ჩათვლით, რომ მისმა ოჯახმა ერთხელ ავრაამ ლინკოლნთან ისადილა, როცა იგი 1860 წ. საპრეზიდენტო კამპანიით მოგზაურობდა ქვეყნის მიდამოებში.

თუმცა მან ცოტა რამ იცოდა მამის მხარეზე. მას ძალიან სურდა, მეტი გაეგო. მე ამოვიღე ტელეფონი და გავხსენი აპლიკაცია FamilySearch. „სტივ, ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვიპოვოთ შენი ოჯახის წევრები“!

მე ჩავრთე თვითმფრინავის Wi-Fi. დავდე ტელეფონი ჩემ წინ მაგიდაზე, რათა ორივეს შეგვეძლო ყურება. ჩვენ ოჯახური ხე გავხსენით. რამდენიმე წუთში ორივენი მისი დიდი პაპის ქორწინების მოწმობას მივშტერებოდით.

„ხო, ესენი არიან“! - მითხრა მან. „ახლა გამახსენდა ბებიას გვარი“!

ჩვენ ორივენი მღელვარების სულმა მოგვიცვა. მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მისი ნაკლებად ცნობილი წინაპრების პროფილების შექმნაზე. მან სიტყვა ჩამომართვა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებდით ძებნას კოლორადოში. თვითმფრინავის დაშვებისას ჩვენ გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია.

აი ასე, 30 000 ფუტის სიმაღლეზე (9, 145 მ) ჰაერში, ხელისგულის ოდენა მოწყობილობის მეშვეობით ჩვენ ვეძებდით 100 წლის წინ დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც სტივისა და მისი ოჯახისთვის უცნობნი იყვნენ. საოცარია! მაგრამ ჩვენ ისინი ვიპოვეთ. ოჯახები დაკავშირდა. ისტორიები გაახსენდათ. ტექნოლოგიებისა და მოწყობილობის მიმართ მადლიერებას ვგრძნობდით. განა ეს სასწაულს ჩამოუვარდებოდა?

ჯონათან პეტი, კოლორადო, აშშ

ახალი ოჯახის გარემოცვაში

მარია 20 წელიწადზე მეტ ხანს ნაკლებად აქტიური წევრი იყო. რამდენიმე თვის წინ ჩვენ რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად ჩვენს სახლში, ვეძიებდით მის წინაპრებს სენსისისა და სხვა ჩანაწერების მეშვეობით. იყო მომენტი, როცა მას ცრემლები წასკდა და წამოიძახა: „ორ საათში ჩემი ოჯახის შესახებ იმდენი რამ შევიტყვე, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ვიცოდი“!

ერთად გატარებული დროის შემდეგ ჩვენ მას გავაცანით „რელატივზ ერაუნდ მი“ პროგრამა ფემილი თრიზ აპლიკაციიდან. აღმოჩნდა, რომ მე და ჩემი მეუღლე მარიას შორეული ნათესავები ვართ. მას ისევ ცრემლები წასკდა, ამბობდა რა, რომ ეგონა, მარტოდ მარტო იყო. მან არ იცოდა, რომ იმ რაიონში ნათესავები ჰყავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მარია შეხვდა ეპისკოპოსს. იგი ახლა ტაძარში წასასვლელად ემზადება და ჩვენს მრევლში ბევრ „ახალ“ ბიძაშვილ-მამიდაშვილს შეხვდა!

ქეროლ რინერ ევერეტი, ჩრდილო კაროლინა, აშშ

მსახურების რეცეპტი

ეშლის (და, რომელსაც მზრუნველობას ვუწევ) და მე ბებიებისგან რეცეპტების წიგნი გვერგო. მას - თავისი დიდი ბებიისგან ერგო, ხოლო მე ბებია გრინვუდის გარდაცვალების შემდეგ მისი რეცეპტების ყუთიდან ამოღებული ფურცლები ერთად შევკარი.

ერთხელ მე და ეშლიმ ჩვენი რეცეპტების წიგნებიდან რეცეპტები ამოვირჩიეთ, სამსახურის შემდეგ ერთად შევიკრიბეთ, რათა ისინი გამოგვეცადა. მან დესერტებიდან ამოირჩია რაღაც, ასე რომ ჩვენ ჯერ დესერტი მოვამზადეთ და შევდგით იგი ღუმელში გამოსაცხობად. მე ჩიპ დიპი ამოვარჩიე - გრინვუდების წვეულებების საფირმო ნიშანი. ეშლის ქალიშვილი, ალისი, დაგვეხმარა კერძების დაგემოვნებაში. რადგან ეშლის არ უნდოდა, რომ მის შვილებს მთლიანად შეეჭამათ დესერტი, მან დანარჩენი იმ დებს წაუღო, რომლებსაც მზრუნველობას უწევდა.

ყველაზე მეტად ამ რეცეპტების გამოცდის საღამოს ის მომეწონა, რომ საჭმლის კეთების დროს ჩვენ ვისაუბრეთ მზრუნველობის ყველა ზოგად საგანზე - მისი და ჩემი სირთულეების შესახებ. მაგრამ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ბებიებსა და დედებზე, რაც ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო.

ჯენიფერ გრინვუდი, იუტა, აშშ

დახმარების კონკრეტული ხერხები

ოჯახურ ისტორიას შეუძლია, გაგიღოთ კარი მზრუნველობის შესაძლებლობებისთვის მაშინ, როცა თითქოს სხვა ვერაფერი ვერ გააღებს მას. აი რამდენიმე იდეა:

  • დაეხმარეთ მათ, ჩაიწერონ და ატვირთონ ოჯახური ისტორიის აუდიო ჩანაწერები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც სურათები ერთვის.

  • შექმენით ფენ ჩართი ან სხვა ოჯახური ისტორიის საბეჭდი დოკუმენტი, რომელსაც საჩუქრის სახით გადასცემთ.

  • ასწავლეთ საკუთარი ისტორიის ამსახველი ხერხები დღიურის შევსების მეშვეობით, ისე რომ ეს სახალისო იყოს. აუდიო დღიური? ფოტო დღიური? ვიდეო ლოგები? მათთვის, ვისაც არ უყვარს სტანდარტული დღიურები, არსებობს უამრავი სხვა საშუალება.

  • ერთად გაემგზავრეთ ტაძარში, რათა შეასრულოთ წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის. ან შესთავაზეთ ოჯახის წევრებისთვის წეს-ჩვეულებების ჩატარება, თუკი მათ იმაზე მეტი სახელი შეაგროვეს, ვიდრე დამოუკიდებლად გამკლავებას შეძლებენ.

  • ერთად შეიკრიბეთ ოჯახური ტრადიციების გასაზიარებლად.

  • ერთად გაიარეთ ოჯახური ისტორიის გაკვეთილები.