2020
ისრაელის შეკრება მზრუნველობის მეშვეობით
იანვარი, 2020 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. იანვარი

ისრაელის შეკრება მზრუნველობის მეშვეობით

მზრუნველობა გვაძლევს საშუალებას, მივყვეთ წინასწარმეტყველის რჩევას ისრაელის შესაკრებად.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია, შევკრიბოთ ისრაელი - „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება“.1

მზრუნველობა არის შესანიშნავი საშუალება, გახდე ისრაელის შეკრების საქმის ნაწილი, თუკი გაქვს ამის სურვილი. ეს არის ადამიანების ცხოვრების შეცვლის შთამაგონებელი ხერხი. ვუწევთ მზრუნველობას ნაკლებად აქტიურ წევრებს თუ ვიწვევთ მათ, დაგვეხმარონ სხვა მრწამსის ადამიანებისთვის მსახურებაში, მზრუნველობა გვაძლევს ისრაელის შეკრების საშუალებას.

დაბრუნებული წევრების გადარჩენა

“როცა სიყვარული გვამოძრავებს, სასწაულები ხდება და ჩვენ ვიპოვით გზას, რომლითაც დავიბრუნებთ „დაკარგულ” დებსა და ძმებს და მოვაქცევთ მათ იესო ქრისტეს სახარების ყოვლის მომცველ მკლავებში. —ჯინ ბ. ბინგამი2

„მე სულ მცირე ექვსი წლის განმავლობაში ვიყავი არააქტიური, როცა მეუღლესთან ერთად გადავედი საცხოვრებლად ახალ ქალაქში. ჩემი ახალი მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი მეწვია და მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, გამოეგზავნა ჩემთან ერთ-ერთი და. ცოტა გავნერვიულდი, მაგრამ დავეთანხმე. ეს და ყოველ თვე მოდიოდა ჩემთან სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების მიმართ ალერგიული იყო, ჩემი ძაღლი კი ძალიან ალერსიანია! მისი მზრუნველობა ორი წელი გაგრძელდა და ჩამზე შეუდარებელი გავლენა მოახდინა.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტები არაოფიციალური იყო, დროდადრო იგი მისვამდა კითხვებს რომლებსაც სულიერი საუბრისკენ მივყავდით. ამის გამო ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ისინი მიბიძგებდნენ, გადამეწყვიტა, მინდოდა სახარების გზაზე წინ სვლა თუ იმავე ადგილას გაჩერება. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო, მაგრამ გადავწყვიტე, მისიონერ დებს შევხვედროდი.

„იმ დღეს, როცა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გადავწყვიტე ზიარების შეკრებაზე დასწრება, შიგნით შესვლა მეშინოდა. როცა ეკლესიაში შევედი, ჩემი მზრუნველი და მელოდა . იგი ჩემთან ერთად შევიდა სამლოცველოში. შემდეგ მანქანამდე გამომაცილა და მკითხა, რისი გაკეთება შეეძლო, რათა მე უფრო ახლოს მივსულიყავი მხსნელთან.

„ჩემი მზრუნველი დის სიყვარული და დრო, რომელიც მან დამითმო, დამეხმარა, კვლავ აქტიური წევრი გავმხდარიყავი. ჩემთვის მისი მცდელობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია. მე ისეთი მადლიერი ვარ, რომ იგი მხსნელის ეკლესიაში ჩემს დაბრუნების გზაზე გვერდით მედგა“.

სახელის გარეშე, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა

დასაფიქრებელი პრინციპები

„ყოველ თვე მეწვეოდა“

როგორ შეიძლება, გამოხატოთ, რომ ისინი, ვისაც მსახურებას უწევთ, თქვენთვის პირველ ადგილზე დგანან? (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:44).

„კითხვები“

სწორი შეკითხვების დასმა დაგეხმარებათ თვითშეფასების დაწყებაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენს მზრუნველობას აქვს მიზანი, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო მონახულება.3

„მელოდებოდა“

ყველამ სასურველ სტუმრად უნდა იგრძნოს თავი (იხ. 3 ნეფი 18:32).

„ ჩემს გვერდით ჩემი დაბრუნების გზაზე“

ჩვენმა მხარდაჭერამ შეიძლება მოახდინოს უდიდესი ცვლილება მათ ცხოვრებაში, ვინც განსაკურნების მიზნით მხსნელთან დასაბრუნებელ გზაზე წაბორძიკდა (იხ. ებრაელთა 12:12-13).

მზრუნველობა და შეკრება

„ნებისმიერი მისაღები ხერხით გაუზიარეთ ადამიანებს, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი იესო ქრისტე და მისი ეკლესია. …

„ … თქვენი როლია - გაუზიაროთ, რა გაქვთ გულში და იცხოვროთ თქვენი მრწამსის მიხედვით“. - უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი4

მზრუნველობა და სახარების გაზიარება გვერდიგვერდ დგანან. აი რამდენიმე ხერხი იმისთვის, რომ მზრუნველობისას შევკრიბოთ მეგობრები და მოყვასი ან გავუწიოთ მზრუნველობა, როცა ერთად ვკრებთ მეგობრებსა და მოყვასს:

  • ერთად იმსახურეთ. ეძიეთ საშუალებები, მოიწვიოთ მეგობრები ან მოყვასი სხვებისთვის მზრუნველობისას. სთხოვეთ, თქვენთან ერთად მოამზადონ საჭმელი ახალგაზრდა დედისთვის, ეწვიონ მოხუც მეზობელს ან დაულაგონ სახლი ავადმყოფს.

  • ერთად ასწავლეთ. მოიწვიეთ მეგობარი ან მეზობელი, რომელიც ხშირად არ დადის ეკლესიაში, ჩაატარებინოს მისიონერებს საკუთარ სახლში გაკვეთილი მოსწავლისთვის. ან კიდევ თქვენს მეგობარს შეუძლია, დაგიდგეთ მხარში თქვენს სახლში გაკვეთილის ჩატარების დროს ან გამოგყვეთ ვიღაცასთნ სახლში გაკვეთილის ჩასატარებლად.

  • როცა ხედავთ საჭიროებას, დაეხმარეთ. შესთავაზეთ ეკლესიაში მისასვლელად ტრანსპორტირება. მოიწვიეთ ბავშვები ახალგაზრდების ან დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებებზე. კიდევ როგორ შეგიძლიათ მზრუნველობის გაწევა და შეკრება?

  • გამოიყენეთ ეკლესიაში არსებული რესურსები. ეკლესია სახარების გაზიარებისთვის სთავაზობს წევრებს მრავალ რესურსს. შეგიძლიათ მოძებნოთ აპლიკაციაში სახარების ბიბლიოთეკა, სექცია „მისიონერები“ და ეწვიოთ ComeUntoChrist.org ჩვენს თემებში ისრაელის შეკრების იდეების მისაღებად.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), HopeOfIsrael.ChurchofJesusChrist.org.

  2. ჯინ ბ. ბინგამი, „მხსნელის მსგავსად მსახურება“, Liahona, May 2018, 106.

  3. See “Ministering Principles: The Purpose That Will Change Our Ministering,” Jan. 2019.

  4. Dieter F. Uchtdorf, “Missionary Work: Sharing What Is in Your Heart,” Ensign or Liahona, May 2019, 17.