2019
რას გვასწავლის საშობაო ამბავი მზრუნველობის შესახებ
დეკემბერი, 2019 წ.


მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. დეკემბერი

რას გვასწავლის საშობაო ამბავი მზრუნველობის შესახებ

„ეს წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა. იმღერეთ: მალე შობა დადგება. მოყევით იესოს შობის ნამდვილი ამბავი, როცა იგი დედამიწას მოევლინა ყრმად“ („საშობაო საგალობელი“, საბავშვო სიმღერები, 52).

გამოსახულება
ministering

ფრაგმენტი აი კრავი ღვთისა, უოლტერ რეინის მიერ

შობა არის შესანიშნავი დრო, როცა ცხვარს, მწყემსებს, ბაგასა და ვარსკვლავებს უცებ ახლებურად აღვიქვამთ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის გადმოცემაში, რაც იესო ქრისტეს შობაა. მრავალი ოჯახი სახლში საშობაო კუთხეს აწყობს. ზოგიერთები უფლის შობის ამბავს კითხულობენ ამ კოსტიუმირებულ დადგმაში იღებენ მონაწილეობას. როგორც ქრისტესთან დაკავშირებული ყოველი ამბავი, ისევე მისი შობის ამბავი სავსეა მზრუნველობის გაკვეთილებით, ისინი უკავშირდება მის სინათლეს, რომელიც ამასოფელს ანათებს. „საშობაო მოთხრობა არის ამბავი სიყვარულზე“, - თქვა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა.

„… ქრისტეს შობასთან დაკავშირებულ ამბებში ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, ვინ იყო და ვინ არის იგი. ეს ტვირთს გვიმსუბუქებს. და ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ დავივიწყოთ საკუთარი თავი და სხვებს შევუმსუბუქოთ ტვირთი“.1

„სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის“ (ლუკა 2:7)

სასტუმროს პატრონმა ვერ გამოძებნა ადგილი მხსნელისთვის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი შეცდომა! ჩვენ შეგვიძლია, გულში მოვძებნოთ ადგილი მხსნელისთვის და ამას ვიზამთ, როცა ჩვენი დებისა და ძმებისთვის გამოვძებნით ადგილს ჩვენს მაგიდებთან, სახლებში და ტრადიციებში. სხვა ადამიანების ჩართულობით მრავალი ოჯახური ტრადიცია შეიძლება გახდეს უფრო საყვარელი და დასამახსოვრებელიც კი. დაიანას ოჯახში ყოველთვის იყო ტრადიცია, მოეწვიათ ვინმე ოჯახში მათთან შობის გასატარებლად. ყოველ დეკემბერს ისინი ერთად მსჯელობდნენ, ვინ დაეპატიჟებინათ.2 იქნებ თქვენმა ოჯახმაც წამოიწყოს მსგავსი ტრადიცია? იქნებ ვინმე, ვისაც მზრუნველობას უწევთ, თქვენს ოჯახთან ერთად სიამოვნებით იმღერებს საშობაო სიმღერებს? თქვენ ასევე შეგიძლიათ, გამოუძებნოთ საშობაო სუფრასთან ადგილი ვინმეს, ვისაც არ ჰყავს ახლო-მახლო ოჯახის წევრები.

რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი მხსნელისთვის, ვიდრე მისი ჩართულობის მაგალითის მიბაძვა? გახსოვდეთ, რომ უფალი „მათ ყველას მოუხმობს, მოვიდნენ მასთან და მიიღონ მისი სიკეთე; იგი არავის არ კრავს ხელს, ვინც კი მასთან მივა, შავკანიანსა თუ თეთრს, დატყვევებულსა თუ თავისუფალს, კაცსა თუ ქალს; და ახსოვს მას კერპთაყვანისმცემელნიც და ყველა ერთია ღმერთისთვის, ორივე - იუდეველიც და წარმართიც“ (2 ნეფი 26:33). გამოძებნეთ ადგილი და ჩართეთ სხვები.

„იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს“ (ლუკა 2:8)

თითქოს ბუნებრივიც არის, რომ მწყემსები იქნებოდნენ მათ შორის, ვინც პირველები მიესალმებოდნენ ყრმა იესოს. ძველი დროის წინასწარმეტყველები მოიხსენიებდნენ იესო ქრისტეს როგორც „ისრაელის მწყემსს“ფსალმუნი 80:1) და „მთელი დედამიწის მწყემსს“1 ნეფი 13:41). თავად უფალმა, იესო ქრისტემ, თქვა: „მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას”იოანე 10:14). საკუთარი ცხვრის ცნობა და მასზე ზრუნვა არის მხსნელის მსგავსად მზრუნველობისა და მწყემსვის ძირითადი ნაწილი.

შობის დროს ციმციმა შუქებისა და დეკორაციების გარდა უამრავი რამ არის საყურებელი. მაგრამ ამ სეზონის ყველაზე დიდი სილამაზე ალბათ მაშინ მოიპოვება, როცა გაგვახსენდება, რომ ყურადღება უნდა გადავიტანოთ მათზე, ვისაც მზრუნველობას ვუწევთ და გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს სამწყსოზე. ზრუნვა შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ შევამჩნიოთ, ვინმეს საყვარელი ტკბილეული ან დავინტერესდეთ ვიღაცის საშობაო გეგმებით. ჩვენ ვზრუნავთ სხვებზე, როცა ვხედავთ და ვპასუხობთ სხვების გასაჭირს - ხილულსა თუ უხილავს.

როცა შერილს უეცრად ქმარი გარდაეცვალა, იგი სასოწარკვეთილი იყო. პირველ შობას მის გარეშე იგი თავს მოწყენილად გრძნობდა. კიდევ კარგი, რომ მისი მზრუნველობის და შაუნა იქ იყო. შაუნამ და მისმა მეუღლემ, ჯიმმა, მოიწვიეს შერილი მრავალ სადღესასწაულო ღონისძიებაზე. მათ შეამჩნიეს, რომ შერილს ძველი პალტო ეცვა და გადაწყვიტეს, რამე მოემოქმედებინათ. შობამდე რამდენიმე დღით ადრე შაუნამ და ჯიმმა შერილს საშობაო საჩუქარი გაუკეთეს: მათ მას ლამაზი ახალი პალტო აჩუქეს. მათ იცოდნენ შერილის მატერიალური გასაჭირის შესახებ და პალტო უყიდეს, ასევე მათ მისი ემოციური საჭიროება გაითვალისწინეს და ნუგეში და მეგობრობა შესთავაზეს. ისინი ძალიან ეცადნენ, დაეკმაყოფილებინათ ეს საჭიროებები და დაგვიტოვეს შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ვიზრუნოთ სამწყსოზე.3

„მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს“ (ლუკა 2:15)

„წავიდეთ“ ამაღელვებელი მოწვევაა! მწყემსები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი მეგობრები ძალიან დაღლილები იქნებოდნენ იმისთვის, რომ გზას გასდგომოდნენ. ისინი ჩუმად არ წასულან ბეთლემში. ისინი სიხარულით მიბრუნდნენ ერთმანეთისკენ და თქვეს: „წავიდეთ“!

მართალია, ჩვენ ვერ მოვიპატიჟებთ მეგობრებს, მოვიდნენ ყრმა იესოს სანახავად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მოვიპატიჟოთ ისინი, იგრძნონ შობის სული (ანუ ქრისტეს სული) ჩვენთან ერთად მსახურებისას. „შობის სულის გაძლიერების ერთ-ერთი ხერხი ის არის, რომ მივწვდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ და გავიღოთ საკუთარი თავი“ - თქვა ბონი ლ. ოსკარსონმა, ახალგაზრდა ქალების ყოფილმა გენერალურმა პრეზიდენტმა.4 წარმოიდგინეთ, რომ სანთელი გიჭირავთ. სხვები აშკარად ხედავენ თქვენს სანთელს და სარგებლობენ მისი სინათლით, მაგრამ წარმოიდგინეთ ის სითბო, რომელსაც ისინი იგრძნობენ, თუ თქვენ მათ სანთელს მოუკიდებთ და საკუთარი თავისთვის ნათელს დააჭერინებთ ხელში.

თავად ქრისტე ასწავლიდა, რომ მის მიმდევრებს სიცოცხლის სინათლე ექნებოდათ (იხ. იოანე 8:12). უფლის მსგავსად მსახურება არის ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია, მივყვეთ მას და დავტკბეთ დაპირებული ნათელით. ასე რომ, გაუზიარეთ ნათელი, მოიწვევთ რა სხვებს, იმსახურონ თქვენთან ერთად. როგორ შეგიძლიათ, იმსახუროთ მათთან ერთად, ვისაც მზრუნველობას უწევთ? თქვენ შეგიძლიათ, ერთად მოამზადოთ საჭმელი ან ვინმეს სიურპრიზი მოუწყოთ, თუკი პატარა საჩუქარს ან ბარათს გადასცემთ. ერთად შეგიძლიათ, იგრძნოთ სინათლე, რომელიც მოდის ქრისტეს მსგავსად მსახურებისგან.

„როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე“ (ლუკა 2:17)

ადვილია, წარმოიდგინო მწყემსების სიხარული, როცა ისინი ყველას, ვისთვისაც კი შეეძლოთ, ქრისტეს შობის ამბავს უზიარებდნენ. ანგელოზების თანხლებით მოევლინა დაპირებული მესია! იგი იქ იყო! ფაქტობრივად, საშობაო ამბის დიდი ნაწილია მხსნელზე კარგი ამბის გაზიარება. ანგელოზები მღეროდნენ. ვარსკვლავი გზას უკვლევდა. მწყემსებმა კი ეს ამბავი გაავრცელეს.

ჩვენ შეგვიძლია, დავამატოთ ჩვენი ხმები საშობაო სიმღერას, გავუზიარებთ რა კარგ ამბავს და დამოწმებას მხსნელის შესახებ. „თქვენ, გაქვთ რა უპირატესობა, წარადგინოთ უფალი თქვენი მსახურების მცდელობებში, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: როგორ შემიძლია, გავუზიარო სახარების სინათლე ამ ადამიანს ან ოჯახს“ - გვასწავლიდა მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი და ჯინ ბინგამი, „რაზე შთამაგონებს სული“?5

აი რამდენიმე იდეა, როგორ გაუზიაროთ თქვენი დამოწმება მხსნელისა და მისი სახარების შესახებ:

  • იპოვეთ ნაწყვეტი წმინდა წერილიდან, რომელიც გადმოსცემს თქვენს გრძნობებს მხსნელის შესახებ ან გამოხატავს, რატომ ხართ მისთვის მადლიერი. გაუზიარეთ ეს მათ, ვისაც უწევთ მზრუნველობას.

  • გაუგზავნეთ მესიჯი ან გზავნილი საშობაო ვიდეოთი. რამდენიმე საოცარი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ChurchofJesusChrist.org

  • მოუყევით მეგობარს რაიმე განსაკუთრებული მოგონება ან ტრადიცია, რომელიც გახსენებთ ქრისტეს.

გწამდეთ, რომ სულიწმინდა დაგიმოწმებთ თქვენი მოწმობის ჭეშმარიტებას ისევე, როგორც მან ეს სიმონსა და ანას დაუმოწმა, რომ იესო მხსნელი იყო (იხ. ლუკა 2:26, 38).

„იმისთვის, რომ ჭეშმარიტად თაყვანი ვცეთ [იესო ქრისტეს] რომელიც ამქვეყნად მოევლინა, ჩვენ უნდა მის მსგავსად მოვიქცეთ და მოყვასს მივწვდეთ მოწყალებითა და შებრალებით“ - თქვა უხუცესმა უხტდორფმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „ჩვენ შეგვიძლია, ეს ყოველდღე ვაკეთოთ, სიტყვითა და საქმით. მოდით, ვაქციოთ ეს საშობაო ტრადიციად, სადაც არ უნდა ვიყოთ - გავხდეთ უფრო კეთილნი, მიმტევებელნი, ნაკლებად განვიკითხოთ, მეტი მადლიერება ვიქონიოთ და უფრო გულუხვად გავიღოთ გასაჭირში მყოფთათვის“.6

შენიშვნები

  1. Henry B. Eyring, “Christmas Stories” (First Presidency Christmas devotional, Dec. 6, 2009), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  2. See Daiana Melina Albornoz Díaz, “Sharing Christmas,” Liahona, Dec. 2007, 17.

  3. See Cheryl Boyle, “He Would Have Bought It for You,” Ensign, Dec. 2001, 57.

  4. Bonnie L. Oscarson, “Christmas Is Christlike Love” (First Presidency Christmas devotional, Dec. 7, 2014), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.

  5. ჯინ ბ. ბინგამი, „მხსნელის მსგავსად მსახურება“, Liahona, May 2018, 104.

  6. Dieter F. Uchtdorf, “Scatter Your Crumbs” (First Presidency Christmas devotional, Dec. 3, 2017), broadcasts.ChurchofJesusChrist.org.