2019
გაკლიათ მზრუნველობის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი?
ოქტომბერი, 2019 წ.


მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. ოქტომბერი

გაკლიათ მზრუნველობის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ?

მზრუნველობა ნიშნავს „იხარეთ მოხარულებთან“ ისევე, როგორც „იტირეთ მოტირალებთან“ (რომაელთა 12:15).

გამოსახულება
ministering

აუგუსტო ზამბონატოს ილუსტრაციები

როცა მზრუნველობაზე ვფიქრობთ, ადვილია, ვიფიქროთ გაჭირვებაში მყოფთა დახმარებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ქვრივის ბაღის მოვლაზე, ავადმყოფისთვის სადილის მიტანაზე ან გასაჭირში მყოფთათვის დახმარებაზე. ჩვენ გვახსოვს პავლე მოციქულის რჩევა „იტირეთ მოტირალებთან“, მაგრამ საკმარის ყურადღებას ვუთმობთ ამ მუხლის პირველ ნაწილს - „იხარეთ მოხარულებთან“? (რომაელთა 12:15). ვიხაროთ მათთან, ვისაც ვუწევთ მზრუნველობას - იქნება ეს მათი წარმატების აღნიშვნა თუ მძიმე დღეებში მათი გამხნევება - არის მხსნელის მსგავსად მზრუნველობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აი სამი იდეა, რომელიც დაგეხმარებათ (ერთი კი თავიდან აგაცილებთ) როცა მთელი ყურადღება გადაგვაქვს იმ სიკეთხზე, რომელიც ღმერთმა მოავლინა ჩვენს ცხოვრებაში.

1. იყავით ყურადღებით

ბონი ჰ. კორდონი, ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტი, გვეხმარება, გავიგოთ, რომ საჭიროა დავინახოთ ისინი, ვისაც ვუწევთ მზრუნველობას. არა მხოლოდ მათი ტვირთი და გასაჭირი, არამედ მათი ძალა, ნიჭი და წარმატებები. მან თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მათი „ჩემპიონი და მესაიდუმლე ანუ ადამიანი, რომელმაც იცის მათი პირობები და მხარს უჭერს მათ იმედებსა და მისწრაფებებს“.1

იგავში ცხვრებსა და თხებზე მხსნელი ამბობს, რომ ვინც მის მარჯვენა მხარეს მოხვდება და იკითხავს: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?

„როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ“? (მათე 25:37-38).

დებო და ძმებო, აქ მთავარი სიტყვაა გიხილეთ,“ - თქვა და კორდონმა. „მართლებმა იხილეს გასაჭირში მყოფნი, რადგან ისინი აკვირდებოდნენ და ამჩნევდნენ. ჩვენც შეგვიძლია, თვალი გვეჭიროს და სადაც საჭიროა, დავეხმაროთ, ვანუგეშოთ, ვიზეიმოთ კიდევაც მათთან ერთად“.2

2. იპოვეთ ზეიმისთვის მიზეზი

იზეიმეთ წარმატებები - დიდი თუ პატარა. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის დამარცხება ან საყვარელ ადამიანთან დაშორების ატანა, ახალი სამსახურის შოვნა ან დაკარგული ფეხსაცმლის პოვნა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ერთი თვე გაძლება ან უშაქროდ ერთი კვირა ცხოვრება.

დაურეკეთ და მიულოცეთ, მისწერეთ ბარათი ან წადით სამხარზე. როცა ერთმანეთის კურთხევებს ვიზიარებთ, მადლიერებით ვცხოვრობთ და ვზეიმობთ სხვების კურთხევებსა და წარმატებებს, ჩვენ „ჩვენი ძმების სიხარულით ვხარობთ“ (ალმა 30:34).

3. იხილეთ უფლის ხელი

ზოგჯერ სხვებთან სიხარულის გაზიარება ნიშნავს, დაეხმარო მათ, იხილონ სიხარულის მიზეზი - განურჩევლად იმისა, რა სირთულეები თუ სასიხარულო ამბები ხდება ჩვენს ცხოვრებაში. უბრალო ჭეშმარიტება - მამაზეციერი გვიცნობს და მზად არის, გაგვამხნევოს, შეიძლება გახდეს სიხარულის არაჩვეულებრივი წყარო.

თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ სხვებს, იხილონ უფლის ხელი თავიანთ ცხოვრებაში, თუკი მოუყვებით მათ იმის შესახებ, როგორ იხილეთ იგი თქვენს ცხოვრებაში. ნუ დამალავთ გრძნობებს, მოუყევით, როგორ დაგეხმარათ მამაზეციერი მძიმე დროში. ეს დამოწმება შესაძლოა დაეხმარება სხვებს, ამოიცნონ და მიხვდნენ, რომ იგი მათ დაეხმარა (იხ. მოსია 24:14).

4. ნუ შეზღუდავთ სიხარულის გამოხატვის უნარს

სამწუხაროდ, ჩვენ ზოგჯერ ვზღუდავთ სხვებთან სიხარულის გამოხატვის საშუალებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეჭვი გვეპარება იმაში, რომ შეგვიძლია რაღაც შევთავაზოთ სხვებს ან ზუსტად არ ვიცით საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. და სხვების სიხარულით ხარობის ნაცვლად ვხვდებით შედარების მახეში. როგორც უხუცესმა ქუენტინ ლ. ქუქმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვასწავლა: „კურთხევების შედარება სიხარულს განდევნის. შეუძლებელია, ერთსა და იმავე დროს გიხაროდეს და გშურდეს“.3

„როგორ დავძლიოთ თითქმის ყოველი ადამიანისთვის დამახასიათებელი ტენდენცია“? - იკითხა უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. “… ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ყველა ჩვენი კურთხევა და სხვების მიღწევებს ტაში დავუკრათ. ყველაზე კარგია ის, რომ შეგვიძლია ვემსახუროთ სხვებს და ეს არის გულისთვის ყველა დროის საუკეთესო ვარჯიში“.4 შედარების ნაცვლად შეგვიძლია, შევაქოთ ისინი, ვისაც ვუწევთ მზრუნველობას. თავისუფლად გაუზიარეთ, რას აფასეთ მათში ან მათი ოჯახის წევრებში.

როგორც პავლე მოციქული გვახსენებს, ჩვენ ყველანი ვართ ქრისტეს სხეულის ნაწილები და „თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. (1 კორინთელთა 12:26). მამაზეციერის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, შევიტყოთ სხვების ‘გამოცდილების შესახებ, ვიზეიმოთ დიდი და პატარა წარმატებები, დავეხმაროთ მათ, ამოიცნონ უფლის ხელი და დავძლიოთ შური, რათა ჭეშმარიტად გავიხაროთ სხვების კურთხევებით, ნიჭით და ბედნიერებით.

შენიშვნები

  1. ბონი კორდონი, „მწყემსად გადაქცევა“, ლიახონა, ნოემბერი, 2018 წ, გვ. 75

  2. ბონი კორდონი, „მწყემსად გადაქცევა“, გვ. 75.

  3. Quentin L. Cook, “Rejoice!” Ensign, ნოემბერი 1996, 30.

  4. Jeffrey R. Holland, “The Other Prodigal,” Liahona, May 2002, 64.