2019
როგორ გეხმარებათ (და დაგეხმარებათ) სულიწმინდა მზრუნველობაში
სექტემბერი, 2019 წ.


მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. სექტემბერი

როგორ გეხმარებათ (და დაგეხმარებათ) სულიწმინდა მზრუნველობაში

ქალებისთვისა და მამაკაცებისთვის სამღვდელოების მიერ მოცემული მზრუნველობის დავალება მოიცავს გამოცხადების მიღების უფლებას.

გამოსახულება
ministering

 გეტის ილუსტრაციები

ზოგჯერ მზრუნველობისა და მსახურების მოწოდება, ასევე მხსნელის მსგავსად სიყვარული რთული გვეჩვენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოითხოვს, მივწვდეთ მათ, ვისაც კარგად არ ვიცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მილიონობით მსახურების გზა, ჩვენ მაინც გვინდა ვიცოდეთ, როგორ მივწვდეთ საუკეთესოდ მათ, ვისთანაც მიგვამაგრეს.

დიდ ხანს არ მოგვიწევს ფიქრი, რადგან ჩვენს გულწრფელ მცდელობებს სულიწმინდა გაუძღვება წინ.

„თქვენი მზრუნველობის წმინდა დავალება გაძლევთ შთაგონების ღვთიურ უფლებას“ - თქვა ახალგაზრდა ქალების გენერალურმა პრეზიდენტმა და ბონი კორდონმა. „შეგიძლიათ დაჯერებულად ეძიოთ ეს შთაგონება“.1

როცა ვეძიებთ, მხსნელის მსგავსად ვიმსახუროთ, შესაძლებელია, რომ იგივე სულიწმინდა გაგვიძღვეს წინ, რომელის მას უძღვოდა. ეს განსაკუთრებით მართალია, როცა დავალებების შესრულება, მაგალითად, მზრუნველობა, ხორციელდება ეპისკოპოსის მღვდლობის გასაღებების უფლებამოსილების ქვეშ. ქვემოთ მოყვანილია სულიწმინდის თანხლებით მსახურების ექვსი მაგალითი.

როგორ ვიქონიო მზრუნველობისას სულიწმინდა?

  • სთხოვეთ მითითებები. მამაზეციერს სურს, ვესაუბროთ მას ლოცვის მეშვეობით. ლოცვა არა მხოლოდ გვაახლოვებს უფალთან, არამედ ახდენს „ჩვენთვის ღმერთის სასურველი კურთხევის უზრუნველყოფას, მაგრამ ეს მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს თხოვნაზე“.2 „როცა ჩვენ ვლოცულობთ და ვეძიებთ, შევიცნოთ მათი გული, - თქვა და კორდონმა, „მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერი წინ გაგვიძღვება და მისი სული ჩვენთან იქნება“.3

  • ნუ ელოდებით კარნახს. იმოქმედეთ წინსწრებით. იყავით „მგზნებარედ ჩართულნი“(მოძღვრება და აღთქმები 58:27), და აღმოაჩენთ, რომ თქვენს მცდელობებს წინ გაუძღვებიან და განადიდებენ. „ჩვენი მსახურებისა და საქმის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი გზა იმისთვის, რომ ვიყოთ ღირსნი გამოცხადებისა“, - თქვა პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა. „წმინდა წერილის შესწავლის დროს შევამჩნიე, რომ ღვთის შვილებისთვის ნაბოძები გამოცხადებების უმრავლესობა მოდის მოქმედებისას და არა ჩვეული უმოქმედობის დროს, როცა უბრალოდ ელოდებიან, რომ უფალი ეტყვის მათ, გადადგან პირველი ნაბიჯი“.4

როგორ ამოვიცნო კარნახი მზრუნველობისთვის?

  • მიიღეთ მორმონის რჩევა. არ არის საჭირო, დავდიოდეთ და ვიტანჯებოდეთ იმის გამო, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული აზრი კარნახს. არა, როცა გვაქვს მორმონისგან ამოცნობის ადვილი ხერხი: თუ აზრი გიბიძგებს სიკეთის, ქრისტეში რწმენის ან სხვების ქრისტეში რწმენისკენ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ღმერთისგანაა (იხ. მორონი 7:16).

  • ნუ წუხდებით ამის გამო. „უბრალოდ ჩახტით აუზში და გაცურეთ“, - თქვა უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „აიღეთ გეზი გასაჭირში მყოფთა მიმართ. ნუ შეყოვნდებით იმის გამო, რომ გადაწყვიტოთ, ზურგზე უნდა გაცუროთ თუ ძაღლის სტილში. თუ ჩვენ მივყვებით იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც გვასწავლეს, გავუთანაბრდებით სამღვდელოების გასაღებებს და ვეძიებთ სულიწმინდას, რათა წინ გაგვიძღვეს, ჩვენ ვერ დავმარცხდებითთ“.5

საუკეთესოდ როგორ მივყვეთ კარნახს?

  • უმალვე. და სუზან ბედნარი (უხუცეს დევიდ ა. ბედნარის მეუღლე თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან) კარნახის მიყოლის საუკეთესო მაგალითია: მას შემდეგ, რაც ილოცებს, რათა „სულიერი თვალები აეხილოს და დაინახოს გასაჭირში მყოფნი“, იგი ირგვლივ იყურება და ხშირად მრევლში „გრძნობს სულიერ ბიძგს, გაესაუბროს ან დაურეკოს კონკრეტულ პიროვნებას“ - გაგვიზიარა უხუცესმა ბედნარმა. „და როცა და ბედნარს უჩნდება ასეთი გრძნობა, იგი დაუყოვნებლივ ეხმაურება და ემორჩლება მას. ხშირად ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კი გაიჟღერდება ლოცვაში „ამინ“, იწყებს საუბარს მოზარდთან ან გულში იკრავს რომელიმე დას ან შინ დაბრუნებისას უმალვე იღებს ტელეფონს და ვინმეს ურეკავს“.6

  • გაბედულად. უარყოფის, სიმორცხვის, შეუსაბამობის ან არაკომფორტულობის გრძნობას შეუძლია, უკან დაგვხიოს. „სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ჩვენ ყველანი ვგრძნობთ შეუსაბამობას, ვმერყეობთ და იქნებ უღირსადაც ვგრძნობთ თავს“, - თქვა უხუცესმა გერიტ ვ. გონგმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „თუმცა ჩვენს ერთგულ მცდელობებში - გვიყვარდეს ღმერთი და ვემსახუროთ მოყვასს, შეგვიძლია უფრო განახლებული და წმინდა ხერხით ვიგრძნოთ ღვთის სიყვარული, ასევე მათი და ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი შთაგონება“.7

    ერთ-ერთი ძმა ყვებოდა, როგორ ყოყმანობდა, სანამ გაესაუბრებოდა მამაკაცს, რომლის მეუღლესაც თვითმკლელობის მცდელობა ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს მან ის მამაკაცი ლანჩზე მოიწვია. მაგრამ როცა ვთქვი: ‘თქვენმა მეუღლემ თავის მოკვლა სცადა. ეს ალბათ ძალიან მძიმე იყო თქვენთვის. გინდათ, ვისაუბროთ ამაზე’? - მისი თქმით, ეს მამაკაცი ღიად აქვითინდა. ჩვენ გულახდილი, პირადი საუბარი გვქონდა და სულ რამდენიმე წუთში არაჩვეულებრივი სიახლოვე და ნდობა ჩამოგვიყალიბდა“.8

შენიშვნები

  1. ბონი კორდონი, „მწყემსად გადაქცევა“, ლიახონა, ნოემბერი, 2018 წ, გვ. 76

  2. Bible Dictionary, “Prayer.”

  3. ბონი კორდონი, „მწყემსად გადაქცევა“, გვ. 76.

  4. Dallin H. Oaks, “In His Own Time, in His Own Way,” Liahona, Aug. 2013, 24.

  5. Jeffrey R. Holland, “The Ministry of Reconciliation,” Liahona, Nov. 2018, 77.

  6. David A. Bednar, “Quick to Observe,” Liahona, Dec. 2006, 17.

  7. Gerrit W. Gong, “Our Campfire of Faith,” Liahona, Nov. 2018, 42.

  8. იხ. ბონი კორდონი, „მწყემსად გადაქცევა“, გვ. 76.