2019
შემიძლია დავეხმარო ვინმეს იმაში, რომ შეიცვალოს?
აგვისტო, 2019 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. აგვისტო

შემიძლია დავეხმარო ვინმეს იმაში, რომ შეიცვალოს?

დიახ. მაგრამ თქვენი როლი ამაში შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც წარმოგიდგენიათ.

ჩვენ შეგვქმნეს ცვლილებების მოხდენის უნარით ჩვენი მიწიერი გამოცდილების მიზანია, ღვთიური პოტენციალის მიმართულებით ზრდა. მზრუნველობის ერთ-ერთი ჩვენი საბოლოო მიზანია - დავეხაროთ სხვებს, მოვიდნენ ქრისტესთან და მოახდინონ აუცილებელი ცვლილებები იმისთვის, რომ შეძლონ მასთან დაბრუნება. მაგრამ თავისუფალი არჩევანის გამო ჩვენი როლი მათ ქრისტეს დამსგავსების პროცესში შეზღუდულია.

აი 7 ძლიერი გაკვეთილი მხსნელისგან იმაზედ, თუ როგორ დავეხმაროთ სხვებს, დაემსგავსონ მას.

  1. ნუ გეშინიათ ცვლილებების

    მხსნელს არ ეშინოდა, მოეწვია სხვები, მიეტოვებინათ ძველი ჩვევები და მიეღოთ მისი სწავლება. მან მოიწვია პეტრე და იაკობი, მიეტოვებინათ ხელობა და „გამხდარიყვენენ „ადამიანთა მებადურები“ (მარკოზი 1:17). მან მოუწოდა მრუშობაში მხილებულ ქალს: ‘წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ (იოანე 8:11). მან მოიწვია მდიდარი ახალგაზრდა, მიეტოვებინა მიწიერზე მიჯაჭვულობა და მიჰყოლოდა მას (იხ. მაკოზი 10:17-22). ჩვენც შეგვიძლია, ვიყოთ ერთდროულად გაბედულნი და მოსიყვარულენი და მოვიწვიოთ სხვები, მიჰყვნენ მხსნელს.

  2. თუმცა გახსოვდეთ: ცვლილებების მიღების არჩევანი მათია

    არ შეიძლება, დააძალო ის ცვლილებები, რომლებისკენაც მხსნელი გვიწვევს. მხსნელი გვასწავლიდა და გვიწვევდა, მაგრამ არ გვაძალებდა. მდიდარი ჭაბუკი „დაღონებული განშორდა„ მას (მათე 19:22). კაპერნაუმში მრავალი მისი მოწაფე „გაბრუნდა უკან“, მან კი ჰკითხა თორმეტს, მათაც ხომ არ უნდოდათ წასვლა (იხ. იოანე 6:66-67). იოანე ნათლისმცემლის ზოგიერთმა მიმდევარმა არჩია, მიჰყოლოდა მხსნელს, სხვებმა კი - არა ( იხ. იოანე 1:35–37; 10:40-42). ჩვენ შეგვიძლია, მოვიწვიოთ სხვები, დაემსგავსონ მას, მაგრამ ჩვენ მათ ნაცვლად ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, შეიცვალონ. და თუ მათ ჯერ არ გაუკეთებიათ არჩევანი, შეიცვალონ, ჩვენ არც ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და არც ის ვიფიქროთ, რომ მარცხი განვიცადეთ.

  3. ილოცეთ იმისთვის, რომ სხვებმა შეძლონ, შეიცვალონ

    შუამავლური ლოცვისას იესომ სთხოვა ღმერთს, აერიდებინა მისი მოწაფეები ბოროტისგან, დამსგავსებოდნენ მას და მამაღმერთს და აღვსილიყვნენ ღვთის სიყვარულით (იხ. იოანე 17:11, 21-23, 26). და იცოდა რა, რომ პეტრეს დასჭირდებოდა ძალა იმისთვის, რომ დაკისრებული როლი შეესრულებინა, მხსნელმა მისთვის ილოცა (იხ. ლუკა 22:32). ჩვენს ლოცვებს სხვებისათვის შეუძლია ცვლილებების მოხდენა (იხ. იაკობი 5:16).

  4. ასწავლეთ მათ, დაეყრდნონ მის ძალას

    მხოლოდ მხსნელის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, ჭეშმარიტად შევიცვალოთ და გავიზარდოთ იმ ღვთიურ პოტენციალამდე, რომელიც ყველას გვაქვს. იგი არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა [მისი მეშვეობით] (იოანე 14:6). მისი ძალით „სუსტი გაძლიერდება“ (ეფერი 12:27). ზუსტად მისი გამოსყიდვის ძალის რწმენამ გახადა ალმასთვის შესაძლებელი, შეცვლილიყო (იხ. ალმა 36:16-23). ჩვენ შეგვიძლია, ვასწავლოთ სხვებს, დაეყრდნონ მხსნელს, რათა მათაც იქონიონ მისი განმწმენდი ძალა ცხოვრებაში.

  5. მოექეცით მათ ისე, თითქოს მათ უკვე მიაღწიეს თავიანთ პოტენციალს

    სიყვარული და მიღება შესაძლოა იყოს ცვლილებების ძლიერი კომპონენტები. ქალი ჭასთან ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც არ იყო მისი მეუღლე. იესოს მოწაფეებს“ გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა“ (იოანე 4:27), მაგრამ იესოს ის უფრო ადარდებდა, რაც ეს ქალი შეიძლებოდა, გამხდარიყო. მან ასწავლა მას და მისცა შეცვლის საშუალება, რომელიც ქალმა გამოიყენა. (იხ. იოანე 4:4-42).

    როცა ჩვენ სხვებს ვექცევით იმის მიხედვით, რაც არიან და არა რაც შეიძლება, იყვნენ, ჩვენ მათ უკან ვხევთ. ამის ნაცვლად, შეგვიძლია ვაპატიოთ და დავივიწყოთ წარსულის შეცდომები. უნდა გვჯეროდეს, რომ სხვებს შეუძლიათ, შეიცვალონ. ჩვენ შეგვიძლია, არ შევამჩნიოთ მათი სისუსტეები და გავამახვილოთ ყურადღება პოზიტიურ თვისებებზე, რომლებსაც თავად ვერ ხედავენ. „ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, ვიხილოთ პიროვნებები არა ისეთნი, როგორებიც არიან, არამედ ისეთებად, რანი შეიძლება, გახდნენ“.1

  6. ნება დართეთ მათ, საკუთარი სიჩქარით იარონ

    ცვლილებას შეიძლება დასჭირდეს დრო. ჩვენ ყველამ უნდა „მოთმინებით გავაგრძელოთ სვლა სრულყოფილებამდე“ (მოძღვრება და აღთქმები 67:13). იესო სხვების მიმართ მომთმენი იყო და აგრძელებდა სწავლებას მაშინაც კი, როცა მას ეწინააღმდეგებოდნენ, მოწმობდა რა მამაზეციერის მიერ მისთვის ზეციური როლის მინიჭებას და მათ კითხვებს პასუხობდა (იხ. მათე 12:1-13; იოანე 7:28-29). ჩვენ შეგვიძლია, მომთმენნი ვიყოთ სხვების მიმართ და შევაგულიანოთ ისინი, მოთმინება იქონიონ საკუთარი თავის მიმართ.

  7. ნუ დაყრით ფარ-ხმალს, თუ ისინი ძველს დაუბრუნდებიან

    ქრისტეს გარდაცვალების შემდეგ თავად პეტრე მოციქული და სხვა მოწაფეები დაუბრუნდნენ იმას, რაც მათთვის კარგად ნაცნობი იყო (იხ. იოანე 21:3). ქრისტემ შეახსენა პეტრეს: „აძოვე ჩემი კრავები“ (იხ. იოანე 21:15-17) და პეტრე თავის მსახურებას დაუბრუნდა. ისეთი ადვილია, დაუბრუნდე ძველს. ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ფაქიზი მხარდაჭერა და შთაგონებით მოვიწვიოთ სხვები, მიჰყვნენ მსხნელს და ვეცადოთ, დავემსგავსოთ მათ.

ნება დართეთ სხვებს, გაიზარდონ

უხუცესი ჯეფრი ჰოლანდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვიყვება ერთ ამბავს სხვების ზრდასთან დაკავშირებით: „ერთხელ მიამბეს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში ასე თუ ისე ყოველი ხუმრობის საგანი იყო. გარკვეული ნაკლოვანებების გამო მისი თანატოლები დასცინოდნენ მას. მოგვიანებით იგი სხვაგან გადავიდა. ბოლოს ჯარში წავიდა და იქ წარმატებებს მიაღწია. განათლება მიიღო და ზოგადად წარსული დაივიწყა. და რაც ყველაზე მთავარია, როგორც მრავალმა სხვამ მან ეკლესიის სილამაზე და სიდიადე აღმაოაჩინა და მისი აქტიური ბედნიერი წევრი გახდა.

„შემდეგ, რამდენიმე წლის მერე, იგი თავისი ახალგაზრდობის ქალაქში დაბრუნდა. მისი თაობის მეტი წილი გაფანტული იყო, თუმცა ყველა არა. როგორც ჩანს, როცა იგი საკმაოდ წარმატებული და ხელახლად შობილი დაბრუნდა თავის ქალაქში, იგივე ძველი აზროვნების მქონე პიროვნება წარსულიდან ისევ იქ ცხოვრობდა და მის დაბრუნებას ელოდა. მის ქალაქში მცხოვრებთათვის ის ისევ „ესა და ეს“ პიროვნება იყო. …

„ნელ-ნელა ამ ადამიანის ძალისხმევა, მიეტოვებინა წარსული და ჩაჭიდებოდა იმ ჯილდოს, რომელიც ღმერთმა წინ დაუდო, დაკნინდა და ეს გაგრძელდა მანამ, სანამ იგი არ გარდაიცვალა თითქმის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახალგაზრდობაში იმყოფებოდა. … ძალიან ცუდი და დასანანია, რომ იგი ისევ იმ წრეში მოხვდა, სადაც ფიქრობდნენ, რომ მისი წარსული მომავალზე საინტერესო იყო. მათ შეძლეს და გამოგლიჯეს მას ხელიდან ის, რაზედაც ქრისტემ ხელი ჩააჭიდინა. და იგი საცოდავად გარდაიცვალა, თუმცა ამაში ცოტათი თავადაც მიუძღვის ბრალი. …

მიეცით ადამიანებს მონანიების საშუალება. მიეცით ადამიანებს ზრდის საშუალება. გჯეროდეთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, შეიცვალონ უკეთესობისკენ“.2

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, “See Others as They May Become,” ლიახონა, ნოემბერი 2012, 70.

  2. Jeffrey R. Holland, “The Best Is Yet to Be,” Liahona, Jan. 2010, 19, 20.