2019
როგორ შევქმნათ ჩართულობის კულტურა ეკლესიაში?
ივლისი, 2019 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. ივლისი

როგორ შევქმნათ ჩართულობის კულტურა ეკლესიაში?

თუ გადავხედავთ სხვადასხვა მრევლს და მეურვეობებს, დავინახავთ, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ადვილად ერწყმიან მათ. მაგრამ ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ მათ შორისაც კი, ვინც ადვილად ერწყმის, არიან მრავალნი, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ მიღმა რჩებიან. მაგალითად, ერთ კვლევაში გაირკვა, რომ შეერთებული შტატების ნახევარზე მეტი ზრდასრული ადამიანი გრძნობს თავს მარტოდ, საზოგადეობის მიღმა ან სხვებისგან იზოლირებულად.1

მნიშვნელოვანია, იგრძნო ჩართულობა. ეს არის ძირითადი ადამიანური საჭროება და როცა თავს გარიყულად ვგრძნობთ, ეს ძალიან მტკივნეულია. გარიყულობას შეუძლია, გაგვიჩინოს მოწყენილობის ან წყრომის გრძნობა.2 როცა არ ვგრნობთ იმას, რომ ვართ რაღაცის ნაწილი, ჩნდება ბუნებრივი სურვილი, ვიპოვოთ ისეთი ადგილი, სადაც უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, იგრძნონ, რომ ეკლესიის ნაწილი არიან.

მხსნელის მსგავსად ჩართულობა

მხსნელი იყო სხვების დაფასებისა და ჩართულობის მაგალითი. როცა მან მოციქულები აირჩია, იგი არ აქცევდა ყურადღებას სტატუსს, ქონებას ან პრესტიჟულ პროფესიას. იგი აფასებდა სამარიელ ქალს ჭასთან, რომელსაც დაუმოწმა თავისი ღვთიურობა მიუხედავად იმისა, როგორ ზემოდან დაჰუყურებდნენ ებრაელები სამარიელებს (იხ. იოანე 4). იგი უყურებს გულს და არა პიროვნებას (იხ. 1 მეფეთა 16:7; მოძღვრება და აღთქმები 38:16, 26).

უფალმა თქვა:

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“.

ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.იოანე 13:34-35).

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

ზოგჯერ ძნელია, მიხვდე, რომ ვიღაც გარიყული დარჩა. ადამიანების უმეტესობა ამას არ ამბობს, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტულად. მაგრამ მოსიყვარულე გულით, სულიწმინდის გაძღოლით და ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ვიღაც არ არის ჩართული საეკლესიო შეხვედრებში ან ღონისძიებებში.

გარიყულობის ნიშნები:

  • სხეულის ენა - მაგალითად გულზე დაკრეფილი ხელები ან ძირს დახრილი თვალები.

  • მარტო ან ბოლო რიგში ჯდომა.

  • ეკლესიაში არარეგულარული სიარული ან საერთოდ არ სიარული.

  • შეკრებებიდან ან ღონისძიებებიდან ადრე წასვლა.

  • გაკვეთილებში და განხილვაში მონაწილეობის არ მიღება.

ეს შესაძლოა მათი ემოციების ნიშნებიც იყოს, მაგ: მორცხვობა, მღელვარება ან არაკომფორტულობა. წევრებმა შეიძლება იგრძნონ, რომ „განსხვავდებიან“, როცა ახალ მონათლულები ან სხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლები არიან, შეიძლება მათ მტკივნეული ცვლილება ჰქონდათ ახლახანს გადატანილი ცხოვრებაში, ისეთი როგორიცაა გაყრა, ოჯახის წევრის გარდაცვალება ან მისიიდან დროზე ადრე დაბრუნება.

მიზეზის მიუხედავად, ჩვენ უყოყმანოდ უნდა მივწვდეთ მათ სიყვარულით. ჩვენმა ნათქვამმა და საქციელმა შეიძლება შექმნას იმის შეგრძნება, რომ ყველა საჭირო და მისასალმებელია.

ინკლუზიურობისა და მიღების ზოგიერთი ხერხი:

  • ყოველთვის ნუ დაჯდებით ერთსა და იმავე პიროვნების გვერდით.

  • პიროვნების ჭეშმარიტი ბუნების დასანახად გარეგნულის მიღმა იყურეთ. (მეტი ინფორმაცია ამ თემაზე იხილეთ „მზრუნველობა ნიშნავს, ხედავდე სხვებს მხსნელის თვალებით“, Liahona, May 2019, 8-11)

  • სხვებიც ჩართეთ საუბარში.

  • მოიწვიოთ სხვები, გახდნენ თქვენი ცხოვრების ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ, ჩართოთ ისინი თქვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

  • იპოვეთ საერთო ინტერესები და გააღრმავეთ ისინი.

  • ნუ დაიხევთ უკან იმის გამო, რომ ვიღაც არ პასუხობს თქვენს მოლოდინს.

  • როცა ხედავთ პიროვნებაში რაიმე უნიკალურს, ნაცვლად არაფრად ჩაგდებისა ან თავის არიდებისა, დაინტერესდით ამ თვისებით.

  • გამოხატეთ სიყვარული და უთხარით გულწრფელი კომპლიმენტები.

  • ღრმად დაფიქრდით იმაზე, რას ნიშნავს ფრაზა „ეკლესია ყველასთვის“ განსხვავებების მიუხედავად. როგორ ვაქციოთ ეს რეალობად?

თავს ყოველთვის არ ვგრძნობთ კომფორთულად, როცა ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან ჩვენგან განსხვავებული ადამიანები. თანდათან, თუკი ვივარჯიშებთ, შევძლებთ, უკეთ დავინახოთ განსხავების ფასეულობა და დავაფასოთ ყოველი ადამიანის უნიკალურობის წვლილი. როგორც გვასწავლა უხუცესმა დიტერ ფ. უხტდორფმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, ჩვენი განსხვავებები შეიძლება დაგვეხმაროს, გავხდეთ უფრო კარგი, ბედნიერი ადამიანები: „მოდით, დაგვეხმარეთ განკურნების, სიკეთისა და ღვთის ყოველი შვილის მოწყალების კულტურის შექმნასა და გაძლიერებაში“.3

კურთხეულნი ჩართულობის გამო

ქრისთლ ფეხტერი გადავიდა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც ომმა მისი სამშობლო შუაზე გახლიჩა. მან კარგად არ იცოდა ენა, თავის სამეზობლოშიც არავის არ იცნობდა, ასე რომ თავიდან თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობდა.

მაგრამ იყო ეკლესიის წევრი და მთელი სიმამაცე მოიკრიფა და დაიწყო ახალ მრევლში სიარული. იგი დარდობდა, რომ ძლიერი აქცენტის გამო ადამიანები არ მოისურვებდნენ მასთან საუბარს და განიკითხავდენ მას იმის გამო, რომ იყო მარტოხელა ქალი.

მაგრამ იგი შეხვდა ადამიანებს, რომლებიც მისი განსხვაებულობის მიღმა იყურებოდნენ და იგი მეგობრად მიიღეს. ისინი მას სიყვარულით მისწვდენ, და იგი მალე ჩაეფლო დაწყებით საზოგადოებაში გაკვეთილების ჩატარების პროცესში. ბავშვები იყვნენ მიღების საუკეთესო მაგალითები და სიყვარულისა და საჭიროების გრძნობამ მისი რწმენა გააძლიერა და დაეხმარა მას, კვლავ აეგიზგიზებინა უფლის მიერ მარადიული ერთგულების ცეცხლი.

შენიშვნები

  1. See Alexa Lardieri, “Study: Many Americans Report Feeling Lonely, Younger Generations More So,” U.S. News, May 1, 2018, usnews.com.

  2. See Carly K. Peterson, Laura C. Gravens, and Eddie Harmon-Jones, “Asymmetric Frontal Cortical Activity and Negative Affective Responses to Ostracism,” Social Cognitive and Affective Neuroscience, vol. 6, no. 3 (June 2011), 277–85.

  3. Dieter F. Uchtdorf, “Believe, Love, Do,” Liahona, Nov. 2018, 48.