2019
მზრუნველობა ნიშნავს, ხედავდე სხვებს ქრისტეს თვალებით
ივნისი, 2019 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. ივნისი

მზრუნველობა ნიშნავს, ხედავდე სხვებს ქრისტეს თვალებით

იესო დიდ დროს ატარებდა მათთან, რომლებსაც განსხვავებულებად თვლიდნენ; იგი ხედავდა მათ ღვთიურ პოტენციალს.

ჩვენ, მზრუნველობის მცდელობებში, შეიძლება გვთხოვონ, ვიზრუნოთ ვინმეზე, ვინც ჩვენგან განსხვავდება. ეს გვაძლევს სწავლისა და ზრდის საშუალებას.

კულტურული, საგანმანათლებლო, რასობრივი, ეკონომიკური, ასაკობრივი, ძველი ან ახლანდელი საქციელისა და სხვა განსხვავებების გამო ისე ადვილი ხდება ვიღაცის განკითხვა, სანამ მათ გავიცნობთ. ეს წინასწარი განკითხვა წინასწარი შეგონების არსია და მხსნელი გვაფრთხილებდა ამის გამო (იხ. 1 სამუელი 16:7; იოანე 7:24).

შეგვიძლია, არ შევამჩნიოთ განსხვავებები და ვიხილოთ სხვები ქრისტეს თვალებით? როგორ ვისწავლოთ სხვების სიყვარული იმის გამო, რანი არიან ისინი და რანი შეიძლება, გახდნენ?

დანახვა და შეყვარება

ბიბლია მოგვითხრობს მსგავს ამბავს მდიდარი ადამიანის შესახებ, რომელმაც იკითხა, როგორ მიეღო მარადიული ცხოვრება: „იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: ერთი რამ გაკლია. წადი, რაც გაქვს გაყიდე, და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი“. (მარკოზი 10:21).

როცა უხუცესი ს. მარკ პალმერი სამოცდაათიანელთა ქვორუმიდან სწავლობდა ამ ამონარიდს რამდენიმე წლის წინ, მან უცებ ამ ამბის ახალი მხარე დაინახა.

’იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა’.

„როცა ეს სიტყვები გავიგონე, ნათლად წარმოვიდგინე უფალი, რომელიც შეყოვნდა და დააკვირდა ამ ახალგაზრდას. დააკვირდა- თითქოს ღრმად შეაღწია მის სულში, ამოიცნო მისი სიკეთე და პოტენციალი და ამავდროულად დაადგინა მისი ყველაზე დიდი საჭიროება.

„შემდეგ უბრალო სიტყვები - იესოს შეუყვარდა იგი. მან იგრძნო აურაცხელი სიყვარული და მოწყალება ამ ახალგაზრდის მიმართ და მისი სიყვარულის გამო და ამ სიყვარულით იესომ უფრო მეტი მოითხოვა მისგან. წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ამ ახალგაზრდისთვის ასეთი სიყვარულის გარემოცვაში მოხვედრა, მითუმეტეს როცა გთხოვენ, გააკეთო ისეთი ურთულესი რამ, როგორიცაა მთელი ქონების გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება. …

„[ვკითხე საკუთარ თავს] ‘როგორ აღვივსო ქრისტეს სიყვარულით ისე, რომ ჩემგან იგრძნონ [სხვებმა] ღმერთის სიყვარული და სურვილი, რომ შეიცვალონ’? როგორ შემიძლია, დავაკვირდე [ჩემს ირგვლივ მყოფთ] ისევე, როგორც უფალი დააკვირდა იმ მდიდარ ახალგაზრდას, დავინახო ისინი ისეთნი, როგორებიც არიან და როგორებიც შეიძლება, გახდნენ და არა იმის მიხედვით, რას აკეთებენ ან არ აკეთებენ? როგორ შემიძლია, უფრო დავემსგავსო მხსნელს“?1

ვისწავლოთ სხვების დანახვა

სხვების დანახვა ქრისტეს თვალებით მოგვიტანს უხვ ჯილდოს. აი რამდენიმე იდეა, რომელიც დაგვეხმარება ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

  • გაიცანით ისინი
    გამოიყენეთ ძალისხმევა იმისთვის, რომ დაინახოთ ადამიანები ზედაპირულის მიღმა. გაიაზრეთ ის ფაქტი, რომ ურთიერთობების შენება მოითხოვს დროს და გულწრფელ ძალისხმევას. (See the August 2018 Ministering Principles article “Building Meaningful Relationships” for help.)

  • შეამოწმეთ საკუთარი თავი
    მიაქციეთ ყურადღება განკითხვას, რომელსაც ახდენთ ცნობიერად და გაუცნობიერებლად. მიაქციეთ ყურადღება ვარაუდს სხვების მიმართ და ეცადეთ გაიგოთ, რატომ გაქვთ ამგვარი გრძნობები.

  • თავი შეიკავეთ განკითხვისგან
    გაიაზრეთ ის ფაქტი, რომ ვითარება არ განსაზღვრავს ინდივიდის ღირებულებას. დააყენეთ საკუთარი თავი მათ ადგილას და წარმოიდგინეთ, როგორ ისურვებდით, დაენახეთ სხვებს ამ მდგომარეობაში. სხვების არჩევანისა და საქციელის განცალკევება მათივე ღვთიური და დამახასიათებელი პოტენციალისგან გვეხმარება, დავინახოთ ისინი მხსნელის თვალით.

  • ილოცეთ მათი სიყვარულისთვის
    რეგულარულად ილოცეთ მათთვის სახელის მოხსენიებით და მოთმინებისთვის, განავითაროთ ჭეშმარიტი მეგობრობა. ლოცვისეული განწყობით გადახედეთ საკუთარ მსახურებას. შეესაბამება ის, რასაც მათთვის აკეთებთ იმას, რაც მათ ჭეშმარიტად ესაჭიროებათ?

იესო დროს უთმობდა სხვადასხვა ფენის ხალხს: მდიდრებს, ღარიბებს, მმართველებს და უბრალო ადამიანებს. იგი ხშირად იყო მცდარი განკითხვის მსხვერპლი, როცა ისინი უყურებდნენ მას და სავარაუდოდ მის ღარიბულ ან უმნიშვნელო გარემოს. „რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა ჰქონია, რომ მივეზიდეთ. … „შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული (ესაია 53:2-3).

ქრისტეს მსგავსი ხედვა

ერთ-ერთი და გვიზიარებს, როგორ ისწავლა, დაენახა მოყვასი ქრისტეს თვალებით:

„ჯულია (სახელი შეცვლილია) ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და მეგობრები არ ჰყავდა. იგი ყოველთვის განაწყენებული და გაბრაზებული ჩანდა. მიუხედავად ამისა გადავწყვიტე, გავმხდარიყავი მისი მეგობარი. არა უბრალო ამხანაგი, არამედ ჭეშმარიტი მეგობარი. მე ყოველთვის ვესაუბრებოდი მას, როცა მხვდებოდა და გამოვხატავდი ინტერესს იმის მიმართ, რასაც აკეთებდა. ნელ-ნელა მე მასთან დავმეგობრდი, რაც ჩემს გულს სიხარულს მატებდა.

„ერთხელ გადავწყვიტე, მომენახულებინა ჯულია და მეკითხა, რატომ გადაწყვიტა მან, აღარ ევლო ეკლესიაში.

„შევიტყვე, რომ მას ახლომახლო არ ჰყავდა არც ოჯახი და არც ნათესავები. მისი ერთადერთი ძმა მისგან შორს ცხოვრობდა და წელიწადში ერთხელ ტელეფონით უკავშირდებოდა. როცა მან გული გადამიშალა, ყოველი სიმწარე, წყრომა და იმედგაცრუება ოჯახის და ეკლესიის თაობაზე, მე ისეთი თანაგრძნობის და სიყვარულის გრძნობა დამეუფლა ამ დის მიმართ. ვიგრძენი მისი ტკივილი და იმედგაცრუება. მივხვდი, როგორი მარტოსული იყო იგი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზურგს უკან ჩუმი ფრაზა გავიგე: ‘მეც მიყვარს იგი. გიყვარდეს იგი და პატივი ეცი’.

„ვიჯექი და იმდენხანს ვუსმენდი, სანამ სათქმელი აღარ დარჩა. მე სიყვარული და თანაგრძნობა ვიგრძენი მის მიმართ. ეს არის და, რომელსაც არასდროს არ უგრძვნია სხვებისგან სიყვარული. უცებ მე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმად გავიაზრე. მე მადლობა გადავუხადე მას საუბრისთვის და დავემშვიდობე ჩახუტებით, სიყვარულითა და პატივისცემით. იგი ვერასდროს ვერ მიხვდება, რამდენად შემეხო ამ ვიზიტით. მამაზეციერმა ამიხილა თვალი და მასწავლა, რომ მქონდა იმის უნარი, უფრო დიდი თანაგრძნობით სიყვარული შემეძლო. მე გადავწყვიტე, რომ არა მხოლოდ მეგობარი ვიქნები მისთვის, არამედ ოჯახის წევრიც“.

ეს წმინდა რამაა - როცა ვინმე თავის ცხოვრებაში გიშვებს. ლოცვით, მოთმინებით, სულიწმინდის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ ეს უფრო ქრისტესმიერი ხედვით.

შენიშვნა

  1. S. Mark Palmer, “Then Jesus Beholding Him Loved Him,” Liahona, May 2017, 115.