2019
მზრუნველობისთვის თანაგრძნობის განვითარება
თებერვალი, 2019 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. თებერვალი

მზრუნველობისთვის თანაგრძნობის განვითარება

მზრუნველობა აღგვამაღლებს. ჩვენ შეგვიძლია, აღვამაღლოთ სხვები, როცა ვცდილობთ, გავიგოთ, რას განიცდიან ისინი და ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ, გავიაროთ ეს განსაცდელი მათთან ერთად.

რადგან მამაზეციერს სურს, დავემსგავსოთ მას, ის სირთულეები, რომლების წინაშეც ვდგებით ამ ცხოვრებაში, შეიძლება გახდეს ჩვენთვის სწავლის შესაძლებლობა, თუკი ვენდობით მას და დავრჩებით ბილიკზე. სამწუხაროდ, ამ ბილიკზე დარჩენა განსაკუთრებით რთულდება, როდესაც ვგრძობთ, რომ ამ სირთულეებთან მარტონი ვრჩებით.

მაგრამ ასე არასოდეს ყოფილა ჩაფიქრებული, რომ ბილიკზე მარტო გვევლოს. მხსნელმა მიაღწია სრულყოფილ თანაგრძნობას, როცა ყოველივეზე დაბლა ჩამოვიდა, რათა სცოდნოდა, როგორ დაგვხმარებოდა ჩვენს გასაჭირში და უძლურობაში (იხ. ალმა 7:11-12; მოძღვრება და აღთქმები 122:8). იგი ყოველივე ჩვენგანისგან ელოდება, რომ გავყვებით მის მაგალითს და ჩვენც ასევე გამოვხატავთ თანაგრძნობას. ეკლესიის ყოველმა წევრმა დადო აღთქმა, რომ „ვიგლოვებთ მგლოვიარებთან ერთად; დიახ, ვანუგეშებთ მათ, ვისაც ნუგეში სჭირდება“ (მოსია 18:9). ყველგან წმინდა წერილში გვასწავლიან, რომ ჩვენი სირთულეების მიუხედავად უნდა „გავმართოთ დაშვებული ხელები და გავამაგროთ მოკვეთილი მუხლები“ და მოვასწოროთ გზები ჩვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს“(ებრაელთა 12:12-13; იხ. ასევე ესაია 35:3-4; მოძღვრება და აღთქმები 81:5-6).

როცა სხვებს ჩავკიდებთ ხელს, დაე, მივცეთ იმის საშულება, დაგვეყრდნონ და ვიაროთ მათთან ერთად. ამით ჩვენ დავეხმარებით მათ, დარჩნენ ბილიკზე იმდენ ხანს, სანამ მხსნელი არა მხოლოდ მოაქცევს მათ რწმენაზე - რაც მზრუნველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, არამედ ასევე განკურნავს მათ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 112:13).

რა არის თანაგრძნობა?

თანაგრძნობა არის სხვა ადამიანის გრძნობების, აზრებისა და მდგომარეობის შეგრძნება მათი და არა საკუთარი პოზიციიდან.1

თანაგრძნობა მნიშვენელოვანია ჩვენი სხვებისთვის მზრუნველობის გაწევისთვის და ჩვენი მიზნის შესრულებისთვის მზრუნველი დის ან ძმის როლში. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, გავითავისოთ სხვისი მდგომარეობა.

სხვისი მდგომარეობის გათავისება

ეს ამბავი მოყვა ერთ-ერთმა მორცხვმა უკანასკნელ დღეთა წმინდანმა, რომელიც ხშირად მარტო იჯდა სამლოცველოს უკანა რიგში. როცა უხუცესთა ქვორუმის წევრი უეცრად გარდაიცვალა, ეპისკოპოსმა უხუცესის ოჯახის წევრებს სანუგეშოდ მისცა მღვდლობის დალოცვა. მოწყალების საზოგადოების დებმა მოიტანეს საჭმელი. კარგი მეგობრები და მეზობლები ეწვივნენ ოჯახს და თქვეს: „თუ რამე დაგჭირდებათ, გაგვაგებინეთ“.

მაგრამ როცა ეს მორცხვი წევრი ეწვია ოჯახს საღამოხანს, მან ზარი დარეკა და როცა ქვრივმა კარი გააღო, მამაკაცმა უბრალოდ თქვა: „მე მოვედი თქვენი ფეხსაცმელების გასასუფთავებლად“. რამდენიმე საათში მთელი ოჯახის ფეხსაცმელი მზად იყო დასაფლავების ცერემონიალისთვის - გაწმენდილი და გაპრიალებული. მეორე კვირას გარდაცვლილი უხუცესის ოჯახი მორცხვი კაცის გვერდით იჯდა უკანა რიგში.

ეს იყო კაცი, რომელმაც გასაკეთებელი საქმე აღმოაჩინა და გააკეთა. ორივე მხარემ დალოცვა მიიღო ამ თანაგრძნობით ნაკარნახევი მზრუნველობით.

როგორ შემიძლია, განვავითარო თანაგრძნობა?

ზოგიერთი ადამიანი თითქოს და დალოცვილია თანაგრძნობის ძღვენით. მაგრამ მათთვის, ვისაც ეს უჭირს, კარგი ამბავი მაქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში უფრო და უფრო მეტი კვლევა ტარდება თანაგრძნობის შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი სხვადასხვა კუთხით უდგება ამ თემას, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ თანაგრძნობა შეიძლება ისწავლო.2

ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ თანაგრძნობის ძღვენისთვის. იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ თანაგრძნობა, კარგია, უკეთ გავიგოთ, როგორ მუშაობს იგი. ქვემოთ მოყვანილი შეთავაზებები ზოგადად განიხილება, როგორც თანაგრძნობის ძირითადი ელემენტები.3 ყოველივე ეს შეიძლება ხდებოდეს ისე, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებდეთ, მაგრამ როდესაც მათ შესახებ ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ გვეძლევა მათი გაუმჯებესების შანსი.

1. გაგება

თანაგრძნობა მოითხოვს სხვა ადამიანის მდგომარეობის გაგებას. რაც უფრო კარგად გვესმის მათი მდგომარეობა, მით უფრო ადვილია იმის გაგება, რას გრძნობს ადამიანი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის დასახმარებლად.

აქტიური მოსმენა, შეკითხვების დასმა, თათბირი მათთან და სხვა ადამიანებთან ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებებია ამ ადამიანების სიტუაციის გასაგებად. შეიტყვეთ მეტი ამ კონცეფციის შესახებ მზრუნველობის პრინციპების წინა სტატიებიდან:

  • „ხუთი რამ, რაც ახასიათბს კარგ მსმენელს“ ლიახონა,ივნისი 2018, 6.

  • „ითათბირეთ მათი საჭიროებების შესახებ“, Liahona, სექტემბერი, 2018 წ, 6.

  • „ჩართეთ სხვები მზრუნველობაში - საჭიროებისამებრ“, ლიახონა,ოქტომბერი, 2018 წ, 6.

როცა ვცდილობთ, გავუგოთ ვინმეს, ჩვენ უნდა გავერკვიოთ მის კონკრეტულ სიტუაციაში ნაცვლად იმისა, რომ დავეყრდნოთ სხვა ადამიანის მსგავს მიღებულ გამოცდილებას. სხვაგვარად, შეიძლება რაღაც გამოგვრჩეს და დავუტოვოთ იმის შეგრძნება, რომ მათ ვერ გავუგეთ.

2. წარმოდგენა

ჩვენს მცდელობაში, დავიცვათ აღთქმა - ვიგლოვოთ მგლოვიარეებთან და ვანუგეშოთ ისინი, ვინც საჭიროებს ნუგეშს, ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ სული წმინდისთვის, რათა დაგვეხმაროს, გავიგოთ, რას გრძნობს ესა თუ ის ადამიანი და როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მას.4

როცა გვესმის ვიღაცის მდგომარეობა, ყოველ ჩვენგანს შეუძლია - ბუნებრივად ხდება ეს თუ არა - წარმოიდგინოს, თავად რას იფიქრებდა ან იგრძნობდა იმ სიტუაციაში. ამ აზრებისა და ემოციების გაგება, სული წმინდის გაძღოლასთან ერთად, დაგვეხმარება მათი სიტუაციისთვის შესაფერისი მოქმედების პოვნაში.

როცა ვიგებთ სხვა ადამიანების მდგომარეობას და წარმოვიდგენთ, რას გრძნობენ ისინი, მნიშვნელოვანია, არ განვიკითხოთ ისინი (იხ. მათე 7:1). როცა კრიტიკულად ვხვდებით იმას, როგორ მოხვდა ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში, ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებულ ტკივილს.

3. რეაგირება

თუ როგორ ვრეაგირებთ მნიშვნელოვანია, რადგან ასე გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას. არსებობს ჩვენი გაგების სიტყვიერი და უსიტყვო გამოხატვის უამრავი ხერხი. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, მიზნად გვქონდეს პრობლემის მოგვარება. ხშირად მიზანია, უბრალოდ ვიღაც ავამაღლოთ და გავაძლიეროთ მხოლოდ იმით, რომ ვაგრძნობინოთ მათ - ისინი არ არიან მარტო. შეიძლება ამისთვის საჭიროა თქმა: „მიხარია, რომ მითხარი“ ან „ძალიან ვწუხვარ. ალბათ, მტკივნეულია“.

ყოველ შემთხვევაში რეაგირება გულწრფელი უნდა იყოს. და შესაბამის სიტუაციაში ჩვენი მგრძნობიარობის გამოხატვა დაეხმარება სხვებს, დაინახონ თქვენი სისუსტეები და დაუცველობა, რაც ხელს შეგიწყობთ მათთან ძვირფასი კავშირის დასამყარებლად.

მოწვევა მოქმედებისკენ

როცა განიხილავთ მათ მდგომარეობას, ვისაც მზრუნველობას უწევთ, წარმოიდგინეთ, რომ ხართ მათ ადგილას. რა იქნებოდა ყველაზე ეფექტური მათ სიტუაციაში? ილოცეთ, რათა გაიგოთ მათი გრძნობები და მიჰყევით ამ გრძნობებს. თქვენი რეაგირება შეიძლება იყოს ძალიან უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი.

შენიშვნები

  1. იხ. W. Ickes, Empathic Accuracy (1997); and M. L. Hoffman, Empathy and Moral Development: Implications for Caring and Justice (2000).

  2. იხ, მაგ, Emily Teding van Berkhout and John M. Malouff, “The Efficacy of Empathy Training: A Meta-Analysis of Randomized Controlled Trials,” Journal of Counseling Psychology (2016), 63(1), 32–41.

  3. იხ, მაგ. Brené Brown, I Thought It Was Just Me (But It Isn’t) (2008); Theresa Wiseman, “A Concept Analysis of Empathy,” Journal of Advanced Nursing (1996), 23, 1162–67; and Ed Neukrug and others, “Creative and Novel Approaches to Empathy: a Neo-Rogerian Perspective,” Journal of Mental Health Counseling, 35(1) (Jan. 2013), 29–42.

  4. იხ.Henry B. Eyring, “The Comforter,” Liahona, მაისი 2015, 17-21.