2019
მიზანი, რომელიც შეცვლის ჩვენს მზრუნველობას
იანვარი, 2019 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. იანვარი

მიზანი, რომელიც შეცვლის ჩვენს მზრუნველობას

მიუხედავად იმისა, რომ მზრუნველობას აქვს მრავალი დანიშნულება, ჩვენი მცდელობები უნდა ნაკარნახევი იყოს სურვილით, დავეხმაროთ სხვებს უფრო ღრმად მოექცნენ რწმენაზე და მეტად დაემსგავსონ ქრისტეს.

როცა სხვები მხსნელის მსგავსად გვიყვარს, ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ მათ ისე, როგორც იგი ეხმარებოდა მათ. მწყემსი კეთილი არის ჩვენი გააზრებული მზრუნველობის საბოლოო მაგალითი.

როცა ჩვენ მზრუნველობას უფლის მაგალითის მიხედვით ვეწევით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მისი სიყვარულის, მსახურების, ფეხზე დაყენებისა და დალოცვის მცდელობებს გაცილებით მაღალი მიზანი ჰქონდა, ვიდრე სასწრაფო საჭიროებების დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მან იცოდა მათი ყოველდღიური საჭიროებების შესახებ და უთანაგრძნობდა არსებულ გასაჭირში. ასე რომ, იგი კურნავდა, აპურებდა, მიუტევებდა და ასწავლიდა. მაგრამ მას სურდა, ყოველდღიურ წყურვილის დაკმაყოფილებაზე მეტი გაეკეთებინა (იხ. იოანე 4:13-14). მას სურდა, რომ მის ირგვლივ მყოფნი გაჰყვნენ მას (იხ. ლუკა 18:22; იოანე 21:22), იცნობდნენ მას (იხ. იოანე 10:14; მოძღვრება და აღთქმები 132:22–24), და მიაღწიონ თავიანთ ღვთიურ პოტენციალს (იხ. მათე 5:48). დღესაც შეიძლება იგივე ითქვას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 67:13).

არსებობს სხვების დალოცვის უამრავი გზა, მაგრამ როცა ჩვენი მზრუნველობის საბოლოო მიზანია, დავეხმაროთ სხვებს, შეიცნონ მხსნელი და უფრო დაემსგავსონ მას, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ დადგება დღე, როცა არ დაგვჭირდება, ვასწავლოთ მოყვასს, სცნობდნენ უფალს, რადგან ყველა იცნობს მას (იხ. იერემია 31:34).

მხსნელის მიზანი გადაუდებელი საჭიროებების საზღვრებს სცდებოდა.

  • რამდენიმე ადამიანმა დიდი გზა გამოიარა, რათა იესოსთან მიეყვანათ უძლური მეგობარი. ბოლოს მხსნელმა განკურნა ის ადამიანი, მაგრამ მას უფრო მისი ცოდვების მიტევება აინტერესებდა (იხ. ლუკა 5:18-26).

  • როცა ხალხმა მხსნელთან მოიყვანა ქალი, რომელსაც მრუშობას დებდნენ ბრალად, ის, რომ იგი არ ჩაერთო მის განკიცხვაში, ქალს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სიცოცხლე შეუნარჩუნდა. მაგრამ მას ამ ქალის სულიერი გადარჩენაც სურდა, ამიტომაც უთხრა: „წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ (იხ. იოანე 8: 2-11).

  • მარიამმა და მართამ იესოს ხმა მიაწვდინეს, რომ მოსულიყო და თავისი მეგობარი, ლაზარე, განეკურნა. იესომ, რომელმაც სხვები მრავალჯერ განკურნა, დააყოვნა ჩასვლა ლაზარეს გარდაცვალებამდე. იესომ იცოდა, რა სჭირდებოდა იმ ოჯახს, მაგრამ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით მან გააძლიერა მათი დამოწმებები თავისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ (იხ. იოანე 11:21-27).

სხვა რა მაგალითებს დაამატებდით ამას?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

თუ ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სხვებს, უფრო დაემსგავსონ მხსნელს, ეს შეცვლის ჩვენი მზრუნველობის ხერხს. აი რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მზრუნველობის მცდელობებში.

მოსაზრება #1: დაუკავშირეთ მსახურება მხსნელს

სიკეთის კეთების ჩვენი ყოველი მცდელობა საყურადღებოა, მაგრამ შეგვიძლია, ვეძიოთ საშუალებები, გავაღრმავოთ ჩვენი მსახურება იმით, რომ დავუკავშიროთ იგი მხსნელს. მაგალითად: თუ ოჯახში, რომელსაც მზრუნველობას უწევთ, ავად არიან, შეიძლება სადილის მიწოდება დაეხმაროს მათ, მაგრამ თქვენგან სიყვარულის უბრალო გამოხატვა გაათმაგდება, თუკი დაუმოწმებთ მხსნელის მათ მიმართ სიყვარულის შესახებ. თქვენი დახმარება ეზოში მისასალმებელია, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, თუკი მას მღვდლობის დალოცვას დაამატებთ.

უხუცესი ნილ ლ. ანდერსენი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვასწავლიდა: „კეთილი გულის მქონე ადამიანი დაეხმარება სხვას საბურავის გამოცვლაში, მეგობრის ექიმთან წაყვანაში, მოწყენილ ადამიანთან ერთად სამხარზე წავა ან გაუღიმებს და მიესალმება ვინმეს, რათა დღე გაუნათოს.

„მაგრამ პირველი მცნების მიმდევარი ბუნებრივად დაამატებს ყოველივე ამას მსახურების მნიშვნელოვან ქმედებებს“.1

მოსაზრება #2: ფოკუსირება აღთქმის გზაზე

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, როცა პირველად მიმართავდა წევრებს ეკლესიის პრეზიდენტის როლში, თქვა: „დარჩით აღთქმის გზაზე“. აღთქმების დადება და მათი დაცვა „გაუხსნის კარს ყოველ სულიერ დალოცვასა და უპირატესობას“.2

ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანები, მოვინათლეთ, წევრად დავმტკიცდით და მივიღეთ სულიწმინდის ძღვენი. ღირსეული მამაკაცი წევრები მიიღებენ მღვდლობას. ჩვენ მივდივართ ტაძარში, რათა შევიმოსოთ და მარადიულად ჩავიბეჭდოთ ოჯახებთან ერთად. ეს ხსნის წეს-ჩვეულებები და მათთან დაკავშირებული აღთქმები აუცილებელია ჩვენთვის, რომ დავემსგავსოთ უფალს, რათა შევძლოთ მასთან ყოფნა.

ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ მნიშვნელოვანი როლი სხვების დახმარებაში ამ გზაზე სიარულისას, დავეხმარებით მათ რა აღთქმების დაცვაში და მომავალში აღთქმების დადებაში.3 როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ ცალკეულ პირებს ან ოჯახებს, მიიღონ შემდეგი საჭირო წეს-ჩვეულება? ეს შეიძლება ნიშნავდეს, დაეხმარო მამას ქალიშვილის ნათლობისთვის მზადებაში, აუხსნა რა მას შემდეგი აღთქმის დალოცვები ან ზიარებისას უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების გზები.

მოსაზრება #3: მოიწვიეთ და შეაგულიანეთ

საჭიროებისას, ითათბირეთ მათთან, ვისზეც ზრუნავთ, მათი მოქცევისა და მცდელობების შესახებ, დაემსგავსონ ქრისტეს. დაანახეთ მათ, რომ ხედავთ მათში ძალას და პატივს სცემთ ამის გამო. გაიგეთ, რისი გაუმჯობესება შეუძლიათ და ისაუბრეთ იმაზე, როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ მათ. (For more on counseling together with those to whom you minister, see “Counsel about Their Needs,” Liahona, Sept. 2018, 6–9.)

ნუ შეგეშინდებათ, მოიწვიოთ ისინი, მიჰყვნენ მხსნელს და მისცენ მას საშუალება, დაეხმაროს მათ ღვთიური პოტენციალის მიღწევაში. ამ მოწვევამ, შეიძლება მთელი მათი ცხოვრება შეცვალოს, როცა მას თან დაერთვება თქვენი მათში და უფალში რწმენა.

ექვსი ხერხი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს ქრისტესთან დაახლოვებაში

ქვემოთ მოყვანილია წინადადებები, რომლებიც დაგეხმარებათ სხვების მხარდაჭერაში და მათ მიერ აღთქმის გზაზე წინსვლაში და ცხოვრების გაუმჯობესებაში. (იხ. იქადაგე ჩემი სახარება, თავი 11).

  1. გაუზიარეთ. იყავით გულწრფელნი და ისაუბრეთ ღიად, როცა უზიარებთ სხვებს, როგორ დაგეხმარათ მხსნელი, როცა ცდილობდით მასთან დაახლოვებას სახარების პრინციპების ცხოვრებით, მიუხედავად უკუსვლებისა.

  2. დაპირდით დალოცვებს. ადამიანებს სჭირდებათ შეცვლისთვის მიზეზი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე არშეცვლა. მოქმედებასთან დაკავშირებული დალოცვების ახსნას მოაქვს ძლიერი მოტივაცია (იხ. მოძღვრება და აღთქმები 130:20-21).

  3. მოიწვიეთ. სახარების პრინციპით ცხოვრებას მოაქვს მისი ჭეშმარიტების დამოწმება (იხ. იოანე 7:17) და უფრო ღრმა მოქცევა4 თითქმის ყოველი შეხვედრისას შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ სულ უბრალო რამ, რაც მათ დაეხმარება წინსვლაში.

  4. ერთად დაგეგმეთ. რა უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში, რომ წარმატებით დაიცვან ვალდებულება, შეიცვალონ? როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ? ვადა განსაზღვრულია?

  5. მხარდაჭერა. იქ, სადაც ეს დაგეხმარებათ, შეიმუშავეთ მხარდაჭერის ქსელი იმ ადამიანებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ცალკეულ პირებს, დარჩნენ მოტივირებულნი და წარმატებულნი. ჩვენ ყველას გვჭირდება მხარდამჭერთა ლიდერი.

  6. შემდგომი კონტროლი. რეგულარულად გააზიარეთ წინსვლა. დარჩით ფოკუსირებულნი გეგმაზე, მაგრამ საჭიროებისას სრულყავით იგი. იყავით მომთმენნი, შეუპოვარნი და გამმხნევებელნი. ცვლილებას შეიძლება დასჭირდეს დრო.

მოწვევა მოქმედებისკენ

დაფიქრდით, როგორ შეუძლია თქვენს მცირე და დიდ ძალისხმევებს დაეხმარონ სხვებს, გააღრმავონ მათი მოქცევა და უფრო დაემსგავსონ მხსნელს.

შენიშვნები

  1. Neil L. Andersen, “A Holier Approach to Ministering” (Brigham Young University devotional, Apr. 10, 2018), 3, speeches.byu.edu.

  2. Russell M. Nelson, “As We Go Forward Together,” Liahona, Apr. 2018, 7.

  3. იხ. Henry B. Eyring, “Daughters in the Covenant,” Liahona, May 2014, 125–28.

  4. See David A. Bednar, “Converted unto the Lord,” Liahona, Nov. 2012, 106–109.