2018
ითათბირეთ მათი საჭიროებების შესახებ
სექტემბერი, 2018 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2018 წ. ივნისი

ითათბირეთ მათი საჭიროებების შესახებ

არ არის აუცილებელი, გააკეთო ეს მარტო. საბჭოს მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაც სხვების დასახმარებლად გჭირდებათ.

ღმერთი გიწვევთ, ემსახუროთ ოჯახს ან ცალკეულ პირს თქვენს მეურვეობაში ან მრევლში, გამომდინარე მისი საჭიროებებიდან. როგორ უნდა გაიგოთ ამ საჭიროებების შესახებ? საბჭოს პრინციპი, რომელიც ეკლესიისთვის ასე მნიშვნელოვანია, გაწვდით ამ იდეას.

მას შემდეგ, რაც განვიხილავთ, რის შესახებ უნდა ვითათბიროთ, ჩვენ დავადგენთ:

  1. რჩევის მიღება მამაზეციერისგან.

  2. თათბირი ოჯახთან და ცალკეულ პირთან, რომელიც მიგვამაგრეს.

  3. თათბირი ჩვენს კომპანიონთან.

  4. და თათბირი სხვებთან, რომლებიც მიმაგრებულები არიან იმავე ოჯახთან ან ცალკეულ პირთან.

თათბირი ხელმძღვანელებთან ასევე მნიშვნელოვანია. მომავალში ლიახონაში დაბეჭდილი სტატიები მზრუნველობის პრინციპებზე გამოავლენს ამ პროცესში ხელმძღვანელებთან თათბირისა და მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებების როლს.

რაზე ვთათბირობთ

საჭიროებების გარკვევა აუცილებელია მზრუნველობისთვის. მაგრამ რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს ამ საჭიროებებს, არის თუ არა საჭიროების გარდა კიდევ რამე, რაც უნდა შევიტყოთ?

საჭიროებას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა. ადამიანებს, რომლებსაც ვემსახურებით, შეიძლება ჰქონდეთ ემოციური, ფინანსური, ფიზიკური, განათლებასთან დაკავშირებული ან სხვა სირთულეები. ზოგიერთი საჭიროება სხვაზე პრიორიტეტულია. ზოგჯერ მის დასაძლევად დაგვეხმარებიან, ზოგჯერ კი თავად მოგვიწევს მათთან გამკლავება. მცდელობისას, დავეხმაროთ მიწიერ საჭიროებებში ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენი მსახურების მოწოდება მოიცავს სხვების დახმარებას აღთქმის გზაზე სიარულისას და ამაღლებისთვის სამღვდელოების აუცილებელი წეს-ჩვეულებების მიღებისას.

ცალკე პირებისა ან ოჯახების საჭიროებების თათბირის დროს ჩვენ ასევე უნდა ვეცადოთ, გავიგოთ მათი ძლიერი მხარეები. რაში არ ესაჭიროებათ დახმარება? რა ნიჭი ან საშუალებები აქვთ იმისთვის, რომ დალოცონ სხვების ცხოვრება? რაში მდგომარეობს მათი უნიკალური როლი ღვთის სასუფევლის შენებაში? ცალკეული პირის ძალის გააზრება შეიძლება იყოს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ამ პიროვნების საჭიროებების გაგება.

რჩევის მიღება მამაზეციერთან

ჩვენი რწმენის ერთ-ერთი დებულება ისაა, რომ მამაზეციერი ესაუბრება თავის შვილებს (იხ რწმენის სიმბოლოები 1:9). როცა ვიღებთ ახალ დავალებას ვიღაცის მზრუნველობასთან დაკავშირებით, ჩვენ რჩევა უნდა მივიღოთ მამაზეციერისგან ლოცვაში, ვეძიოთ შთაგონება და გაგება მათ საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებზე. ასეთი რჩევის მიღება ლოცვის მეშვეობით უნდა გრძელდებოდეს ჩვენი მზრუნველობის პერიოდში.

თათბირი ოჯახთან და ცალკეულ პირებთან

სად და როგორ ვინახულოთ ცალკეული პირები და ოჯახები, რომლებსაც მოწოდებით უნდა ვემსახუროთ, დამოკიდებულია სხვადასხვა ვითარებებზე, მაგრამ უშუალო თათბირი ცალკეულ პირთან თუ ოჯახთან აუცილებელია ურთიერთობების განვითარებისა და მათი საჭიროებების გასაგებად, იმის ჩათვლით, თუ რა სახით სურთ მათ დახმარების მიღება. ზოგიერთი საკითხი მოითხოვს ლოდინს იმ დრომდე, სანამ არ განვითარდება მნიშვნელოვანი ურთიერთობები. რადგან არ არსებობს ამის შესრულების ერთადერთი გზა, განიხილეთ შემდეგი:

  • გაარკვიეთ, სად და როდის ურჩევნიათ მათ შეხვედრა.

  • გაეცანით მათ ინტერესებსა და გამოცდილებას.

  • დასახეთ დახმარების ხერხი და დაინტერესდით მათი აზრით.

როცა ვამყარებთ ნდობას, განიხილეთ პირადი ან ოჯახური საჭიროებები. დასვით შეკითხვები, თუკი ამას გიკარნახებთ სულიწმინდა.1 მაგალითად:

  • რა სირთულეების წინაშე დგებიან ისინი?

  • რა პირადი ან ოჯახური მიზნები აქვთ? მაგალითად, სურთ უკეთესად ჩაატარონ ოჯახური საღამო ან იყვნენ უფრო დამოუკიდებელნი?

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სირთულეების გამკლავებაში და მიზნების მიღწევაში?

  • სახარების რომელი წეს-ჩვეულებები ელით მათ მალე? როგორ შეგვიძლია დავხმაროთ მათ საამისოდ მზადებაში?

შესთავაზეთ კონკრეტული დახმარება, მაგ: „ამ კვირაში როდის შეგვიძლია სადილის მოტანა“? გაურკვეველი შეთავაზება, როგორიცაა: „თუ რამე დაგჭირდებათ, გაგვაგებინეთ“ არ არის დიდად მისასალმებელი.

თათბირი ჩვენს კომპანიონთან

რადგან თქვენ კომპანიონთან ერთად ყოველთვის არ იქნებით ერთად ერთსა და იმავე ცალკეულ პირთან ან ოჯახთან, მნიშვნელოვანია ერთად დაგეგმოთ და ითათბიროთ როგორც კომპანიონებმა, როცა შთაგონებას ეძიებთ. აი რამდენიმე შეკითხვა განხილვისთვის:

  • როგორ და რამდებად ხშირად საუბრობთ ერთმანეთთან, როგორც კომპანიონები?

  • როგორ შეუძლია თითოეულ თქვენგანს, საკუთარ ძალაზე დაყრდნობით, ემსახუროს ოჯახის ან ცალკეული პირის საჭიროებებს?

  • რა ისწავლეთ, რა გამოცდილება ან შთაგონება მიიღეთ იმ დროიდან დაწყებული, როცა ბოლოს ისაუბრეთ ცალკეული პირის ან ოჯახის შესახებ?

თათბირი სხვა ადამიანებთან, რომლებსაც დაევალათ მზრუნველობა

კარგი იქნება, თუ დროდადრო ისაუბრებთ მათთან, ვისაც ასევე მიეცა იმავე ოჯახზე ან ცალკეულ პირზე მზრუნველობის დავალება.

სირთულეების მოსაგვარებლად ისაუბრეთ

უხუცესი ჩი ჰონგ (სემ) ვონგი სამოცდაათიანელების ქვორუმიდან იყენებს ამონარიდს მარკოზის სახარებიდან, თავი 2 ჩვენს დღვანდელ ცხოვრებაში, რათა გვაჩვენოს, როგორ გახდა შესაძლებელი იესოსთან ადამიანის თათბირის გამო დავრდომილის მიყვანა იესოსთან.

„შეიძლება ეს ასე იყოს“, ამბობს უხუცესი ვონგი. „ოთხი ადამიანი, ეპისკოპოსის დავალებით, ინახულებდა ბინაზე დავრდომილს. მეურვეობის სულ ბოლო საბჭოზე, მას შემდეგ, რაც ერთბლივად განიხილა მეურვეობის საჭიროებები, ეპისკოპოსმა გასცა ‘შველის’ დავალებები. ამ ოთხ ადამიანს დაევალა იმ მამაკაცის დახმარება. …

„[როცა ისინი შენობასთან მივიდნენ, სადაც იესო იმყოფებოდა] იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი. კარში ტევა არ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სცადეს, მაგრამ შიგნით ვერ შედიოდნენ. … მათ ითათბირეს, რა უნდა მოემოქმედათ, რომ ის კაცი იესოსთან მიეყვანათ განსაკურნებლად. … მათ გეგმა შეიმუშავეს. ეს არ იყო ადვილი გეგმა, მაგრამ მათ იგი გამოიყენეს.

„… იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა: ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა’ (მარკოზი 2:4). …

„… იხილა იესო მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები (მარკოზი 2:5).“2

მოქმედებისკენ მოწვევა

უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან მოგვიწოდებდა: „ერთად ითათბირეთ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებელი წყარო, ეძიეთ სულიწმინდის შთაგონება, სთხოვეთ უფალს, დაგიდასტუროთ და შემდეგ დაიკაპიწეთ მკლავები და შეუდექით საქმეს.

„მე გპირდებით, რომ თუ მიჰყვებით ამ მაგალითს, თქვენ მიიღებთ კონკრეტულ მითითებას თუ ვის, რა და როდის, ასევე სად ემსახუროთ უფლის მსგავსად“.3

შენიშვნები

  1. იხ. იქადაგე ჩემი სახარება: მისიონერთა სამსახურის სახელმძღვანელო (2004), 183.

  2. Chi Hong (Sam) Wong, “Rescue in Unity,” Liahona, Nov. 2014, 14–15.

  3. Dieter F. Uchtdorf, “Providing in the Lord’s Way,” Liahona, Nov. 2011, 55.