2018
მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
August 2018


გამოსახულება
Ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2018 წ. აგვისტო

მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბება

ჩვენი სხვებზე ზრუნვის უნარი იზდება მაშინ, როცა იმ ადამიანებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს.

სხვებზე მზრუნველობის მოწვევა არის მათთან მზრუნველობითი ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალება ანუ ისეთი ურთიერთობის, სადაც დახმარების თხოვნა და მიღება არ ქმნის დისკომფორტს. როცა ჩვენ ასეთი ურთიერთობების განვითარებას შევეცდებით, ღმერთი შეძლებს, შეცვალოს ამ ურთიერთობების ორივე მხარის ცხოვრება.

“მართლა მჯერა, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილებები მნიშვნელოვანი ურთიერთობების გარეშე“ - თქვა შერონ იუბენკმა, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა. და იმისთვის, რომ ჩვენი მსახურების ქმედებებს შეეძლოს სხვების ცხოვრების შეცვლა, ისინი უნდა „გამომდინარეობდეს გულწრფელი განკურნების, მოსმენის, თანამშრომლობისა და პატივისცემის სურვილიდან“1

მნიშვნელოვანი ურთიერთობა არ არის ტაქტიკა. იგი დაფუძნებულია თანაგრძნობაზე, გულწრფელ მცდელობებზე და სიყვარულზე (მოძღვრება და აღთქმები 121:41).2

ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების სტრატეგია

„ჩვენ სათითაოდ ყოველ ადამიანთან ვამყარებთ ურთიერთობას“ - თქვა დიტერ ფ. უხტდორფმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.3 როცა ვცდილობთ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მათთან, ვისაც ვემსახურებით, სულიწმინდა მიგვიძღვის წინ. შემდეგი წინადადებები ეყრდნობა უხუცეს უხტდორფის მიერ შემოთავაზებულ ნიმუშს.4

  • შეისწავლეთ ისინი.

    პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი (1899-1994) გვასწავლიდა: „ვერ მოემსახურებით კარგად მათ, ვისაც კარგად არ იცნობთ“. მან შემოგვთავაზა, დავიმახსოვროთ ოჯახის წევრების სახელები და მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღები, როგორიცაა დაბადების დღეები, კურთხევები, ნათლობები და ქორწინება. ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მიწეროთ ადამიანს წერილი ან დაურეკოთ, რათა მიულოცოთ ოჯახის წევრს რაიმე განსაკუთრებული მიღწევა ან მოვლენა.5

  • ერთად გაატარეთ დრო.

    ურთიერთობების განვითარებას სჭირდება დრო. ეძიეთ კონტაქტის შენარჩნების საშუალებები. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანი გრძნობდეს თქვენს ზრუნვას.6 ხშირად მოინახულეთ ისინი, ვისთანაც მოგიწოდეს მსახურებაზე. ესაუბრეთ მათ ეკლესიაში. გამოიყენეთ ნებისმიერი დამატებითი საშუალებები - ელფოსტა, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, სკაიპი, ტელეფონი ან მიწერეთ ბარათი. უხუცესი რიჩარდ გ.სკოტი (1928-2015) სამოცდაათიანელთა ქვორუმიდან საუბრობდა სიყვარულისა და მხარდაჭერის უბრალო, შემოქმედებითი გამოხატვის საშუალებებზე: „ხშირად გადავშლიდი ხოლმე წმინდა წერილს და … ვიპოვიდი გამამხნევებელ, თბილ სიტყვებს ბარათზე, რომელიც [ჩემმა მეუღლემ] ჯენენმა ჩამიდო ფურცლებს შორის. … ასეთი ძვირფასი ბარათები … სამუდამოდ რჩება ნუგეშისა და შთაგონების ფასდაუდებელ წყაროდ“.7

    ასევე, გახსოვდეთ, რომ ყოველ ურთიერთობაში ორი მხარეა. თქვენ შეგიძლიათ, შესთავაზოთ სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ ურთიერთობა არ განვითარდება, თუკი ამ შეთავაზებას არ მიიღებენ და უკან არ დაუბრუნებენ. თუ მეორე მხარეს არ სურს ურთიერთობის მიღება, ნუ დააძალებთ. მიეცით მეორე მხარეს დრო, დაინახოს თქვენი გულწრფელი ძალისხმევა და საჭიროებისამებრ, ითათბირეთ ხელმძღვანელებთან, ღირს თუ არა ასეთი ურთიერთობის გაგრძელების მცდელობა.

  • საუბრისას გამოხატეთ ზრუნვა.

    მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ჩაღრმავება. ზედაპირული ურთიერთობა მოიცავს უამრავ პატარა საგანს, როგორიცაა გრაფიკი, ამინდი, სხვა უმნიშვნელო საკითხები, მაგრამ მას აკლია გრძნობები, მიზნები და საჭირო ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასამყარებლად. მამაზეციერმა ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობის მაგალითი გვიჩვენა ძისადმი გრძნობებისა და გეგმების გაზიარებით (იხ. იოანე 5:20) ჩვენ კი - წინასწარმეტყველებების მეშვეობით (იხ ამოსი 3:7). როცა სულიწმინდის კარნახით ერთმანეთს ვუზიარებთ ყოველდღიურ მოვლენებსა და ცხოვრებისეულ სირთულეებს, ჩვენ ამით ერთმანეთის მიმართ მადლიერება გვიჩნდება, რადგან ვპოულობთ საერთო ინტერესებს და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას.

    მოსმენა კომუნიკაციის უმთავრესი ნაწილია.8 როცა ყურადღებით ისმენთ, იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმაროთ სხვებს, მოვიდნენ ქრისტესთან, რადგან ამ შეთხვევაში ეცნობით მათ საჭიროებებს და ისინიც გრძნობენ თქვენგან სიყვარულს, უსაფრთხოებას და გაგებას.

  • დააფასეთ როგორც ის, რაც გაერთიანებთ, ისევე ის, რითიც განსხვავდებით.

    „ზოგიერთ … ადამიანს სწამს, რომ ქრისტეს სურს, ყველა წევრი ერთ ყალიბში ჩამოისხას ანუ ერთნაირი გარეგნობით, გრძნობებით, აზროვნებით და ქცევით“ - თქვა უხუცესმა უხტდორფმა. „ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ღმერთის უნიკალურობასთან, რომელმაც ყოველი ადამიანი თავისი მოყვასისგან განსხვავებული შექმნა. …

    „ეკლესია წარმატებას აღწევს ამ მრავალფეროვნებით და გვაგულიანებს, ყოველ ჩვენგანს, განვავითაროთ და გამოვიყენოთ ნიჭი ჩვენი მოწაფეების გაძლიერებისა და ამაღლებისთვის“.9

    იმისთვის, რომ სხვები შევიყვაროთ ისე, როგორც ღმერთს ვუყვარვართ, უნდა ვეცადოთ, დავინახოთ სხვები ღმერთის თვალით. პრეზიდენტი თომას ს. მონსონი (1927-2018) გვასწავლიდა: „უნდა განვავითაროთ უნარი, დავინახოთ სხვები არა ისეთ პიროვნებებად, როგორებიც ისინი ახლა არიან, არამედ ისეთებად, რომლებიც შეიძლება, რომ გახდნენ“.10 ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ იმისთვის, რომ ღმერთი დაგვეხმაროს, დავინახოთ ისინი ღმერთის თვალით. როცა სხვებს ვექცევით მათი ზრდის პოტენციალზე დაყრდნობით, ისინი სავარაუდოდ ამ პოტენციალს მიაღწევენ.11

  • ემსახურეთ მათ.

    იყავით მგრძნობიარენი იმათი საჭიროეოებების მიმართ, ვისაც ემსახურებით და მზად იყავით, გასცეთ დრო და ნიჭი, იქნება ეს საჭიროების დროს თუ უბრალოდ იმიტომ, რომ მათზე ზრუნავთ. თქვენ შეგიძლიათ მოუტანოთ ნუგეში, დაუდგეთ მხარში ან გაუწიოთ საჭირო დახმარება გადაუდებელი საქმის, ავადმყოფობისა თუ სასწრაფო ჩარევის დროს. მაგრამ მრავალ ურთიერთბაში ჩვენ ვრეაგირებთ სიტუაციაზე. ღმერთმა მოგვცა თავისუფალი არჩევანი იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ და არა რომ ჩვენზე იმოქმედონ (იხ. 2 ნეფი 2:14). ზუსტად როგორც იოანე მოციქული გვასწავლიდა, ჩვენ გვიყვარს ღმერთი, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა (იხ. 1 იოანე 4:19). როცა სხვები ჩვენს მსახურებაში გრძნობენ ჩვენს გულწრფელ სიყვარულს, ამას შეუძლია მოულბოს მათ გული და გაზარდოს მათი სიყვარული და რწმენა.12 ეს ქმნის კეთილი საქმეების აღმავალ სპირალს, რომელსაც შეუძლია ურთიერთობების განვითარება.

მხსნელის მსგავსად მზრუნველობა

იესო ქრისტემ ჩამოაყალიბა მნიშვნელოვანი ურთიერთობები თავის მოწაფეებთან (იხ. იოანე 11:5. იგი იცნობდა მათ (იხ. იხილეთ იოანე 1:47-48). იგი მათთან ატარებდა დროს (იხ. ლუკა 24:13–31). ეს ურთიერთობა არ იყო ზედაპირული (იხ. იოანე 15:15). მას მოსწონდა მათი მრავალფეროვნება (იხ. მათე 9:10) და ხედავდა მათ პოტენციალს (იხ. იოანე 17:23.). იგი ყველას ემსახურებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ყოვლის უფალი იყო ამბობდა, რომ იმისთვის არ მოსულა, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს (იხ. მარკოზი 10:42-45).

რას მოიმოქმედებდით იმისთვის, რომ გააღრმავოთ ურთიერთობები მათთან, ვისი მსახურებისთვისაც მოგიხმეს?

შენიშვნები

  1. Sharon Eubank, in “Humanitarian Acts Must Be Rooted in Relationship, Sharon Eubank Says,” mormonnewsroom.org.

  2. See “Ministering Principles: Reach Out in Compassion,” Liahona, July 2018, 6–9.

  3. Dieter F. Uchtdorf, “Of Things That Matter Most,” Liahona, Nov. 2010, 22.

  4. See Dieter F. Uchtdorf, “Of Things That Matter Most,” 22.

  5. See Ezra Taft Benson, “To the Home Teachers of the Church,” Ensign, May 1987, 50.

  6. See Charles A. Wilkinson and Lauren H. Grill, “Expressing Affection: A Vocabulary of Loving Messages,” in Making Connections: Readings in Relational Communication, ed. Kathleen M. Galvin, 5th ed. (2011), 164–73.

  7. Richard G. Scott, “The Eternal Blessings of Marriage,” Liahona, May 2011, 96.

  8. იხ. „მსახურების პრინციპები: ხუთი რამ, რაც ახასიათბს კარგ მსმენელს“ ლიახონა, ივნისი 2018, 6-9.

  9. დიტერ ფ.უხთდორფი „Four Titles“ ლიახონა, მაისი 2013, 59.

  10. თომას ს. მონსონი, “See Others as They May Become,” ლიახონა, ნოემბერი 2012, 69.

  11. See Terence R. Mitchell and Denise Daniels, “Motivation,” in Handbook of Psychology, vol. 12, ed. Walter C. Borman and others (2003), 229.

  12. See Edward J. Lawler, Rebecca Ford, and Michael D. Large, “Unilateral Initiatives as a Conflict Resolution Strategy,” Social Psychology Quarterly, vol. 62, no. 3 (Sept. 1999), 240–56.