2018
თანაგრძნობით მიწვდომა
ივლისი, 2018 წ.


გამოსახულება
Ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2018 წ. ივლისი

თანაგრძნობით მიწვდომა

როცა მხსნელის თანაგრძნობის მაგალითს მიყვებით, თქვენ დაინახავთ, რომ შეგიძლიათ სხვების ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა.

თანაგრძნობა ნიშნავს, იცოდე სხვების გასაჭირი და გქონდეს მისი შემსუბუქების სურვილი. აღთქმა - მივყვეთ ქრისტეს, არის თანაგრძნობის აღთქმა „ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი“მოსია 18:8). როცა ვასრულებთ დავალებას - ვიზრუნოთ სხვებზე, ჩვენ ამით გვეძლევა საშუალება, ვემსახუროთ მსგავსად უფლისა - „თანაგრძნობით, ცვლილებების მოხდენით“ (იუდა1:22) უფალმა ბრძანა: „სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს“ (ზაქარია 7:9).

მხსნელის თანაგრძნობა

თანაგრძნობა მხსნელის მსახურების მოძრავი ძალა იყო (იხ. „თანამგრძნობი მხსნელი“). მისი თანაგრძნობა მოყვასისადმი უამრავ შემთხვევაში იწვევდა მასში სურვილს - მისწვდომოდა ირგვლივ მყოფთ. ადამიანთა საჭიროებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე იგი აკურთხებდა და ასწავლიდა მათ იმ ხერხით, რომელიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. მხსნელის სურვილმა - აგვამაღლოს გასაჭირში, აიყვანა იგი თანაგრძნობის მწვერვალზე - კაცობრიობის ცოდვებისა და ტანჯვის გამოსყიდვამდე.

მისი უნარი - უპასუხოს ადამიანთა საჭიროებებს, არის ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ მსახურებისას. მართალი ცხოვრებით და სულიწმინდის კარნახის მოსმენით ჩვენ მივიღებთ შთაგონებას, მივწვდეთ სხვებს მნიშვნელოვანი ხერხით.

ჩვენი თანაგრძნობის აღთქმა

მამაზეციერს სურს, რომ მის შვილებს ჰქონდეთ თანაგრძნობა (იხ. 1 კორინთლთა 12:25-27). იმისთვის, რომ გავხდეთ ჭეშმარიტი მოწაფენი, ჩვენ უნდა განვავითაროთ და გამოვხატოთ თანაგრძნობა, განსაკუთრებით კი გასაჭირში მყოფთ მიმართ (მოძღვრება და აღთქმები 52:40).

ნათლობის აღთქმის მეშვეობით საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღებით ჩვენ ვმოწმობთ, რომ მზად ვართ თანაგრძნობისთვის. პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველი, პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი, გვასწავლიდა, რომ სულიწმინდის ძღვენი გვეხმარება ამაში: „თქვენ ხართ იესო ქრისტეს ეკლესიის აღთქმადადებული წევრი. …

აი რატომ უნდა გქონდეთ სურვილი - დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც ძლივს ატარებს გლოვისა და სირთულეების ტვირთს. თქვენ პირობა დადეთ, რომ დაეხმარებოდით უფალს, შეგემსუბუქებინათ მათი ტვირთი და გენუგეშებინათ ისინი. თქვენ მოგეცათ ძალა, შეგემსუბუქებინათ სხვების ტვირთი, როცა მიიღეთ სულიწინდის ძღვენი“.1

მაგალითად, ერთ-ერთი და რუსეთში რთული ოჯახური მდგომარეობის გამო ერთ წელზე მეტი ხნით ვერ დადიოდა ეკლესიაში. მისი მრევლიდან მეორე და მისწვდა მას თანაგრძნობით - ყოველ კვირას ურეკავდა მას, უყვებოდა გამომსვლელების, გაკვეთილების, მისიონერული მოწოდებების, დაბადებულ ბავშვების შესახებ და სხვა ახალ ამბებს. როცა იმ ოჯახს მიჯაჭვული დის მდგომარეობა გამოსწორდა, მას კვლავ ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ იგი მრევლის ნაწილი იყო, და ეს მოხდა მისი მეგობრის ყოველკვირეული ზარების გამო.

შენიშვნა

  1. Henry B. Eyring, “The Comforter,” Liahona, მაისი 2015, 18.