2010-2019
ცოდნა, სიყვარული და ზრდა
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ცოდნა, სიყვარული და ზრდა

დაე, ყველამ გავიგოთ ჩვენი როლი ამ დიდებულ მზრუნველობის საქმეში, რათა დავემსგავსოთ მას.

2016 წ. სატაძრო მოედნის ტაბერნაკალური გუნდი ეწვია ნიდერლანდებსა და ბელგიას. რადგან მე ჩართული ვიყავი იმ ამაღელვებელ მოვლენაში, მომეცა საშუალება, ორჯერ დავმტკბარიყავი მისი გამოსვლით.

გამოსახულება
გონგი

წარმოდგენის დროს ვფიქრობდი იმაზე, რა საოცარი ძალისხმევა იყო, ამხელა გუნდით მოგზაურობა. ძალიან დამაინტერესა დიდმა გონგმა, რომლის გადაადგილება ძალიან ძნელი და ალბათ ძვირიც იყო ვიოლინოსთან, საყვირთან და სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით, რომლების ტარებაც ხელით შეიძლება. როცა იმ გონგის როლს ვხედავდი, რომელსაც მხოლოდ რამდენჯერმე შემოკრეს, სხვა ინსტრუმენტები კი დიდი დატვირთვით გამოიყენებოდა კონცერტის დროს, მივხვდი, რომ ამ გონგის ხმის გარეშე კონცერტი ისეთი არ იქნებოდა, ამიტომაც საჭირო იყო ამ გონგის გადატანა ოკეანის მიღმა.

გამოსახულება
გონგი ორკესტრთან ერთად

ზოგჯერ შეიძლება გვეჩვენება, რომ ჩვენც, გონგის მსგავსად, კონცერტზე მხოლოდ უმნიშვნელო როლს ვასრულებთ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად თქვენი ბგერა ქმნის ეშხს.

ჩვენ ყველა ინსტრუმენტი გვჭირდება. ზოგიერთი ჩვენგანი სკოლაში კარგად სწავლობს, სხვებს უფრო არტისტის ნიჭი აქვს. ზოგი დიზაინს და მშენებლობას მიჰყვება, ზოგი ექთანია, ზოგი დაცვაშია ან ასწავლის სხვებს. თითოეული ჩვენგანი თავის აზრსა და ელფერს მატებს ამ სამყაროს.

მინდა მივუძღვნა ჩემი გზავნილი მათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფერი არ გააჩნიათ იმისთვის, რათა რაიმე შემატონ ამ სამყაროს ან ფიქრორბენ, რომ არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ სხვებისთვის, მათთვის, ვინც მათ წარმოდგენაში მწვერვალზე დგას.

სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ ცხოვრების გზაზე, ზოგიერთი შეიძლება იმდენად გადატვირთული იყოს, რომ ვერც კი აცნობიერებდეს იმას, რომ ამ გზას ადგას. მინდა, მოგიწვიოთ, გადმოდგათ ნაბიჯი სიბნელიდან ნათელში. სახარების ნათელი უზრუნველყოფს თქვენთვის სითბოსა და განკურნებას და დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვინ ხართ სინამდვილეში და რა მიზანი გაქვთ ცხოვრებაში.

ზოგი ჩვენგანი ბედნიერების ძიებაში დაეხეტებოდა აკრძალულ ბილიკებზე და იქ ბედნიერების პოვნას ცდილობდა.

მოსიყვარულე მამაზეციერი გვიწვევს, ვიაროთ მოწაფეობის გზაზე და დავუბრუნდეთ მას. მას სრულყოფილი სიყვარულით ვუყვარვართ.1

როგორია ეს გზა? ამ გზაზე ერთმანეთისთვის მზრუნველობის გაწევით ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს გავიგოთ, ვინ ვართ.

ჩემთვის მზრუნველბა ღვთიური სიყვარულის გამომჟღავნებას ნიშნავს.2 ამ გზით ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც გამცემსაც და მიმღებსაც უჩნდება მონანიების სურვილი. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვცვლით მიმართულებას და უფრო ვუახლოვდებით და ვემსგავსებით ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს.

მაგალითად, არ არის საჭირო, გამუდმებით ვეუბნებოდეთ ჩვენს მეუღლეს ან შვილებს, რა ნაკლი აქვთ; მათ ეს ისედაც იციან. მთავარია, შექმნა სიყვარულის გარემო, რომელშიც მათ ძალა მიეცემათ საჭირო ცვლილებების მოსახდენად, რათა უფრო კარგი პიროვნებები გახდნენ.

ამრიგად, მონანიება დახვეწის ყოველდღიური პროცესი ხდება, რაც შეიძლება მოიცავდეს ბოდიშის მოხდას ცუდი ქცევისთვის. მახსოვს და ახლაც ზოგჯერ ვხვდები ისეთ სიტუაციაში, სადაც უცებ განვიკითხავ ან არ ვუსმენ. დღის ბოლოს პირადი ლოცვისას მიგრძვნია სიყვარულით სავსე რჩევა ზეციდან, მომენანიებინა და უკეთესი პიროვნება გავმხდარიყავი. ის მოსიყვარულე გარემო, რომელიც შემიქმნეს მშობლებმა, და-ძმამ და შემდგომ მეუღლემ და შვილებმა, მეგობრებმაც კი, დამეხმარა, უკეთესობისკენ შევცვლილიყავი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რისი სრულყოფა შეგვიძლია. არ არის საჭირო, გამუდმებით ახსენებდეთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული და მზრუნველობა საჭიროა და ამასობაში იქმნება ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პირობები.

ზუსტად ასეთ გარემოში ვიგებთ, ვინ ვართ სინამდვილეში და რა როლი გვექნება ამასოფლის ისტორიის ბოლო გვერდზე მხსნელის მეორე მოსვლამდე.

თუ გაინტერესებთ თქვენი როლი, მინდა მოგიწვიოთ, განმარტოვდეთ და ჰკითხოთ მამაზეციერს თქვენი როლის შესახებ. პასუხი ალბათ ერთბაშად არ მოვა, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ნათელი გახდება, როცა უფრო მყარად დავდგებით აღთქმისა და მზრუნველობის გზაზე.

ჩვენ გარკვეულ წილად იმავე სირთულეების წინაშე ვდგებით, რაც ჯოზეფ სმითი, როცა იგი „სიტყვათა ომისა და აზრთა ორომტრიალის შუაგულში იმყოფებოდა“. როგორც ვიცით მისი ბიოგრაფიიდან, იგი ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს: “რა უნდა გაკეთდეს“? ამდენი დაჯგუფებებიდან რომელია მართალი; თუ ისინი ყველანი ტყუიან? თუ რომელიმე მათგანი მართალია, რომელია იგი და როგორ შევიტყო ეს“?3

იაკობის წიგნიდან მან იცოდა, რომ: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს; და მიეცემა“.4 ჯოზეფმა დროთა განმავლობაში გადაწყვიტა, „ეკითხა ღმერთისთვის”.5

შემდეგ წერია, რომ მას პირველად თავის ცხოვრებაში ჰქონდა ასეთი მცდელობა, რადგან მღელვარებისას არასდროს არ უცდია ხმამაღლა ლოცვა.”6

ასე შეიძლება ჩვენც პირველად მივმართოთ შემოქმედს ისე, როგორც აქამდე არასდროს არ მიგვიმართავს.

ჯოზეფის მცდელობის გამო მამაზეციერი და მისი ძე, იესო ქრისტე, მოევლინა მას, სახელით მიმართეს და შედეგად, ჩვენ ახლა უფრო კარგად გვესმის, ვინ ვართ და რომ ჩვენს არსებობას აზრი აქვს.

შემდგომ ვკითხულობთ, რომ იყო მოზარდი, როცა „სდევნიდნენ ისინი, ვინც მისი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ და კარგად უნდა მოქცეოდნენ“.7 ასე რომ, უნდა ველოდოთ წინააღმდეგობას, როცა მოწაფეობის გზით დავდივართ.

თუ ამჟამად გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ, იყოთ ორკესტრის ნაწილი და მონანიების გზა ძალიან რთული გეჩვენებათ, იცოდეთ, რომ თუ დავრჩებით ამ გზაზე, მხრებიდან ტვირთს მოგვაშორებენ და ისევ ნათელში აღმოვჩნდებით. მამაზეციერი არასოდეს არ მიგვატოვებს, როცა ჩვენ მისკენ გავიწვდით ხელს. ჩვენ შეიძლება დავეცეთ და ისევ ფეხზე დავდგეთ, უფალი კი მუხლებიდან მტვერს ჩამოგვბერტყავს.

ზოგიერთი ჩვენგანი დაჭრილია, მაგრამ უფლის პირველი დახმარების აფთიაქში იმხელა ზომის ბინტებია, რომ ყველა ჩვენს ჭრილობას გადაახვევს.

ასე რომ სიყვარული, ის უპირობო სიყვარული, რომელსაც ასევე „ქრისტეს წმინდა სიყვარულს“ ვეძახით,8 არის ის, რაც გვჭირდება ოჯახებში, სადაც მშობლები შვილებს უწევენ მზრუნველობას, შვილები კი - მშობლებს. ამ სიყვარულის მეშვეობით გულები შეიცვლება და გაჩნდება უფლის ნების შესრულების სურვილი.

ეს სიყვარული გვჭირდება ურთიერთობებში როგორც მამაზეციერის შვილებსა და უფლის ეკლესიის წევრებს და ამით შევძლებთ, ჩვენს ორკესტრში ყველა მუსიკალური ინსტრუმენტი ჩავრთოთ, რათა დიდებული კონცერტი ჩავატაროთ ზეციური ანგელოზების გუნდთან, უფლის მეორე მოსვლისას.

ეს სიყვარული და სინათლე საჭიროა იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვინათებდეს გარემოს. ადამიანები შეამჩნევენ ნათელს და იგი მათ მოიზიდავს. ეს არის ისეთი ტიპის მისიონერული სამუშაო, რომელიც მოიზიდავს სხვებს,მოვიდნენ და იხილონ, მოციდნენ და დაეხმარონ და ბოლოს, მოვიდნენ და დარჩნენ.9 გთხოვთ, როცა მიიღებთ დამოწმებას ამ დიადი საქმისა და მასში ჩვენი როლის შესახებ, გავიხაროთ ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველთან, ჯოხეფ სმითთან ერთად, რომელმაც განაცხადა: „რადგან მქონდა ხილვა; მე ეს ვიცოდი და ისიც ვიცოდი, რომ ღმერთმაც იცის და მე ამას ვერ უარვყოფდი“.10

მე ვმოწმობ, რომ ვიცი, ვინ ვარ და ასევი ვიცი, ვინ ხართ თქვენ. ჩვენ ყველანი მამაზეციერის შვილები ვართ, რომელსაც ვუყვარვართ. მან აქ მარცხისთვის კი არა, არამედ დიდებულად მასთან დასაბრუნებლად გამოგვგზავნა. დაე, ყველამ გავიგოთ ჩვენი როლი მზრუნველობის ამ დიად საქმეში, რათა უფრო დავემსგავსოთ უფალს იმ დროისთვის, როცა იგი კვლავ მოვა. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.