2010-2019
აღთქმისადმი მიკუთვნება
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


აღთქმისადმი მიკუთვნება

ეკუთვნოდე ღმერთს, იარო სხვებთან ერთად მისი აღთქმის გზაზე ნიშნავს, იყო დალოცვილი აღთქმისადმი მიკუთვნებით.

ძვირფასო დებო და ძმებო, დაწყებითი საზოგადოების ბავშვი სწავლობს ლოცვას: „გმადლობთ „ა“ ასოსთვის, „ბ“ ასოსთვის, … „გ“ ასოსთვის“. ბავშვი აგრძელებს: „გმადლობთ ხ, ჯ, ჰ ასოებისთვის. ძვირფასო მამაზეციერო, გმადლობთ ციფრებისთვის 1, 2.“ დაწყებითი საზოგადოების მასწავლებელი წუხს, მაგრამ ელის. ბავშვი ამბობს: „გმადლობთ ციფრებისთვის 5, 6 და მადლობა ჩემი დაწყებითი მასწავლებლისთვის. იგი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც დამასრულებინა ლოცვა“.

მამაზეციერს ესმის ყოველი ბავშვის ლოცვა. უსასრულო სიყვარულით იგი გვიწვევს, ვიწამოთ აღთქმა და მივეკუთვნოთ მას.

ეს სამყარო სავსეა მირაჟით, ილუზიით, ფოკუსებით. იმდენი რამ არის თითქოს დროებითი და ზედაპირული. როცა გვერდზე გადავდებთ ნიღბებს, თვალთმაქცობას, ბრბოს მიერ ნაკარნახევ მოსაწონსა თუ დასაწუნს, ჩვენ ვნატრობთ იმაზე მეტს, ვიდრე სწრაფად წარმავალი, ეფემერული ან ამასოფლის ეგოისტური ურთიერთობებია. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი.

როცა მივდივართ ღმერთის დიად მცნებამდე - გვიყვარდეს იგი და ჩვენს ირგვლივ მყოფნი აღთქმის თანახმად, ჩვენ ამას ვაკეთებთ არა როგორც ვინმე უცხო ან სტუმარი, არამედ როგორც მისი შვილი სახლში.1 საუკუნოვანი პარადოქსი კვლავ ჭეშმარიტია. როცა ამასოფლის „მე“-ს ვკარგავთ, მივეკუთვნებით რა აღთქმას, ჩვენ ვპოულობთ ჩვენს მარადიულ „მე“-ს2, საკუთარი თავის საუკეთესო განსახიერებას - თავისუფალს, ცოცხალს, რეალურს და განვსაზვრავთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებს. აღთქმისადმი მიკუთვნება ნიშნავს, წმინდა წეს-ჩვეულებების მეშვეობით ერთმანეთთან და ღმერთთან საზეიმო ვალდებულებების აღებას, რაც მოიწვევს ღვთიური ძალის გამოვლენას ჩვენს ცხოვრებაში.3 როცა მთლიანად ვეკუთვნით აღთქმას, ჩვენ იმაზე მეტნი ვხდებით, რაც ვართ. აღთქმისადმი მიკუთვნება გვაძლევს ადგილს, სცენარს, შესაძლებლობას. გვებადება ცხოვრებისა და ხსნის რწმენა.4

ღვთიური აღთქმები ხდება ღვთის მიმართ სიყვარულისა და მისი ჩვენდამი სიყვარულის წყარო. ჩვენს ღმერთს, მამაზეციერს, იმაზე მეტად ვუყვარვართ და გვიცნობს, ვიდრე ჩვენ გვიყვარს და ვიცნობთ საკუთარ თავს. იესო ქრისტეს რწმენას და პირად ცვლილებას ანუ მონანიებას, მოაქვს წყალობა, მადლი და მიტევება. ყოველივე ეს კი გვიამებს ტკივილს, მარტოობასა და უსამართლობას, რასაც მიწიერი ცხოვრებისას განვიცდით. არის რა ღმერთი, ჩვენს მამაზეციერს სურს, მივიღოთ ღვთის უდიდესი ძღვენი - მისი სიხარული, მისი მარადიული სიცოცხლე.5

ჩვენი ღმერთი არის აღთმის ღმერთი. მისი ბუნებაა, „დაიცვას აღთმა და გამოიჩინოს მოწყალება“.6 მისი აღთქმები გაგრძელდება „სანამ გაგრძელდება ჟამთა სვლა ან იდგება დედამიწა ან მის ზედაპირზე იქნება ერთი ადამიანი, რომელიც უნდა გადარჩეს“.7 ჩვენ არსებულ გაურკვევლობასა და ეჭვში კი არ უნდა დავეხეტებოდეთ, არამედ უნდა ვხარობდეთ აღთქმის სათუთი ურთიერთობებით, რომლებიც „სიკვდილის მარწუხებზე ძლიერია“ .8

ღმერთის წეს-ჩვეულებები და აღთქმები უნივერსალურია თავიანთი მოთხოვნილებებით თუმცა ინდივიდუალურია საშუალებებთან მიმართებაში. ღვთის სამართლიანობის გამო ყოველ ადამიანს ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ ადგილას შეუძლია ხსნის წეს-ჩვეულებების მიღება. თუმცა ითვალისწინებენ თავისუფალ არჩევანს - პიროვნებას შეუძლია, გააკეთოს არჩევანი - მიიღოს თუ არა შეთავაზებული წეს-ჩვეულებები. ღვთის წეს-ჩვეულებები უზრუნველყოფს ჩვენთვის გზამკვლევებს მის აღთქმის ბილიკზე. ჩვენ ვუწოდებთ ღვთის შვილების შინ დასაბრუნებელ გეგმას გამოსყიდვის, ხსნის, ბედნიერების გეგმას. გამოსყიდვა, ხსნა, ცელესტიალური ბედნიერება შესაძლებელია იესო ქრისტეს „სრულყოფილი გამოსყიდვის განხორციელების ხარჯზე“.9

ეკუთვნოდე ღმერთს, იარო სხვებთან ერთად მისი აღთქმის გზაზე, ნიშნავს, იყო დალოცვილი აღთქმისადმი მიკუთვნებით.

აღთქმისადმი მიკუთვნება პირველ რიგში ნიშნავს, გახადო იესო ქრისტე ცენტრალურ ნაწილად, როგორც „ახალი აღთქმის შუამდგომელი“.10 ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ აეწყობა, როცა „ქრისტეში [ვიქნებით] განწმენდილნი … მამის აღთქმაში“.11 ყოველი კარგი, დაპირებული დალოცვა მოდის მასთან, ვინც ერთგულად გაუძლებს ბოლომდე. „კურთხეული და ბედნიერი მდგომარეობა მათი, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს“, ნიშნავს „იყო კურთხეული ყველაფერში - ხორციელშიც და სულიერშიც“ და „იყო ღმერთთან … მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“.12

როცა პატივს ვცემთ ჩვენს აღთქმებს, ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნება გვქონდეს, თითქოს ანგელოზთა გარემოცვაში ვართ. და ვიქნებით კიდეც - მათთან, ვინც გვიყვარს და გვლოცავენ საბურველის ამ მხარეს და მათთან, ვისაც ვუყვარვართ და საბურველის მეორე მხარეს არიან.

არც ისე დიდი ხნის წინ მე და და გონგმა საავადმყოფოს პალატაში ვიხილეთ აღთქმისადმი მიკუთვნების საუკეთესო მაგალითი. ახალგაზრდა მამას ძალიან ესაჭიროებოდა თირკმელის გადანერგვა. მისი ოჯახი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა, რომ მას თირკმელი მიეღო. როცა ახალი ამბავი შეიტყვეს სიცოცხლის შემანარჩუნებელი თირკმელის გამოჩენის შესახებ, მამაკაცის მეუღლემ ჩუმად თქვა: „იმედია, ის ოჯახი კარგადაა“. პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღთქმისადმი მიკუთვნება ნიშნავს, „“თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთმანეთის რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც“.13

ცხოვრების გზაზე ჩვენ, შეიძლება, დავკარგოთ რწმენა ღმერთში, მაგრამ იგი არასდროს არ კარგავს ჩვენში რწმენას. როგორც ყოველთვის, შუქი მის ზღურბლზე მუდამ ანთია. იგი გვიწვევს, მოვიდეთ იმ აღთქმებთან, რომლებითაც მონიშნულია მისი გზა ან დავუბრუნდეთ მათ. იგი მზადაა, გულში ჩაგვიკრას მაშინაც კი, როცა ჩვენ „ჯერ კიდევ შორს“ ვართ.14 როცა ჩვენი გამოცდილების ორნამენტს, ძირითად ნახატს ან დამაკავშირებელ წერტილებს ვუყურებთ რწმენის თვალით, ჩვენ შეგვიძლია, ვიხილოთ უფლის წყალობა და გამხნევება, განსაკუთრებით განსაცდელის, მწუხარებისა და სირთულეების ჟამს, ისევე, როგორც სიხარულში. როგორ ხშირადაც არ უნდა წავბორძიკდეთ ან დავეცეთ, თუ ვაგრძელებთ უფლისკენ სიარულს, იგი ნაბიჯ-ნაბიჯ დაგვეხმარება.

მეორე: მორმონის წიგნი არის მტკიცებულება, რომელიც შეგვიძლია გვეჭიროს აღთქმისადმი მიკუთვნების ხელით. მორმონის წიგნი არის ღვთის შვილების შეკრების დაპირებული იარაღი, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია, როგორც ახალი აღთქმა.15 როცა დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად ვკითხულობთ მორმონის წიგნს, ჩუმად თუ ხმამაღლა, ჩვენ შეგვიძლია, ვკითხოთ ღმერთს „გულწრფელად, ნამდვილი მოწადინებითა და ქრისტეში რწმენით“ და მივიღოთ სულიწმინდის ძალით ღმერთის დასტური, რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია.16 ეს მოიცავს იმის დასტურსაც, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი, ჯოზეფ სმითი - აღდგენის წინასწარმეტყველი და რომ უფლის ეკლესია ატარებს უფლის სახელს - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.17

მორმონის წიგნი გესაუბრებათ თქვენ, ლეხის შვილებო, „წინასწარმეტყველთა ძენო“, ძველი და ახალი აღთქმის ენით.18 თქვენმა წინაპრებმა მიიღეს აღთქმის დაპირება, რომ თქვენ, მათი შთამომავლები, ამოიცნობდით ხმას მორმონის წიგნიდან ისე, თითქოს მტვრიდან.19 ხმა, რომელიც გესმით კითხვის დროს მოწმობს, რომ თქვენ ხართ „აღთქმის შვილები“20 და იესო ქრისტე არის თქვენი მწყემსი კეთილი.

ალმას სიტყვებით რომ ვთქვათ, მორმონის წიგნი გვიწვევს ყოველ ჩვენგანს, დავდოთ „აღთქმა [უფალთან], რომ ვემსახურებით მას და დავიცავთ მის მცნებებს, რათა მან უფრო უხვად გადმოღვაროს თავისი სული ჩვენზედ“.21 როცა გვსურს, უკეთესობისკენ შევიცვალოთ, როგორც ეს ერთმა ადამიანმა თქვა, „აღარ ვიგრძნოთ თავი უბედურად და ვიხაროთ ჩვენი ბედნიერებით“, ჩვენ ვიხსნებით მითითებების, დახმარებისა და ძალის მისაღებად. აღთქმის მეშვეობით შეგვიძლია, ვეკუთვნოდეთ ღმერთს და ერთგული მოწამეების თემს და მივიღოთ ქრისტეს სწავლებაში დაპირებული დალოცვები.22- თანაც ახლა.

აღდგენილი მღვდლობის უფლებამოსილება და ძალა უფლის ყოველი შვილის დასალოცად გახლავთ აღთქმისადმი მიკუთვნების მესამე განზომილება. ამ ჟამთა წყობაში იოანე ნათლისმცემელი და წინასწარმეტყველები პეტრე, იაკობი და იოანე მოგვევლინნენ უფლის მღვდლობის აღსადგენად, როგორც ღვთის დიდებული მაცნეები.23 ღმერთის მღვდლობა და მისი წეს-ჩვეულებები ატკბობს მიწიერ ურთიერთობებს დედამიწაზე და შესაძლებელს ხდის აღთქმის ურთიერთობების ჩაბეჭდვას ზეცაში.24

მღვდლობა, სიტყვის სრული მნიშვნელობით, გვლოცავს აკვნიდან სამარემდე, დაწყებული ახალშობილის სახელის მიცემით დამთავრებული საფლავის მიძღვნით. მღვდლობის კურთხევა გვკურნავს, გვანუგეშებს, გვმოძღვრავს. მამა შვილზე იყო გაბრაზებული, სანამ არ აკურთხა იგი მღვდლობის კურთევით და არ იგრძნო მიტევების სიყვარული. ძვირფასი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოჯახში ერთადერთი წევრი იყო, არ იყო დარწმუნებული ღმერთის სიყვარულში მისადმი, სანამ არ მიიღო მღვდლობის შთაგონებული კურთხევა. მთელს მსოფლიოში კეთილშობილი პატრიარქები სულიერად ემზადებიან პატრიარქის კურთხევების მისაცემად. როცა პატრიარქი თავზე ხელს დაგასხამთ, იგი გრძნობს და გამოხატავს ღვთის სიყვარულს თქვენ მიმართ. იგი აცხადებს თქვენს მემკვიდრეობას ისრაელის სახლში. იგი მიგითითებთ უფლის კურთხევებზე. პატრიარქის ყურადღებიანმა მეუღლემ მითხრა ერთხელ, როგორ იწვევს ოჯახთან ერთად სულიწმინდას იმ დღეებში, როცა მათი პაპა აძლევს პატრიარქის კურთხევებს.

და ბოლოს, აღთქმისადმი მიკუთვნების კურთხევები მოდის, როცა მივყვებით უფლის წინასწარმეტყველს და ვტკბებით აღთქმის მიხედვით ცხოვრებით, ქორწინების ჩათვლით. აღთქმული ქორწინება ხდება წმინდა და მარადიული, როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე წინ ვაყენებთ ოჯახისა და მეუღლის ბედნიერებას. როცა „მე“ ხდება „ჩვენ“, ჩვენ ერთად ვიზრდებით. ჩვენ ერთად ვბერდებით, ჩვენ ერთად ვახალგაზრდავდებით. როცა ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთს ვლოცავთ საკუთარი თავის დავიწყებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი იმედები და სიხარული ხდება წმინდა, დროსა და მარადისობაში.

თუმცა სიტუაციები განსხვავდება, როცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, თანაც საუკეთესოდ და გულწრფელად ვთხოვთ და ვეძიებთ უფლის დახმარებას, უფალი წინ მიგვიძღვის სულიწმინდით, თავისი დროითა და წესით.25 ქორწინების აღთქმა კრავს რა ერთობლივი არჩევანით ორ სულს, გვახსენებს ღმერთისა და ჩვენს პატივისცემას თავისუფალი არჩევანის მიმართ და უფლის დახმარების კურთხევას, როცა მას ორმხრივად ვეძიებთ.

აღთქმისადმი მიკუთვნების ნაყოფი თაობებიდან თაოაბაზე იგრძნობა ჩვენს სახლებში და გულებში. ნება მიბოძეთ, მოგიყვანოთ მაგალითები.

როცა მე და და გონგს ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვფიქრობდით დაქორწინებას, მე მივიღე ცოდნა თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილებების შესახებ. დროთა განმავლობაში ჩვენ ორ სხვადასხვა ქვეყანაში, ორ სხვადასხვა კონტინენტზე ვსწავლობდით. აი რატომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი გავხდი.

როცა დავსვი კითხვა: „მამაზეციერო, სუზანი უნდა შევირთო ცოლად“? მე სიმშვიდე ვიგრძენი. მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ვისწავლე ჭეშმარიტი ზრახვით ლოცვა: „მამაზეციერო, მე მიყვარს სუზანი და მინდა, ცოლად შევირთო იგი. პირობას ვდებ, რომ ვიქნები საუკეთესო ქმარი და მამა“ - როცა ვმოქმედებდი და საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ყველაზე ძლიერი სულიერი დასტურები მაშინ მეძლეოდა.

ახლა, გონგისა და ლინდსის FamilySearch თავისი ოჯახური ხით, ისტორიებითა და ფოტოებით გვეხმარება კონტაქტების აღმოჩენაში და ერთმანეთთან დაკავშრებაში და ყოველივე ეს არის თაობების აღთქმისადმი მიკუთვნების შედეგი.26 ჩვენი აზრით, პატივცემული წინაპრების შორის არიან:

გამოსახულება
ელის ბლაუერ ბანგერტერი

დიდი ბებია, მარია ელისაბედი ბლაუერი, რომელსაც ერთ დღეში სამმა მამაკაცმა სთხოვა ხელი. მან მოგვიანებით სთხოვა მეუღლეს, სადღვებელაზე პედალი მიემაგერებინა, რათა მას ერთდროუად შეძლებოდა კარაქის ამოყვანა და ქსოვა.

გამოსახულება
ლოი კუეი ჩარი

დიდი პაპა, ლოი ქუეი ჩარი, რომელმაც ზურგით ატარა შვილები, ვირზე კი საოჯახო მწირი ნივთები, როცა ჰავაის დიდ კუნძულზე ლავის მინდვრები გამოიარეს. ჩარების ოჯახის შემართებისა და მსხვერპლის გამო ჩვენი ოჯახი დღეს კურთხევებს ითვლის.

გამოსახულება
მერი ელის პაუელ ლინდსი

ბებია მერი ალის პაუელ ლინდსი ხუთი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში მიყოლებით გარდაიცვალნენ ჯერ მისი მეუღლე, შემდეგ კი უფროსი ვაჟი. 47 წლის ქვრივი ბებია ზრდიდა შვილებს ადგილობრივი ხელმძღვანელებისა და წევრების სიყვარულის დახმარებით. ამ მრავალი წლის განმავლობაში ბებო პირდებოდა უფალს, რომ თუ იგი დაეხმარებოდა, ის არასოდეს არ იწუწუნებდა. უფალი დაეხმარა მას. ბებო არასოდეს არ წუწუნებდა.

ძვირფასო დებო და ძმებო, სულიწმინდა მოწმობს, რომ ყოველივე სიკეთისა და მარადიულის შუაგული გახლავთ ღმერთის, ჩვენი მარადიული მამის, ასევე მისი ძის, იესო ქრისტესი და მისი გამოსყიდვის რეალობა. ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, არის ახალი აღთქმის ჩვენი შუამდგომი. მორმონის წიგნის აღთქმული მიზანია დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ.27 ფიცითა და აღთქმით ღვთის აღდგენილი სამღვდელოების უფლებამოსილების დანიშნულებაა, დალოცოს ღვთის ყოველი შვილი აღთქმული ქორწინების, სხვადასხვა ოჯახური თაობებისა და ცალკეული პირების კურთხევებით.

ჩვენი მხსნელი აცხადებს: „მე ვარ ალფა და ომეგა, ქრისტე, უფალი; დიახ, მე ვარ ის, დასაწყისი და დასასრული, სამყაროს გამომსყიდველი“.28

არის რა ჩვენთან დასაბამიდან, იგი არის ჩვენთან და იქნება დასასრულამდე, აღთქმისადმი მიკუთვნების სისრულეში. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.