2010-2019
იესო ქრისტეს გამოსყიდვისგან მიღებული პირადი ძალა
ოქტომბერი 2013


პიროვნული ძალის მოპოვება იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით

იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია გახდეს სუფთა და შესაძლებელი გახდება ჩვენი ჯანყის ტვირთის აწევა.

ცოტა ხნის წინ დალოცვილი ვიყავი იმით, რომ შევხვდი ყველაზე შთამბეჭდავ ახალგაზრდების ჯგუფს აიდაჰოს შტატიდან. ერთმა კეთილშობილმა ახალგაზრდა ქალბატონმა მკითხა, რა იყო ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მათ ამ წუთას უნდა გაეკეთებინათ ცხოვრებაში. მე შევთავაზე მათ ესწავლათ იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალის ამოცნობა თავიანთ ცხოვრებაში. დღეს მე ვრცლად აგიხსნით ამ ძალის ერთ-ერთ ასპექტს, რაც არის პიროვნული ძალის მოპოვება იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.

მორმონის წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ამონისა და მისი ძმების შესახებ, რომლებიც ასწავლიან იესო ქრისტეს სახარებას მათ, ვინც არიან ველური, გულქვა და სასტიკი ხალხი.1 მრავალი ადამიანი რწმენაში მოიქცა და არჩია უარი ეთქვა ცოდვილ ქცევაზე. მათი მოქცევა იმდენად სრული იყო, რომ მათ ჩამარხეს საბრძოლო იარაღი და აღთქმა დადეს უფალთან, რომ არასოდეს აღარ გამოიყენებდნენ მას.2

მოგვიანებით მათი მრავალი ძმა, რომელნიც არ იყვნენ რწმენაში მოქცეულნი, თავს დაესხნენ მათ და დაიწყეს მათი ხოცვა. ახლა ერთგულმა ხალხმა იარაღის ხელში აღებით სულიერი ცხოვრების დათმობას მახვილისგან სიკვდილი ამჯობინა. მათი მართალი მაგალითი კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარა მოქცეულიყვნენ და ჯანყის იარაღი დაეყარათ.3

ამონის მეშვეობით უფალი გაუძღვა მათ ნეფიელებთან თავშესაფრის მოსაპოვებლად და ისინი ცნობილნი გახდნენ, როგორც ამონის ხალხი.4 ნეფიელები მრავალი წლის განმავლობაში იცავდნენ მათ, მაგრამ საბოლოოდ ნეფიელთა ჯარი დასუსტდა და საჭიროებდა გაძლიერებას.5

ამონის ხალხი იმყოფებოდა სულიერი ცხოვრების კრიტიკულ მომენტში. ისინი იყვნენ ერთგულნი აღთქმისა– არასოდეს აეღოთ იარაღი. მაგრამ მათ ესმოდათ, რომ მამები ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი ოჯახები.6 ეს საჭიროება თითქოს და საკმარისი იყო აღთქმის დასარღვევად.7

მათმა ბრძენმა წინამძღოლმა, ჰელამანმა, იცოდა, რომ უფალთან ამ აღთქმის დარღვევა არანაირად არ არის გამართლებული. მან შესთავაზა შთაგონებული ალტერნატივა: შეახსენა მათ, რომ მათი ვაჟები არასოდეს არ იყვნენ დამნაშავენი იმავე ცოდვის ჩადენის გამო, ასე რომ, არ იყო საჭირო იგივე აღთქმის დადება.8 მიუხედავად იმისა, რომ შვილები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ისინი ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ და ამაზე მეტიც – იყვნენ სუფთანი და კეთილშობილნი. ვაჟები თავიანთი დედების რწმენით იყვნენ გაძლიერებულნი.9 მათი წინამძღოლი წინასწარმეტყველის მითითებით, ამ ახალგაზრდებმა თავიანთი მამების ადგილი დაიკავეს ოჯახებისა და სახლების დაცვაში.10

მოვლენები, რომლებიც თან ახლდა ამ კრიტიკულ გადაწყვეტილებას, გვიჩვენებს, თუ როგორ მოაქვს იესო ქრისტეს გამოსყიდვას პიროვნული ძალა ღვთის შვილებისთვის. წარმოიდგინეთ ამ მამების ნაზი გრძნობები. როგორ უნდა ეგრძნოთ თავი, როცა იცოდნენ, რომ მათი ჯანყთან დაკავშირებული საქციელი წარსულში ახლა არ აძლევდა მათ საშუალებას დაეცვათ საკუთარი ცოლ-შვილი საჭიროების ჟამს? ახლა, როცა იცოდნენ, რა სისასტიკის წინაშე აღმოჩნდნენ მათი შვილები, ალბათ ტიროდნენ, როცა მარტონი რჩებოდნენ. მამებმა და არა შვილებმა, უნდა დაიცვან საკუთარი ოჯახები!11 ალბათ ძალზედ მძიმე იყო მათი წუხილი.

რატომ შიშობდა მათი შთაგონებული წინამძღოლი, რომ შესაძლოა, ისინი კვლავ გამოიყენებდნენ იარაღს, რაც მათი სულების დაღუპვას გამოიწვევდა?12 უფალმა განაცხადა, რომ ის, ვინც ცოდვებს მოინანიებს – მიეტევება, დაუფალს აღარ ეხსომება ისინი[ცოდვები].13 ამ ერთგულმა მამებმა დიდი ხნის წინ მოინანიეს ცოდვები და განიწმინდნენ იესო ქრისტეს გამოსყიდვით, ასე რომ, რატომ ურჩიეს მათ არ დაეცვათ საკუთარი ოჯახები?

ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კეთილშობილნი და სუფთანი. თუმცა ზოგჯერ ჩვენი ცუდი არჩევანი გვიტოვებს ხანგრძლივ შედეგებს. მონანიების ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საფეხურია – ვიწვნიოთ ჩვენი წარსული ცოდვების, როგორც მოკლე, ასევე ხანგრძლივი შედეგები. მათი წარსულის არჩევნებმა გამოაღვიძეს ამონიელთა მამებში მიწიერი სურვილები, რაც შესაძლოა კვლავ გამხდარიყო ის სუსტი წერტილი, რის გამოყენებასაც სატანა ეცდებოდა.

სატანა ეცდება გამოიყენოს ჩვენი მეხსიერება, გაგვახსენოს, რომელიმე წინა ცოდვა და ისევ თავისი გავლენის ქვეშ მოგვაქციოს. ჩვენ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა თავი ავარიდოთ მის მისატყუებელს. ასე დაემართათ ერთგულ ამონიელთა მამებს. წლების განმავლობაში ერთგული ცხოვრების შემდეგაც კი, მათთვის აუცილებელი იყო სულიერად დაეცვათ თავი წარსული ცოდვების მოგონებებით ტკბობისაგან.

მრავალ ბრძოლათა შორის კაპიტანი მორონი ხელმძღვანელობდა ყველაზე სუსტი ქალაქების გაძლიერებას. იგი თხრილზე აშენებინებდა ხის სიმაგრეებს; და ისინი სიმაგრეებს ზემოდან მიწას აყრიდნენ, სანამ არ შემოარტყეს ქალაქს ხისა და მიწისგან აშენებული მაღალი მყარი კედელი.14 კაპიტან მორონის ესმოდა ქალაქის სუსტი წერტილების გამაგრების მნიშვნელობა, სიძლიერის მისაღწევად.15

ეს ამონიელი მამებიც ასეთნი იყვნენ. მათ სჭირდებოდათ უფრო მაღალი და ფართო სიმაგრეები მათი ერთგული ცხოვრებისა და წარსულში ცოდვილი ქცევის შორის. მათი შვილები, რომლებიც იყვნენ დალოცვილნი მართალი ტრადიციებით, არ იყვნენ ისე მგრძნობიარენი იგივე ცოდვების მიმართ. მათ შეეძლოთ ერთგულად დაეცვათ საკუთარი ოჯახები სულიერი კეთილდღეობის შეწირვის გარეშე.

სასიხარულო ამბავი მათთვის, ვისაც სურს განთავისუფლდეს წარსულში გაკეთებული ცუდი არჩევანისგან არის ის, რომ უფალი სხვადასხვაგვარად უყურებს სისუსტეებს და ცოდვებს. მაშინ, როცა უფალი გვაფრთხილებს, რომ ჯანყი, რომელიც არ მოვინანიეთ, სასჯელს მოგვივლენს.16 როცა უფალი საუბრობს სისუსტეებზე, ეს ამას ყოველთვის მოწყალებით17 აკეთებს.

რა თქმა უნდა, შემწყნარებლობაა, რომ ამონიელ მამებს ასწავლიდნენ მათი მშობლების ცრუ ტრადიციებს, მაგრამ მამაზეციერის ყველა შვილი მიწიერ ცხოვრებაში ქრისტეს სინათლით მოდის. რასაც არ უნდა გამოეწვია მათი ცოდვილი საქციელი, შედეგი იყო სულიერი სისუსტის განვითარება, რომლის გამოყენებასაც სატანა ეცდებოდა.

მოწყალებით, მათ ასწავლეს სახარება, მათ მოინანიეს და იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით სულიერად უფრო სატანის მისატყუებელზე ძლიერნი გახდნენ. ალბათ მათ არც ჰქონიათ ცდუნება დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სასტიკ წარსულში, პირიქით, მათ მიერ წინამძღოლი წინასწარმეტყველის გაყოლით სატანას არ მიეცა შანსი მოეტყუებინა მათი სულები და ჩაეყვანა ისინი ჯოჯოხეთში.18 მხსნელის გამოსყიდვამ არა მხოლოდ განწმინდა ისინი ცოდვისგან, არამედ მათი სამღვდელოების წინამძღვრის დამორჩილებით, მხსნელმა შეძლო დაეცვა ისინი სისუსტეებისგან და გააძლიერა ისინი. მათმა მორჩილებით აღსავსე, სიცოცხლის ბოლომდე დადებულმა დაპირებამ – თქვან უარი ცოდვაზე, უფრო მეტი გააკეთა მათი ოჯახების დასაცავად, ვიდრე ბრძოლის ველზე მათმა ბრძოლამ. მათმა დამორჩილებამ არ დატოვა ისინი კურთხევების გარეშე. ამან გააძლიერა ისინი და დალოცა მრავალ მომავალ თაობასთან ერთად.

ამ ამბის დასასრული ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ გარდაქმნა უფლის წყალობამ სისუსტე ძლიერებად.19 ამ ერთგულმა მამებმა გააგზავნეს თავიანთი შვილები ჰელამანთან საომრად. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟები მძიმე ბრძოლებში ომობდნენ, სადაც ყველა ოდნავ მაინც დაშავდა, არც ერთი არ დაღუპულა.20 ახალგაზრდა მამაკაცები დაქანცული ნეფიელების ჯარისათვის ძალის წყაროდ იქცნენ. ისინი ერთგულნი და სულიერად გაძლიერებულნი დაბრუნდმნენ სახლში. მათი ოჯახები დაილოცნენ, გახდნენ დაცულნი და გაძლიერდნენ.21 ჩვენს დროში მორმონის წიგნის უთვალავი მოწაფე ამ სუფთა, მართალი ვაჟიშვილების მაგალითზე განისწავლა.

თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ჰქონია ისეთი დრო, როცა ცუდი არჩევანი გაგვიკეთებია. ჩვენ ყველას სასოწარკვეთილებამდე გვჭირდება იესო ქრისტეს გამომსყიდველი ძალა. ყველამ უნდა მოვინანიოთ ჯანყი. რამეთუ, უფალი ვერ შეხედავს ცოდვას თუნდაც სულ მცირე შემწყნარებლობითაც.22 იგი არ დაუშვებს ამას, რადგან იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მისი მსგავსი გავხდეთ.

მრავალმა ჩვენგანმა ხასიათში სისუსტე განავითარა. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ, როგორც ამონიელებს, შეგვიძლია ავაშენოთ სიმაგრე ჩვენსა და ნებისმიერი წარსულის შეცდომების შორის, რომლების გამოყენებასაც სატანა ეცდება. სულიერმა დაცვამ, რომელიც ამონიელი მამების ირგვლივ აშენდა, დალოცა და გააძლიერა ისინი, ასევე მათი ოჯახები, ქვეყანა და მომავალი თაობები. იგივე გვეხება ჩვენც.

ასე რომ, როგორ ვაშენებთ ამ მარადიულ სიმაგრეებს? პირველი საფეხური უნდა იყოს გულწრფელი, სრული მონანიება. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია გახდეს სუფთა და შესაძლებელი გახდება ჩვენი ჯანყის ტვირთის აწევა. გახსოვდეთ, მონანიება არ არის დასჯა. ეს არის იმედით აღვსილი, უფრო დიდებული მომავლისკენ მიმავალი ბილიკი.

მამაზეციერმა უზრუნველყო ჩვენთვის იარაღები, რომლებიც გვეხმარება ავაშენოთ სიმაგრე სისუსტეებსა და ერთგულებას შორის. გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • დადეთ აღთქმები და მიიღეთ თქვენი საკუთარი წეს-ჩვეულებები. შემდეგ მტკიცედ და თანმიმდევრულად იმუშავეთ იმაზედ, რომ ჩაატაროთ წეს-ჩვეულებები თქვენი წინაპრებისთვის.

  • გაუზიარეთ სახარება მათ, ვინც არ არიან წევრები ან ნაკლებად აქტიურ წევრებს ან მეგობრებს. ამ ჭეშმარიტების გაზიარებას შეუძლია მოიტანოს განახლებული ენთუზიაზმი თქვენს ცხოვრებაში.

  • თავდადებულად იმსახურეთ ყოველ საეკლესიო მოწოდებაში, განსაკუთრებით შეასრულეთ შინა მასწავლებლისა და სტუმრად მოსული მასწავლებლების დავალება. ნუ გახდებით თვეში 15 წუთით მოსული მასწავლებელი ან სტუმრად მოსული და ამის ნაცვლად მისწვდით ოჯახის თითოეულ წევრს. პირადად გაიცანით ისინი. გახდით ნამდვილი მეგობარი. კეთილი საქმეებით უჩვენეთ, როგორ ზრუნავთ თითოეულ მათგანზე.

  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემსახურეთ თქვენი ოჯახის წევრებს. ძალიან მაღალ პრიორიტეტად აქციეთ თქვენი შვილებისა და მეუღლეების სულიერი განვითარება. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თითოეული მათგანის დასახმარებლად. ნუ დაინანებთ საამისოდ ნურც დროს და ნურც ყურადღებას.

თითეულ ამ რჩევას აქვს საერთო თემა: აავსეთ თქვენი ცხოვრება სხვებისთვის მსახურებით. როცა მამაზეციერის შვილების23 მსახურებას დაუთმობთ ცხოვრებას, სატანას ცდუნებას თქვენს ცხოვრებაში აღარ ექნება ძალა.

რადგან მამაზეციერს ასე ღრმად უყვარხართ, იესო ქრისტეს გამოსყიდვა ამ ძალას კიდევ უფრო აძლიერებს. განა ეს შესანიშნავი არ არის? მრავალ თქვენთაგანს ურგძვნია ცუდი არჩევანის ტვირთი და თითოეულ თქვენთაგანს შეუძლია იგრძნოს უფლის მიტევების, წყალობისა და სიძლიერის ასამაღლებელი ძალა. მე ეს ვიგრძენი და ვმოწმობ, რომ ეს თითოეული თქვენთაგანისთვის ხელმისაწვდომია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.