ახალგაზრდების გასაძლიერებლად
როგორ გავიგო, რომ ჭეშმარიტად მოვინანიე და მომეტევა?
ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ივნისი, 2025 წელი.


ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , 2025 წლის ივნისი

როგორ გავიგო, რომ ჭეშმარიტად მოვინანიე და მომეტევა?

ახალგაზრდა ქალი ლოცულობს

იმავე წრეზე დაბრუნება, ჯენედი პეიჯი

უფალმა თქვა: „რომელმაც მოინანია თავისი ცოდვები – მას მიეტევა და მე, უფალი, მეტს აღარ გავიხსენებ.

„ამგვარად შეძლებთ გაიგოთ, თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს მოინანიებს – აჰა, იგი აღიარებს მათ და მიატოვებს“ (მოძღვრება და აღთქმები 58:42–43).

გულწრფელი მონანიებით ჩვენ შეგვიძლია მიტევება მივიღოთ. „როცა სულიწმინდისგან ნუგეშს გრძნობთ იცოდეთ, რომ მხსნელის გამომსყიდველი ძალა ამუშავდა თქვენს ცხოვრებაში“. და თუ ისევ დაგვისხლტა ფეხი, შეგვიძლია ისევ მოვინანიოთ, მოგვეტევოს და გავაგრძელოთ მცდელობა.

ამის გარდა, უხუცესმა დიტერ ფ. უხტდორფმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვასწავლა: „სატანა ეცდება დაგვაჯეროს, რომ ცოდვები არ მოგვეტევა, რადგან ჩვენ ისინი გვახსოვს. სატანა მატყუარაა. … ღმერთი არ დაგვპირდა, რომ ჩვენ არ გვემახსოვრებოდა ცოდვები. მეხსიერება დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ იგივე შეცდომების დაშვებას. მაგრამ თუ ერთგული და ჭეშმარიტი დავრჩით, დროთა განმავლობაში ჩვენი ცოდვები ბუნდოვნად გვემახსოვრება“.

შენიშვნები

  1. ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევნის გაკეთების გზამკვლევი (2022 წ.), 8.

  2. იხ. მოსია 26:30.

  3. Dieter F. Uchtdorf, Apr. 2007 general conference (Ensign or Liahona, May 2007, 101).