ახალგაზრდების გასაძლიერებლად
ახალგაზრდების გასაძლიერებლად: მხსნელის გზავნილი თქვენდამი
2024 წლის მარტი


„ახალგაზრდების გასაძლიერებლად: მხსნელის გზავნილი თქვენდამი,“ ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2024 წლის მარტი.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2024 წლის მარტი

ახალგაზრდების გასაძლიერებლად: მხსნელის გზავნილი თქვენდამი

ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ დაუკავშიროთ თქვენი არჩევანი იესო ქრისტესა და მის მოძღვრებას.

გამოსახულება
იესო ქრისტე

I Stand at the Door and Knock [კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ], ჯ. კირკ რიჩარდსის მიერ

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ძველ გალილეაში, 2000 წლის წინ. თქვენ და თქვენი მეგობრები მიწვეულნი იყავით ადგილობრივ სინაგოგაში ახალგაზრდულ სულიერების საათზე, სადაც სიტყვით გამოვიდა განსაკუთრებული სტუმარი: იესო ნაზარეველი. და თავისი გზავნილის გარკვეულ მომენტში იესო იწვევს შეკრებილ ახალგაზრდებს, დაუსვან მას კითხვები.

როგორ ფიქრობთ, რა სახის კითხვებს მოისმენდით?

ვფიქრობ, ზოგიერთი კითხვა იმ დროის კულტურასა და გარემოებებს ასახავდა. მაგრამ, გულწრფელად მჯერა, რომ ბევრი შეკითხვა იმის მსგავსი იქნებოდა, რაც დღეს გვაწუხებს.

მაგალითად, ახალ აღთქმაში, ადამიანები მაცხოვარს შემდეგ შეკითხვებს უსვამენ:

  • რა უნდა გავაკეთო მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად?1

  • მისაღები ვარ თუ არა? ვეკუთვნი თუ არა?2

  • თუ, ჩემი ძმა შესცოდავს ჩემ წინააღმდეგ, რამდენჯერ უნდა ვაპატიო?3

  • რა მოუვა ამ სამყაროს მომავალში? ვიქნები თუ არა უსაფრთხოდ?4

  • შეგიძლია გამოაჯანმრთელო ჩემი საყვარელი ადამიანი?5

  • რა არის ჭეშმარიტება?6

  • როგორ გავიგო, სწორი მიმართულებით მივდივარ თუ არა?7

დროდადრო, განა ყველას ერთი და იგივე რამ არ გვაინტერესებს? საუკუნეების განმავლობაში, კითხვები დიდად არ შეცვლილა. და არც მაცხოვრის სიბრალული მათ მიმართ, ვინც ამ შეკითხვებს სვამდა. მან იცის, რამდენად სანერვიულო და დამაბნეველი შეიძლება იყოს ცხოვრება. მან იცის, რა მარტივია გზის აბნევა. მან იცის, რომ ზოგჯერ მომავალზე ვღელავთ. და ის გეუბნებათ თქვენ და მეუბნება მე, ისევე როგორც თავის მიმდევრებს დიდი ხნის წინ უთხრა:

  • “ნუ შეკრთება თქვენი გული.”8

  • „მე ვარ გზა [და] ჭეშმარიტება.”9

  • “მოდი და გამომყევი.”10

როდესაც მნიშვნელოვანი არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი, იესო ქრისტე და მისი აღდგენილი სახარება საუკეთესო გამოსავალია. როდესაც თქვენ გაქვთ შეკითხვები, იესო ქრისტე და მისი აღდგენილი სახარება საუკეთესო პასუხია.

აი, რატომაც მიყვარს ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევნის გზამკვლევი. ის მიგვითითებს იესო ქრისტეზე, რათა მივიღოთ მისი ძალა. ასლს ყოველთვის ჯიბეში ვინახავ. როდესაც მსოფლიოს ირგვლივ ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ, თუ რატომ ვაკეთებთ ჩვენ იმას, რასაც ვაკეთებთ, როგორც იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, მე მათ აღნიშნულ გზამკვლევს ვუზიარებ.

ახალგაზრდების გასაძლიერებლად ასწავლის მარადიულ ჭეშმარიტებას მხსნელისა და მისი გზის შესახებ. იგი გიწვევთ , გააკეთოთ აღნიშნულ ჭეშმარიტებებზე დაფუძნებული არჩევანი. და ის გიზიარებთ დაპირებულ კურთხევებს , რომლებსაც ის უბოძებს მათ, ვინც მისი მიმდევარია. გთხოვთ წაიკითხოთ, დაფიქრდეთ და გააზიაროთ აღნიშნული გზამკვლევი!

შემოიპატიჟეთ იგი

იესო ქრისტეს სურს იყოს თქვენი ცხოვრების ნაწილი - მუდმივ, ყოველდღიურ ყოფაში, ლხინსა და ჭირში. ის უბრალოდ კი არ დგას გზის ბოლოს და გელოდებათ, რომ დაეწიოთ მას. ის თქვენთან ერთად გაივლის ყოველ ნაბიჯს. ის არის გზა!

მაგრამ მხსნელი ძალით არ მოგახვევთ თავის გზას ცხოვრებაში. თქვენ იწვევთ მაცხოვარს ცხოვრებაში, თქვენი არჩევნის საშუალებით. სწორედ ამიტომ, არჩევნის გზამკვლევი, როგორიცაა ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ესოდენ ფასეულია. ყოველთვის, როცა მხსნელის მარადიულ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ, სამართლიან არჩევანს აკეთებთ, თქვენ აჩვენებთ, რომ გსურთ იგი იყოს თქვენს ცხოვრებაში. მსგავსი არჩევანი სამოთხის კარიბჭეს გიხსნით და უფლის ძალა შემოდის თქვენს ცხოვრებაში.11

დაამყარეთ ძლიერი კავშირი

თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ მაცხოვარმა შეადარა ისინი, ვინც ისმენს და ასრულებს მის სიტყვებს, გონიერ კაცს, რომელმაც „სახლი კლდეზე აიშენა“. მან განმარტა:

„მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.”12

სახლი ვერ გადაურჩება ქარიშხალს, რადგან ის მყარია. ასევე ვერ გადარჩება, რადგან კლდე არის მყარი. სახლი გადაურჩა ქარიშხალს, რადგან მტკიცედ არის ჩამაგრებული იმ მყარ კლდეზე. მნიშვნელოვანია კლდესთან კავშირის სიძლიერე.

ანალოგიურად, როდესაც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ცხოვრებას, მნიშვნელოვანია კარგი არჩევნის გაკეთება. და მნიშვნელოვანია მხსნელის მარადიული ჭეშმარიტების წვდომა. ძალა, რომელიც დაგვჭირდება ცხოვრების ქარიშხლებს გავუძლოთ, მოდის მაშინ, როდესაც ჩვენს არჩევანს დავუკავშირებთ იესო ქრისტესა და მის მოძღვრებას. ეს არის ის, რაშიც ახალგაზრდების გასაძლიერებლად გვეხმარება.

მაგალითად, თქვენმა მეგობრებმა შეიძლება იცოდნენ, რომ ცდილობთ არ გამოიყენოთ შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი სიტყვები. მათ შეიძლება დაინახონ, რომ სკოლაში ისეთ ბავშვს უკავშირდებით, რომელსაც ადამიანების უმეტესობა უბრალოდ იგნორირებს ან აბულინგებს კიდევაც. მაგრამ იციან თუ არა მათ, რომ თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს, ვინაიდან იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ „ყველა ადამიანი თქვენი და-ძმაა, მათ შორის … თქვენგან განსხვავებული ადამიანები?13

თქვენმა მეგობრებმა შეიძლება იცოდნენ, რომ თქვენ ყოველ კვირას ეკლესიაში დადიხართ. მათ შეიძლება შეამჩნიონ, რომ გამორთეთ გარკვეული სიმღერა ან გააუქმეთ კონკრეტული ფილმის ნახვის მოწვევა. მაგრამ, იციან თუ არა მათ, რომ თქვენი არჩევანი გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ გაქვთ „აღთქმის სიხარული თქვენს მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან“ და რომ, როგორც ამ ვალდებულების ნაწილი - მიჰყვეთ მხსნელს, თქვენ მადლიერი ხართ „რომ სულიწმინდა თქვენი მუდმივი თანამგზავრია”?14

ადამიანებმა შეიძლება იცოდნენ, რომ თქვენ არ სვამთ, არ ეწევით და არ მოიხმართ მავნე ნარკოტიკებს. მაგრამ იციან თუ არა მათ, რომ თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს, ვინაიდან, იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ „თქვენი სხეული წმინდაა“, „საოცარი საჩუქარია თქვენი მამაზეციერისგან“, მის ხატად შექმინილი?15

თქვენმა მეგობრებმა შეიძლება იცოდნენ, რომ არ იწერთ და არ იტყუებით და განათლებას სერიოზულად უდგებით. მაგრამ იციან თუ არა მათ, რომ ეს იესო ქრისტეს გამოა, რომელმაც გვასწავლა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“?16

და რაც ყველაზე მთავარია, იციან თუ არა თქვენმა მეგობრებმა, რომ თქვენ ამ ზოგჯერ გაუგებარ არჩევანს - უერთგულოთ ქრისტეს სტანდარტებს, აკეთბთ იმის გამო, რომ იცით: „იესო ქრისტე არის თქვენი ძალა“?17

ის არის თქვენი ძალა

ჩემი მტკიცე მოწმობაა, რომ იესო ქრისტე არის გზა ნათელი და დიადი მომავლისკენ - თქვენი მომავლისკენ. და ის ასევე არის ნათელი და დიდებული აწმყოს გზა. იარეთ მის გზაზე და ის თქვენთან ერთად ივლის. თქვენ ეს შეგიძლიათ!

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, იესო ქრისტე არის თქვენი ძალა. განაგრძეთ მასთან ერთად სიარული და ის დაგეხმარებათ „არწივის ფრთები“-თ ილივლივოთ18 მარადიული სიხარულისკენ, რომელიც მან მოამზადა თქვენთვის.