ახალგაზრდების გასაძლიერებლად
„ბედნიერი ცხოვრებით“ ვცხოვრობ?
თებერვალი, 2024 წ.


„ბედნიერი ცხოვრებით“ ვცხოვრობ? ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებ., 2024 წ.

ყოველთვიური გზავნილი, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებერვალი, 2024 წ.

2 ნეფი 5

„ბედნიერი ცხოვრებით“ ვცხოვრობ?

აქ მოცემულია რამდენიმე იდეა იმისთვის, რომ შენც ისე იცხოვრო, როგორც ნეფის ხალხი ცხოვრობდა.

გამოსახულება
ახალგაზრდები

ალისა გონსალესის ილუსტრაცია

ლამანიელებთან განშორებიდან მალევე, ნეფიმ თქვა, რომ მისი ხალხი „ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა“ (2 ნეფი 5:27). იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც მათი მოკვლა სურდა (იხ. 2 ნეფი 5:1–6, 14), ეს შეიძლება გასაკვირი იყოს. როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს ასეთ გარემოებებში?

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ „ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდით“ არ ნიშნავს იმას, რომ „ყოველი ნეფიელი მთელი დღის მანძილზე ბედნიერი იყო“. ეს ნიშნავს, რომ ისინი ისე ცხოვრობდნენ და ისეთ საქმეებს აკეთებდნენ, რასაც ზოგადად ბედნიერებისკენ მიყავდა ისინი. საერთო ჯამში, მათი გამოწვევების მიუხედავად, ეს ბედნიერი დრო იყო.

ესე იგი, რა არის „ბედნიერი ცხოვრებით“ ცხოვრება? როგორ გადმოვიტანოთ ეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელსაც ასევე არ აკლია გამოწვევები? მოდით, ვნახოთ!

  • იყავით მორჩილნი. „ჩვენ გულმოდგინედ ვიცავდით უფლის … მცნებებს“ (2 ნეფი 5:10).

    სახარების მიხედვით ცხოვრება პირველი ნაბიჯია. შესაძლოა დროებითი ბედნიერება მოგიტანოთ ცოდვამ, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. ღმერთის განზრახ დაუმორჩილებლობა არ არის „ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრება“ (იხ. ალმა 41:10).

  • ეძიეთ წმინდა წერილები. „და მე, ნეფიმ, ასევე მოვიტანე ჩანაწერები, რომლებიც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე“ (2 ნეფი 5:12). „და … შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი იყო ნანატრი; დიახ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასიც“ (1 ნეფი 5:21) .

    ნეფის ხალხს წმინდა წერილები ჰქონდა. მათ უბრალოდ კი არ ჰქონდათ წმინდა წერილები — მათ შეისწავლეთ ისინი.

  • მოუსმინეთ შთამაგონებელ ხელმძღვანელებს. „და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ვაკურთხე იაკობი და იოსები, ყოფილიყვნენ მღვდლები და მასწავლებლები ჩემი ხალხის მიწაზე“ (2 ნეფი 5:26).

    ხოლო მასწავლებლებმა ამ წმინდა წერილებით იხელმძღვანელეს (იხ. 2 ნეფი 4:15; 6:4).

  • იარეთ ტაძარში (და სხვა წმინდა ადგილებში). „და მე, ნეფიმ, ავაშენე ტაძარი“ (2 ნეფი 5:16).

    მნიშვნელოვანია, გვქონდეს წმინდა ადგილები, როგორიცაა შეკრებების ადგილები და ტაძრები მოწაფეებისთვის, სადაც ისინი შეიკრიბებიან და ილოცებენ. (შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნეფიელებს უბრალოდ კი არ ჰქონდათ ტაძარი — არამედ იყენებდნენ კიდეც მას.) თუ ტაძარში პირადად ვერ მიდიხართ, ყოველთვის შეგიძლიათ ოჯახური ისტორიის სამუშაო შეასრულოთ.

  • იყავით პროდუქტიული. „და მე ვასწავლე ჩემს ხალხს შენობების აშენება და [მუშაობა] … [მე] მოვუწოდებდი ჩემს ხალხს, ყოფილიყვნენ შრომისმოყვარენი და თავიანთი ხელით ეშრომათ“ (2 ნეფი 5:15, 17).

    „ბედნიერი ცხოვრებით“ ცხოვრების ნაწილია საქმის კეთება! დავალება, სამსახური, ვალდებულება — ისეთი რამ, რაც გაძლევთ ორიენტირებისა და მიზანდასახულობის საშუალებას (რა თქმა უნდა, შესაბამისი დასვენების თანხლებით). ძნელია იყოთ ბედნიერი, თუ მუდმივად მოწყენილი ხართ.

შეგიძლიათ თქვათ, რომ ამჟამად ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობთ? თუ არა, მაშინ ნეფის მაგალითი დაგეხმარებათ და მოგაწვდით იდეებს, თუ როგორ გააუმჯობესოთ ეს მდგომარეობა.