ახალგაზრდების გასაძლიერებლად
მე იესო ქრისტეს მოწაფე ვარ
იანვარი, 2024 წ.


„მე იესო ქრისტეს მოწაფე ვარ“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, იან. 2024 წ.

ყოველთვიური გზავნილი, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, იანვარი, 2024 წ.

მე იესო ქრისტეს მოწაფე ვარ

თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ მხსნელს და გაავრცელოთ მისი სიტყვა.

გამოსახულება
2024 წლის ახალგაზრდული თემის ლოგო

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ უთხრა იესომ რამდენიმე ადამიანს განკურნების შემდეგ, რომ არავისთვის ეთქვათ ამის შესახებ (იხ. მარკოზი 7:36)? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, თუ როგორი მიმდევრები სურდა, რომ ჰყოლოდა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ თუ ადამიანები ისაუბრებდნენ თავიანთ განკურნებაზე, ეს იქნებოდა იესოსთვის მიმდევრების მოზიდვის კარგი გზა. თუმცა, იესოს არ სჭირდებოდა ყველანაირი მიმდევარი. მას სჭირდებოდა მოწაფეები.

იესომ უთხრა პეტრესა და ანდრიას: „მომყევით მე“ (მათე 4:19). ჯოზეფ სმითის თარგმანში ეს მუხლი ასე ჟღერს: „მე ვარ იგი, რომელზეც დაწერეს წინასწარმეტყველებმა; მომყევით მე“ (ჯოზეფ სმითის თარგმანი, მათე 4:18). ეს მოწვევა არ გულისხმობდა ცოტა ხნით მასთან ერთად ყოფნას. მას სურდა, რომ ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე მისი მოწაფეები ყოფილიყვნენ.

იესოს არ უნდოდა, რომ მათ უბრალოდ ენახათ, როგორ ასწავლიდა ადამიანებს, როგორ უყვარდა ისინი და როგორ ახდენდა მათთვის სასწაულებს. მას სურდა, რომ მის მიმდევრებსაც იგივე ეკეთებინათ. მას სურდა, რომ მისი საქმე მათი საქმე გამხდარიყო. ქრისტეს არჩევა გულისხმობდა იმას, რომ მათ მის მსგავსად მსახურება და ფიქრი ესწავლათ. ისინი ეცდებოდნენ ეცხოვრათ ისე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა და ის ასწავლიდა მათ და დაეხმარებოდა, რომ უფრო მეტად დამსგავსებოდნენ მას.

გამოსახულება
იესო ქრისტე

ბერძნულად მოწაფე არის mathetes. ის მეტია, ვიდრე მიმდევარი. ზოგჯერ ითარგმნება, როგორც „შეგირდი“. ქრისტეს დედამიწაზე ყოფნისას მოწაფეები, როგორც წესი, ირჩევდნენ მოძღვარს, რომლისგანაც სურდათ ესწავლათ, რათა თავად გამხდარიყვნენ ოსტატები. ქრისტე არ მიჰყოლია ჩვეულ პრაქტიკას. იგი პირიქით, თავად ეძებდა მოწაფეებს. დღეს, ქრისტე გვიხმობს, მივიდეთ მასთან. ის მოგვიხმობს, ვიყოთ მისი მოწაფეები და გამოვაცხადოთ მისი სიტყვა მის ხალხს შორის, რათა მათ ჰქონდეთ მარადიული სიცოცხლე (იხ. 3 ნეფი 5:13).

ერთმა ახალგაზრდა ქალმა ჰაიტიდან (კარიბის ზღვის აუზი) შემდეგნაირად გამოხატა სურვილი, გამხდარიყო ქრისტეს მოწაფე: მან მოიპატიჟა მეგობარი, რომელიც ეკლესიის წევრი არ იყო, მასთან ერთად „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (ა.გ.) კონფერენციაზე. თავიდან, მეგობრის მამა არ იყო თანახმა, რომ მისი შვილი კონფერენციაზე წასულიყო. ეკლესიის ხელმძღვანელებმა განუმარტეს იმ დადებითი გამოცდილების შესახებ, რაც მას ელოდა და უთხრეს შესანიშნავ ახალგაზრდა ზრდასრულთა მრჩევლებზე, რომლებიც მას ყურადღებას მიაქცევდნენ. მამამ მისცა ქალიშვილს დასწრების ნებართვა, ხოლო მას შემდეგ რაც დაინახა, როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება, მან ასევე მისცა ნებართვა, დასწრებოდა ეკლესიის შეხვედრებს და ექვსი თვის შემდეგ მონათლულიყო.

ერთმა ახალგაზრდამ არგენტინიდან (სამხრეთ ამერიკა) მეგობარს ტკბილეული გაუზიარა, როცა ისინი ავტობუსით მიდიოდნენ სკოლისკენ და ასე გამოავლინა სურვილი, გამხდარიყო ქრისტეს მოწაფე. როდესაც ყავის არომატიანი ტკბილეული დაინახა, მან თქვა, რომ არასოდეს გაუსინჯავს ყავის გემო, რადგან მის ოჯახში არავინ სვამდა ყავას. ამან დააწყებინა საუბარი ეკლესიის შესახებ, რამაც გამოიწვია შეხვედრებზე მისვლის მოწვევა, რამაც საბოლოოდ განაპირობა ის, რომ მისი მეგობარი შეუერთდა ეკლესიას და მსახურობდა მისიაში ჩილეში.

ყველას, ვისაც ესაუბრებით ეკლესიის შესახებ ან მოიწვევთ საეკლესიო ღონისძიებაზე, არ ენდომება შემოერთება. არა უშავს. არც ქრისტეს მიჰყოლია ყველა, ვისაც ამქვეყნიური მსახსურების დროს ესაუბრა. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ვირჩევთ, ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფეები და ვაცხადებთ მის სიტყვას, ის მოგვცემს გამბედაობასა და ღვთაებრივ დახმარებას. ხოლო ჩვენ ვისწავლით, როგორ დავემსგავსოთ მას — ესაა მოწაფის მოვალეობა.